წიგნი
მონეტა N12 - სპილენძი
ფასი : 6 ლარი
სერია : ქართული მონეტების ოქროს კოლექცია
ISBN : 230-0000-00-529-5
აღწერა : Av. მეფე იმპერატორის ინსიგნიებით. ქართული ზედწერილი: „გიორგი, ძე თამარისი. ქორონიკონი 430“. Rv. ვარდულის ოთხ ფურცელში მოთავსებულია არაბული წარწერა: „მეფეთა მეფე გიორგი, ძე თამარისი, მახვილი მესიისა. წელსა ექვსას ექვსსა“ (1210 წ.).
გიორგი IV ლაშას სპილენძის უნიკალური მონეტა, რომელიც ერთადერთი ცალია შემორჩენილი, სწორი ჭედვისაა. ამ მონეტის ტიპი _ მთელი ტანით აღმართული მეფის გამოსახულება _ იმეორებს ბიზანტიური მონეტის ტიპს. თუმცა ზედწერილი მასზე ქართული და არაბულია. 1208-1210 წლებში საქართველოს სამეფო სამხრეთის მიმართულებით, თურქ-სელჩუკთა წინააღმდეგ აწყობს ძლევამოსილ ლაშქრობებს, რომელშიც თვით მეფე გიორგი IV ლაშა მონაწილეობს. მოპოვებული გამარჯვებების შემდეგ უნდა მომხდარიყო ლაშა გიორგის ძალაუფლების ლეგიტიმაცია, მისი საზეიმოდ მეფედ კურთხევა 1210 წელს. მონეტაზე აისახა ქვეყნის რეალური პოლიტიკური ვითარება. მემატიანე ლაშას დიდ წინაპარს დავით აღმაშენებელს ადარებს: „მისითა მკლავითა ომნი დასხნა და გარდაიხადა სიმცროვესა შინა სწორნი დავით პაპის-პაპისა მისისანი“.
Email