წიგნი
მონეტა N17 - დრამა
ფასი : 6 ლარი
სერია : ქართული მონეტების ოქროს კოლექცია
ISBN : 230-0000-00-534-9
აღწერა : Av. სპარსული ზედწერილი: „ღმერთის ყოვლისშემძლეობით მსოფლიოს მბრძანებლის მანგუ ყაენის ნებით წელსა 650“ (1252-1253). Rv. სპარსული ზედწერილი: „დავით მეფე, ძე გიორგისა, ბაგრატიონი, იჭედა თბილისს“.
ორი დავითის მშვიდობიანი თანამეფობა სამიოდე წელს გაგრძელდა. XIII საუკუნის ორმოცდაათიანი წლების დასაწყისში დავით VI რუსუდანის ძე მონღოლებს აუჯანყდა, მაგრამ მას დავით VII გიორგის ძემ მხარი არ აუბა. დავით VI ლიხთ-იმერეთში გადავიდა, სადაც მონღოლებს ხელი არ მიუწვდებოდათ. დავით VII გიორგის ძე კი თბილისში დარჩა. 1252-1255 წლებში დავით VII გიორგის ძემ მოჭრა თბილისში ვერცხლის ფული სპარსული წარწერითა და დიდი ყაენის, მანგუს (1251-1260) მოხსენიებით. მონეტაზე დავითი გიორგის ძედ და ბაგრატიონად იხსენიება. ეს არის მეფის გვარის აღნიშვნის ერთადერთი შემთხვევა ქართულ ნუმიზმატიკაში.
Email