წიგნი
451 ფარენჰაიტით
ავტორი :
ფასი : 14.95 ლარი
სერია : პორტალი
ISBN : 978-9941-24-952-5
აღწერა : რეი ბრედბერი (1920 – 2012) სამეცნიერო ფანტასტიკის, ფენტეზისა და საშინელებათა ჟანრის ერთ-ერთი საუკეთესო და გამორჩეული ამერიკელი მწერალია. სამოცდაათწლიანი მოღვაწეობის განმავლობაში მიღებული აქვს არაერთი ჯილდო. 2007 წელს გადაეცა პულიცერის სპეციალური პრემია კარიერული წარმატებისა და ჟანრის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის. რეი ბრედბერი ორმოცდაათამდე წიგნის ავტორია.

გიფიქრიათ, რა უბედურების მოტანა შეუძლია წიგნის კითხვის აკრძალვას? სადღაც, შორეულ მომავალში, გაი მონტეგი ცხოვრობს. გაი მეხანძრეა, თუმცა ჩაქრობის ნაცვლად, მისი საქმე ხანძრების გაჩენაა. სისტემაში, რომელიც მარტივი და ყველასათვის გასაგებია, იწვება „საშიში“ წიგნები და სახლები, რომლებიც ამ წიგნებს ინახავს. 451° ფარენჰაი- ტით სწორედ ის ტემპერატურაა, რომელზეც ქაღალდი ალდება. გაი საქმეს სიამოვნებით აკეთებს, სანამ რამდენიმე მოვლენა, ცოლის მიერ თვითმკვლელობის მცდელობა, ახალგაზრდა მეზობლის სიკვდილი და პროფესორთან შეხვედრა, მისთვის ყველაფერს არ შეცვლის. დიდი რისკის მიუხედავად, მან იცის, რა უნდა მოიმოქმედოს…

წაუკითხავ წიგნებს შურისძიება შეუძლიათ!
Email