წიგნი
სებასტიან ნაითის ნამდვილი ცხოვრება
ავტორი :
ფასი : 9.95 ლარი
სერია : მსოფლიო ლიტერატურის ახალი თარგმანები
ISBN : 978-9941-24-333-2
აღწერა : `მე ამერიკელი მწერალი ვარ, რუსეთში დავიბადე, განა- თლება კი ინგლისში მივიღე, სადაც ფრანგულ ლიტერატურას ვსწავლობდი, რის შემდეგაც თხუთმეტი წლით გერმანიაში გადავსახლდი~, — წერდა მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსი ვლადიმირ ნაბოკოვი, რომელმაც ცხოვრების დიდი ნაწილი ემიგრაციაში გაატარა. მას უყვარდა იმის ხაზგასმა, რომ იმავე დღეს მოევლინა ამ ქვეყანას, როდესაც შექსპირი დაიბადა, და პუშკინის დაბადებიდან ასი წლის შემდეგ. ვლადიმირ ნაბოკოვი რუსულად და ინგლისურად ქმნიდა შესანიშნავ ნაწარმოებებს, თუმცა შვეიცარიაში გარდაიცვალა და ბედის ირონიით, ამ ორი დიდებული ენიდან უპირატესობა თითქოს ვერც ერთს ვერ მიანიჭა. მისი საფლავის მოკრძალებულ ქვაზე ფრანგულად წერია: `ვლადიმირ ნაბოკოვი. მწერალი. 1899-1977~. თავისი პირველი ინგლისურენოვანი რომანი, `სებასტიან ნაითის ნამდვილი ცხოვრება~, მწერალმა პარიზში, 1938 წლის მიწურულს და 1939 წლის დამდეგს დაწერა. წიგნი მოგვითხრობს ახალგაზრდა რუსი ემიგრანტის გარდაცვლილი ნახევარძმის, მწერალ სებასტიან ნაითის ცხოვრების ისტორიას, რომელიც ნაცნობ-მეგობრების მოგონებებს ემყარება, მაგრამ ინფორმაცია იმდენად მწირია, რომ მთხრობელი ცდილობს ძმის წიგნებიდან ამოიკითხოს, როგორ ცხოვრობდა იგი ინგლისში დასახლების შემდეგ, რათა ნაწილ-ნაწილ ააწყოს მისი პორტრეტი.
Email