წიგნი
მონეტა N16 - დრამა
ფასი : 6 ლარი
სერია : ქართული მონეტების ოქროს კოლექცია
ISBN : 230-0000-00-533-2
აღწერა : Av. გამოსახულია ორი მეფე. მათ შორის ლაბარუმი. ქართული ზედწერილი: „მეფეთ მეფე დავით. დავით მეფე“. Rv. გამოსახულია ღვთისმშობელი. ქართული ასომთავრული ზედწერილი: „დედაი ღვთისაი“.
1247 წელს მონღოლებმა საქართველოს სამეფო ტახტზე თანაბარი უფლებებით ერთდროულად ორი მეფე დასვეს: დავით-ულუ, ძე ლაშა გიორგისა, რომელიც რუსუდანის სიცოცხლეში რუმის სულთანთან პატიმრობაში იმყოფებოდა და დავით-ნარინი, ძე რუსუდანისა. 1259 წელს დავით-ნარინი მონღოლებს აუჯანყდა და დასავლეთ საქართველოში გადავიდა. დავით-ულუ კი აღმოსავლეთში დარჩა. 1260 წელს თავად დავით-ულუც განუდგა მონღოლებს და სამცხის სპასალართან, სარგის ჯაყელთან, შეაფარა თავი. ქართული მხედრობა მონღოლთა მოთხოვნისამებრ, მორიგ ლაშქრობაში გასამგზავრებლად შეკრებილიყო. დავით-ულუმ ერისთავებს განუცხადა, რომ ის აღარ აპირებდა მონღოლთა შეურაცხმყოფელი მითითებით ცხოვრებას, აღარ ეახლებოდა ყაენს. მეფეს, ერისთავებს შორის, მხარდაჭერა მხოლოდ სარგის ჯაყელმა ციხისჯვარელმა გამოუცხადა. როდესაც დავით-ულუს დასასჯელად მონღოლური მხედრობა დაიძრა, სარგის ჯაყელმა მტრებს ხელში არ ჩაუგდო მეფე და დიდი პატივით გააცილა დასავლეთ საქართველოში, დავით-ნარინთან. ნარინმა სიხარულით მიიღო ბიძაშვილი. დავით-ულუ 1263 წლამდე დასავლეთ საქართველოში დარჩა. მათი ერთად მეფობის დროს მოიჭრა ბიზანტიური ტიპის ვერცხლის მონეტა, რომელიც „ორი დავითის მონეტის“ სახელითაა ცნობილი.
Email