წიგნი
უნა და სელინჯერი
ავტორი :
ფასი : 11.99 ლარი
სერია : მსოფლიო ლიტერატურის ახალი თარგმანები
ISBN : 978-9941-24-259-5
აღწერა : რომანი `უნა & სელინჯერი~ ფრედერიკ ბეგბედერის თაყვანისმცემლებს სასიამოვნოდ გააოცებს. ამჯერად თქვენ სრულიად სხვანაირ ბეგბედერს გაიცნობთ, ცინიკოსსა და ირონიულს კი არა, სენტიმენტალურს, გულთბილს, სევდიანს. წიგნი სიყვარულზეა, ბეგბედერის საყვარელი მწერლის, ჯერომ სელინჯერისა და ლიტერატურაში ნობელის პრემიის ლაურეატ იუჯინ ო’ნილის ქალიშვილის, უნას სიყვარულზე. ერთმანეთი 1941 წელს გაიცნეს და მათი რომანი სულ რამდენიმე თვე გაგრძელდა. მერე სელინჯერი ომში წავიდა, უნა კი ჩარლი ჩაპლინს გაჰყვა ცოლად. ულამაზესმა გოგონამ უსახელო, დამწყებ მწერალს ხანდაზმული მუნჯი კინოს ვარსკვლავი არჩია, რადგან ის საიმედო დასაყრდენი იყო, მასთან მშვიდი, უზრუნველი ცხოვრება ელოდა, სელინჯერთან კი, ლოდინი — ლოდინი ომის დამ- თავრებისა, ლოდინი მისი მწერლად ჩამოყალიბებისა. ლოდინი გაუჭირდა, არ მოინდომა... ჩაპლინთან აწმყოც და მომავალიც ცხადი იყო, სელინჯერთან — ბუნდოვანი. მისი `კლდის პირზე, ჭვავის ყანაში~ ჯერ წინ იყო, წინ იყო ომის საშინელებანი, გულისტკენა უნას დაკარგვის გამო და იმედგაცრუება, წინ იყო სიბერეში განდეგილობა...
Email