წიგნი
მონეტა N14 - მონღოლური ანონიმური დირჰემი
ფასი : 6 ლარი
სერია : ქართული მონეტების ოქროს კოლექცია
ISBN : 230-0000-00-531-8
აღწერა : Av. გამოსახულია ნადირობის სცენა: მარცხნივ მიმართული მხედარი მიბრუნებულია უკან, დაჭიმული მშვილდით უმიზნებს ფრინველს. ცხენის ქვეშ ძაღლია გამოსახული. მხედრის თავზე არაბული გრაფიკით თურქულენოვანი წარწერაა: „დიდი მონღოლი ულუს ბეგი“. (ულუს ბეგად იწოდებოდა მონღოლთა სახელმწიფოს ადმინისტრაციული ერთეულის მმართველი). Rv. რელიგიური სიმბოლო: „არ არის ღმერთი გარდა ალაჰისა, მუჰამედი მოციქულია მისი“. მონეტის ნაპირებზე: „იჭედა თბილისს, წელსა 642“ (1244/45).
1235 წელს საქართველოში შემოიჭრნენ მონღოლები და რამდენიმე წელიწადში მთლიანად დაიპყრეს სამხრეთ კავკასიის აღმოსავლეთი ნაწილი. 1242 წელს საქართველოს მეფე რუსუდანი (1223-1245), რომელიც დასავლეთ საქართველოში იმყოფებოდა, იძულებული გახდა მონღოლებთან მძიმე ზავი დაედო. ზავის პირობების თანახმად, საქართველო ვალდებული იყო, ყოველწლიურად მონღოლებისთვის ეხადა ხარკი 50 000 პერპერას (ოქროს ფულის ერთეული) ოდენობით და მონაწილეობა მიეღო მონღოლთა ლაშქრობებში. აღმოსავლეთ საქართველოში, მონღოლთა დამკვიდრების შემდეგ, 1239-1245 წლებში, თბილისში იჭრება ანონიმური ვერცხლის მონეტები, რომლებზეც მონღოლური სიმბოლოებია გამოსახული. სამონეტო სისტემა ადგილობრივი დარჩა, მისი ძირითადი ერთეული ვერცხლის დირჰემი იყო.
Email