წიგნი
მათემატიკური ნაწილი (მაისი)
ფასი : 8 ლარი
სერია : ნებულა ★ ზოგადი უნარები
ISBN : 978-9941-24-717-0
აღწერა : nebula.ge ინოვაციური კომპანიაა, რომელიც მოსწავლეებს ეროვნული გამოცდებისთვის ონლაინკურსებით ამზადებს. უნიკალური სავარჯიშოები ‒ როგორც წესი, მოსამზადებელი წიგნები უბრალოდ იმეორებენ საგამოცდო სტანდარტს. აქ კი სპეციალურად შექმნილი სავარჯიშოებია, რომლებიც აიძულებს მოსწავლეს, ამოცანის შინაარსის მნიშვნელოვან ასპექტებზე გაამახვილოს ყურადღება. ჟურნალში ბევრი ამოცანა, ერთი შეხედვით, აბსურდული შინაარსისაა. ასეთ ამოცანებთან გამკლავებისას მოსწავლე ეჩვევა უმნიშვნელო მონაცემების იგნორირებას და ამოცანის რეალურ ლოგიკურ სტრუქტურაზე კონცენტრირებას სწავლობს. ამოცანების ვიდეოახსნა ‒ ცხადია, მოსწავლეებისთვის მხოლოდ სწორი პასუხის თქმა საკმარისი არ არის. საჭიროა, აბიტურიენტებს ავუხსნათ, რატომაა სწორი პასუხი სწორი, ხოლო დანარჩენები ‒ არასწორი. ამისთვის თქვენთვის შერჩეულმა მაღალკვალიფიციურმა პედაგოგებმა უკლებლივ ყველა ამოცანისთვის ვიდეოახსნა მოამზადეს, რომელთა ნახვაც ჟურნალის მფლობელებს საიტზე nebula.ge შეუძლიათ. გვჯერა, რომ სწავლა სუპერძალაა და სუპერძალებით გამორჩეული აბიტურიენტები დაფასებას იმსახურებენ. ამიტომ გადავწყვიტეთ, ჩვენი ჟურნალის ყდა nebula.ge-ს საუკეთესო მოსწავლეს დავუთმოთ ხოლმე.
Email