გახდი ”მკითხველთა კლუბის” წევრი და ისარგებლე განსაკუთრებული პირობებით


განახლებული ”მკითხველთა კლუბი”, მეტი შეთავაზებებით, მეტი სიახლეებითა და
მეტი საჩუქრებით!


მეოთხე ნომერი, უკვე 3 თვის ვადით და მუდმივად განახლებადი
ონლაინ კატალოგი www.readersclub.ge“?

რა არის „მკითხველთა კლუბი“?


პირველად საქართველოში "გამომცემლობა პალიტრა L"-მა შექმნა "მკითხველთა კლუბი". კლუბის წევრები უკვე 3 თვეში ერთხელ იღებენ უფასო კატალოგს, რომლის მეშვეობითაც ეცნობიან განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და აქციებს, ინფორმაციას "მკითხველთა კლუბის" მიერ დაგეგმილი კონკურსების, გათამაშებებისა და ღონისძიებების შესახებ. მხოლოდ `მკითხველთა კლუბის~ წევრი სარგებლობს განსაკუთრებული პირობებით: კატალოგში წარმოდგენილი უპრეცედენტო ფასდაკლებებითა და საჩუქრებით! მხოლოდ თქვენ იღებთ ინფორმაციას უახლესი გამოცემების, აქციებისა და ღონისძიებების შესახებ. ეცნობით ახალ გამოცემებს, ანოტაციებს, რეცენზიებს და სახლიდან გაუსვლელად ყიდულობთ სასურველ წიგნებს განსაკუთრებულ ფასად. ამასთან ერთად "მკითხველთა კლუბის" ნებისმიერი სიახლის თანამონაწილე ხართ და შესაძლებლობა გეძლევათ, დაესწროთ`მკითხველთა კლუბის~ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებს!


მკითხველთა კლუბის სიახლე ონლაინ კატალოგია, რომელიც რეგისტრაციისა და გამოწერის სისტემით შესაძლებლობას მოგცემთ, ნებისმიერ დროს გაეცნოთ ახალი ნომრის კატალოგის შეთავაზებებს  და ონლაინ მოახდინოთ სასურველი წიგნების შეძენა. კლუბის წევრებისთვის  "მკითხველთა კლუბის" კატალოგი ონლაინ რეჟიმში პერიოდულად განახლდება და მას დამატებითი შეთავაზებები დაემატება.


როგორ გავხდემკითხველთა კლუბისწევრი?


გაზეთ "კვირის პალიტრასთან" თანდართული "მკითხველთა კლუბის"  კატალოგი სამ თვეში ერთხელ ხელმისაწვდომია გაზეთის ყველა მყიდველისთვის.

კატალოგის ნებისმიერი შეთავაზება და აქცია მოქმედებს 3 თვის ვადით, ვინაიდან ახალ და საინტერესო წიგნებზე ორიენტირებული "გამომცემლობა პალიტრა L", კლუბის წევრებისთვის განახლებულ შეთავაზებებს  სამ თვეში ერთხელ შემოგთავაზებთ.

თუ გსურთ გახდეთ "მკითხველთა კლუბის" წევრი, შეიძინეთ ნებისმიერი, მინიმუმ, ორი წიგნი  გარდა ამ ნიშნით   *   აღნიშნული წიგნებისა.

შეძენილ წიგნებს, "მკითხველთა კლუბის" წევრის ბარათთან ერთად ჩვენი კურიერი ადგილზე დამატებითი საფასურის გარეშე მოგართმევთ. ამ ეტაპზე "მკითხველთა კლუბში" რეგისტრაცია და სერვისით სარგებლობა შეუძლიათ თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის, ფოთის, წყნეთის, რუსთავის და უკვე სენაკის, ახალციხის, გორის, თელავისა და ოზურგეთის მცხოვრებლებს. შემდგომში `მკითხველთა კლუბი~ სხვა ქალაქებზეც გავრცელდება.

იმისათვის, რომ კლუბის მუდმივი წევრი იყოთ, წელიწადში, მინიმუმ, ექვსი წიგნის შეძენაა საჭირო.


რა
პრივილეგიებით სარგებლობსმკითხველთა კლუბისწევრი?


თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ წიგნები სპეციალურ ფასად, გაცილებით იაფად ვიდრე სხვებმა!

თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ წიგნები სპეციალურ ფასად, გაცილებით იაფად ვიდრე სხვებმა!

• თქვენ გეძლევათ შანსი, პირველმა მიიღოთ ინფორმაცია ახალი წიგნების შესახებ!

• "მკითხველთა კლუბის" წევრს გადაეცემა დაგროვებითი ბარათი, რომელზეც წიგნების შეძენისას დაერიცხება ქულები. სწორედ ამ ქულების გამოყენებაა შესაძლებელი კატალოგის სპეციალურ რუბრიკაში "ყულაბა". ყოველ ათ ლარზე დაგერიცხებათ ერთი ქულა. ქულებით წიგნების შეძენას შეძლებთ წელიწადში ერთხელ – მაისში წიგნის ფესტივალზე.

• "მკითხველთა კლუბის" ყოველ ნომერში თქვენ გელით საინტერესო შეთავაზებები, გათამაშებები,საჩუქრები, კონკურსები და აქციები! კლუბის წევრი სარგებლობს დამატებითი ფასდაკლებით, რომელიც განისაზღვრება კლუბში ყოფნის სტაჟით და ვრცელდება კატალოგში წარმოდგენილ ყველა წიგნზე. რაც უფრო დიდხანს რჩებით კლუბის წევრად, მით უფრო დიდი ფასდაკლებით ისარგებლებთ მომავალი ერთი წლის განმავლობაში, ასე რომ, იჩქარეთ! რაც უფრო მალე გახდებით კლუბის წევრი, მით უფრო მალე დაიწყებთ კიდევ უფრო დიდი ფასდაკლებით სარგებლობას:

კლუბის წევრობა 1 წლით -10% -იანი ფასდაკლება;

კლუბის წევრობა 2 წლით -13% -იანი ფასდაკლება;

კლუბის წევრობა 3 წლით -15% -იანი ფასდაკლება;

კლუბის წევრობა 5 წლით -20% -იანი ფასდაკლება;


როგორ
შევიძინო წიგნები?


რეგისტრაციის შემდეგ კურიერი შეკვეთას თქვენთვის სასურველ მისამართზე მოგართმევთ. საკურიერო მომსახურების ვადები: თბილისი – ორი სამუშაო დღე, რეგიონები - ოთხი-შვიდი სამუშაო დღე. საკურიერო მომსახურებას საჩუქრად კლუბისგან უფასოდ მიიღებთ! გაწევრიანების შემდეგ "მკითხველთა კლუბის" წიგნების შეძენა შეგიძლიათ მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსშიც".


ტელეფონით რეგისტრაცია და შეძენა

(თბილისი, წყნეთი, რუსთავი, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, ფოთი,სენაკი, ახალციხე, გორი, თელავი, ოზურგეთი )


ტელ: 032 2 19 60 13;   032 2 19 60 53

ოპერატორთან  სარეგისტრაციო მონაცემების დაფიქსირების შემდეგ თქვენთან ფორმდება შეკვეთა ორ (სავალდებულო) ან მეტ წიგნზე.

ადგილზე მოგართმევენ შეძენილ წიგნებსა და "მკითხველთა კლუბის"  წევრობის ბარათს (თბილისი, წყნეთი, რუსთავი, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, ფოთი, წყნეთი, რუსთავი, სენაკი, ახალციხე, გორი, თელავი და ოზურგეთი), საკურიერო მომსახურებას კლუბისგან უფასოდ მიიღებთ!

ანგარიშსწორება ხდება ადგილზე,  შერჩეული წიგნების მიღებისას.

ონლაინ რეგისტრაცია და შეძენა


თბილისი, წყნეთი, რუსთავი, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, ფოთი, სენაკი, ახალციხე, გორი, თელავი და ოზურგეთი

• 20 იანვრიდან ესტუმრეთ ვებგვერდს: www.readersclub.ge

www.readersclub.ge -  ორი ან მეტი წიგნის ონლაინ შეკვეთით გაიარეთ რეგისტრაცია

• ონლაინ-შეკვეთის შემდეგ ადგილზე მოგართმევენ შეძენილ წიგნებს და "მკითხველთა კლუბის"  წევრობის ბარათს. საკურიერო მომსახურებას კლუბისგან უფასოდ მიიღებთ!

• თანხის გადახდა შეგიძლიათ ელექტრონული ბარათით (visa ან mastercard) ასევე ნებისმიერი სწრაფი გადახდის აპარატით, თქვენ ირჩევს თქვენთვის მისაღებ გადახდის ფორმას.

• ვებგვერდის სერვისებით სარგებლობა შეუძლიათ "მკითხველთა კლუბის" არსებულ წევრებსაც.

 

 

 

 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google
ელფოსტაბეჭდვა