სასიამოვნო მოულოდნელობა - "კლასიკოსები ბავშვებისთვის"
სასიამოვნო მოულოდნელობა - "კლასიკოსები ბავშვებისთვის"
31 ოქტომბერი, 2018 წ.

თა­ნა­მედ­რო­ვე მშობ­ლე­ბის­თვის დიდი გა­მოწ­ვე­ვაა ბავ­შვებს შე­აყ­ვა­რონ წიგ­ნის კი­თხვა, მი­თუ­მე­ტეს იმ პი­რო­ბებ­ში, როცა ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის მთა­ვარ სა­შუ­ა­ლე­ბად კომ­პი­უ­ტე­რი აღიქ­მე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უფ­რო­სე­ბის მთა­ვა­რი საზ­რუ­ნა­ვია გა­მო­ნა­ხონ გზა, თუ რო­გო­რი წიგ­ნე­ბი და ავ­ტო­რე­ბი შე­ურ­ჩი­ონ შვი­ლებს იმი­სათ­ვის, რომ კი­თხვის ინ­ტე­რე­სი გა­უღ­ვი­ძონ. ამ მხრივ გა­მომ­ცემ­ლო­ბა პა­ლიტ­რა L მუდ­მი­ვად ანე­ბივ­რებს მკი­თხველს და მათ­თვის გა­მორ­ჩე­ულ და სა­ინ­ტე­რე­სო წიგ­ნებს გა­მოს­ცემს. ამ­ჯე­რა­დაც ბავ­შვე­ბის­თვის ახა­ლი წიგ­ნე­ბის სე­რია გა­მო­დის, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც, გა­მომ­ცემ­ლო­ბის მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი, მაია ალუ­და­უ­რი გვე­სა­უბ­რე­ბა:

ჩვენ ვამ­ზა­დებთ წიგ­ნე­ბის სე­რი­ას, რო­მელ­საც ჰქვია "კლა­სი­კო­სე­ბი ბავ­შვე­ბის­თვის". ამ სე­რი­ის­თვის მო­ვი­ძი­ეთ მსოფ­ლიო კლა­სი­კო­სე­ბის, მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი მწერ­ლე­ბის ის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მათ ბავ­შვე­ბის­თვის და­წე­რეს. სე­რია გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია, რად­გან ამ შემ­თხვე­ვა­ში საქ­მე გვაქვს იმ ავ­ტო­რებ­თან, რომ­ლე­ბიც არ ით­ვლე­ბი­ან სა­ბავ­შვო მწერ­ლე­ბად, შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ­თვი­საც და მკი­თხვე­ლის­თვი­საც ორ­მა­გად სა­ინ­ტე­რე­სოა, გა­ვეც­ნოთ მათი შე­მოქ­მე­დე­ბის იმ ნა­წილს, რო­მე­ლიც ბავ­შვებს მი­უ­ძღვნეს. სწო­რედ ასე­თი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი შევ­კრი­ბეთ და გა­ვა­ერ­თი­ა­ნეთ ერთ სე­რი­ა­ში.

- თუ შე­იძ­ლე­ბა გაგ­ვიმ­ხი­ლეთ, რო­მე­ლი მწერ­ლე­ბის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი შევა ამ სე­რი­ა­ში

- სე­რი­ა­ში "კლა­სი­კო­სე­ბი ბავ­შვე­ბის­თვის" ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და გა­მორ­ჩე­უ­ლი ავ­ტო­რე­ბი მოხ­ვდნენ, მაგ. ლევ ტოლსტოი, ვირ­ჯი­ნია ვულ­ფი, ჯეკ ლონ­დო­ნი, უა­ლი­ამ ფოლკ­ნე­რი. ამ მცი­რე ჩა­მო­ნათ­ვა­ლი­თაც კი ად­ვი­ლად მიხ­ვდე­ბა მკი­თხვე­ლი, თუ რო­გო­რი კა­ლიბ­რის მწერ­ლე­ბის სა­ბავ­შვო ნა­წარ­მო­ე­ბებს ვთა­ვა­ზობთ. ზო­გი­ერ­თი შემ­თხვე­ვა ნამ­დვი­ლი აღ­მო­ჩე­ნა იყო. მა­გა­ლი­თად, მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში გა­ირ­კვა, რომ ფოლკ­ნე­რის სა­ბავ­შვო ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის არ­სე­ბო­ბა­ზე წარ­მოდ­გე­ნა არ ჰქონ­დათ ისეთ ადა­მი­ა­ნებ­საც კი, რომ­ლე­ბიც სხვებ­ზე უკეთ იც­ნო­ბენ მის შე­მოქ­მე­დე­ბას. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა


ელფოსტაბეჭდვა