წიგნი
აკვარიუმი
ავტორი :
ფასი : 11.99 ლარი
სერია : თანამედროვე რუსული ბესტსელერი
ISBN : 9789941247040
აღწერა : 1978 წლის ზაფხულში გრუ-ს  მთავარი სადაზვერვო სამმართველოს შვეიცარიის რეზიდენტურის თანამშრომელმა ვლადიმირ რეზუნმა პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა ინგლისის საელჩოს, რამდენიმე წლის შემდეგ კი დასავლეთში, ფსევდონიმით ვიკტორ სუვოროვი, ერთიმეორის მიყოლებით გამოვიდა მისი წიგნები საბჭოთა სინამდვილეზე. ერთნი მას დღემდე სამშობლოს მოღალატეს უწოდებენ, მეორენი ნიჭიერ მწერალს, რომელმაც შეულამაზებლად დაანახვა მკითხველს, რა ხდებოდა საბჭოთა არმიასა და დაზვერვაში. ვისი თვალსაზრისია სწორი, ამას დრო აჩვენებს, მაგრამ ფაქტია, რომ მისმა წიგნებმა დიდი გავლენა მოახდინა საზოგადოების ცნობიერებაზე. საბჭოთა ტოტალიტარულ სისტემაში უამრავი „აკვარიუმი“ არსებობდა და მსოფლიოში ერთ-ერთი უმძლავრესი და ყველაზე გასაიდუმლოებული უწყება სწორედ გრუ იყო, უწყება, რომელიც ადამიანთა ბედს იმგვარად განაგებდა, როგორც ხელისუფლების სათავეში მდგომ, ძალაუფლებისგან გაზულუქებულ, ლამის ურჩხულებად ქცეულ პარტიულ ფუნქციონერებს სურდათ. „აკვარიუმი“ არის ამბავი ადამიანისა, რომელმაც ამ ჯოჯოხეთური და არაადამიანური სისტემის ყველა წრე გაიარა და სასწაულებრივად მოახერხა თავის დაღწევა.
Email