წიგნი
აღიარება ხელისგულზე
ავტორი :
ფასი : 13 ლარი
ISBN : 978-9941-24-892-4
აღწერა : რადა მოდებაძეს, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტს, ბევრი თანატოლის მსგავსად, კომპლექსები და შიშები არ ასვენებს. ის გამუდმებით საკუთარ თავთან და გარესამყაროსთან იბრძვის. მოდებაძეს ვერ ამჩნევენ ან დასცინიან, ამიტომ ბოროტდება და ყურადღებას „ბინძური გზებით“ იქცევს. მთავარ პერსონაჟს გამუდმებით ამცირებს ანდრია მახარაძე, უნივერსიტეტში ყველაზე პოპულარული ბიჭი. რადას ეზიზღება კურსელი და გადაწყვეტს, ჭკუა ასწავლოს. ანდროს საიდუმლოებების გამოსააშკარავებლად, გოგონა კურსელის წარსულში იწყებს ქექვას. სულ მალე ჩვეულებრივი Hate Story ნამდვილ ომში გადაიზრდება... ომში, რომელიც ბრაზით, სიძულვილით, სიყვარულით, ვნებით, ტყუილით, მონატრებით, გაუგებრობებით, ღალატითა და ინტრიგითაა სავსე. „აღიარება ხელისგულზე“ არის რომანი ადამიანურ სისუსტეებზე, შეცდომებზე, სინანულზე, მომავლის იმედზე, ბედნიერებისთვის ბრძოლაზე, ცხოვრების არსის შეცნობაზე, საკუთარი თავისა და „შენი ადამიანის“ ძიებაზე...
Email