წიგნი
მონეტა N10 - სპილენძი
ფასი : 6 ლარი
სერია : ქართული მონეტების ოქროს კოლექცია
ISBN : 230-0000-00-527-1
აღწერა : Av. თამარის ხელრთვა: „თამარ“ და ქართული ზედწერილი: „სახელითა ღვთისაითა იქნა ჭედაი ვერცხლისი ამის ქორონიკონსა 407“ (1187წ.). Rv. არაბული ზედწერილი: „დედოფალი დიდებული, მშვენება ქვეყნისა და სარწმუნოებისა, თამარ, ასული გიორგისა, მესიის თაყვანისმცემელი. ღმერთის სახელით მოიჭრა ეს დირჰემი 583 წელს“ (1187-1188).
1184 წელს გარდაიცვალა გიორგი III და მთელი ძალაუფლება თამარის ხელში გადავიდა. ეს პირველი შემთხვევა იყო საქართველოში და მთელ ახლო აღმოსავლეთში, როცა სამეფო ტახტზე ქალი ავიდა. იმიერიდან თამარი მოიხსენიება საქართველოს მეფეთ-მეფისა და დედოფლის ტიტულით. პირველ მონეტას თამარი 1187 წელს ჭრის. ავერსზე განთავსებულია თამარის ხელრთვა (ფაქსიმილე) და ასომთავრული წარწერა. რევერსზე არაბულ ენაზე შესრულებული მედიდური ზედწერილია. საქართველოს არნახული ძლიერების სურათის აღდგენა ამ მონეტის საშუალებითაც არის შესაძლებელი. სპილენძის მონეტას აწერია: „იქნა ჭედაი ვერცხლისი“. ეს არის კლასიკური მაგალითი ფულის იძულებითი კურსის დანერგვისა შუა საუკუნეების საქართველოში „ვერცხლის კრიზისის“ დროს. თამარის ეპოქაში საქართველო ძლიერი სახელმწიფო იყო, ფულის კურსიც მტკიცე ჰქონდა. აქტიური ფინანსური პოლიტიკა ეკონომიკის წარმატებით განვითარებას განაპირობებდა. ყოველივე ამას კი საქართველო პოლიტიკური და კულტურული ცხოვრების უფრო მაღალ ეტაპზე გადაჰყავდა.
Email