წიგნი
მონეტა N15 - დრამა
ფასი : 6 ლარი
სერია : ქართული მონეტების ოქროს კოლექცია
ISBN : 230-0000-00-532-5
აღწერა : Av. მარჯვნივ მიმართული გვირგვინოსანი მეფე მხედრის გამოსახულება, რომელსაც მარჯვენა ხელში მათრახი უჭირავს. გამოსახულების წინ მონოგრამაა, რომელიც დავითის სახელს აღნიშნავს. აქვეა თარიღი ქორონიკონით 467 (1247). მხედრის უკან ექვსქიმიანი ვარსკვლავია. Rv. ოთხსტრიქონიანი სპარსული ზედწერილი: „ძალითა ღვთისაითა, მონა გუიუკ-ყაენის მთავრობისა. მეფე დავით“. ზედწერილის გვერდით მარჯვენა მხარეს, სპარსულადვე, მოჭრის ადგილი: „იჭედა თბილისს“.
ჯალალ ედ-დინის ლაშქრობების გამო ქუთაისს ლტოლვილმა რუსუდან დედოფალმა თავისი მცირეწლოვანი ვაჟი, დავითი, 1232 წელს თანამოსაყდრედ გამოაცხადა. 1245 წელს რუსუდან დედოფალი გარდაიცვალა, მისი შვილი და თანამოსაყდრე დავითი ამ დროს გაგზავნილი იყო ყარაყორუმში მონღოლთა დიდ ყაენთან, საქართველოს მეფედ დასამტკიცებლად. უმეფოდ დარჩენილი საქართველოს დიდებულთა ერთი ჯგუფის ინიციატივით, ქალაქ დმანისში მოიჭრა სპილენძის ფული, დავით მეფის სახელით. ეს იყო დავით VI რუსუდანის ძე, ნარინად წოდებული, რომელიც ამ მონეტაზე ყაენის მონად იხსენიება.

Email