რატომ არ დაოჯახდა იაკობ გოგებაშვილი და რატომ არ შედიოდა ის სტამბაში, სადაც მისი წიგნები იბეჭდებოდა
რატომ არ დაოჯახდა იაკობ გოგებაშვილი და რატომ არ შედიოდა ის სტამბაში, სადაც მისი წიგნები იბეჭდებოდა
31 ოქტომბერი, 2018 წ.

ია­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის სი­ცო­ცხლე­ში "დედა ენა“ 33-ჯერ გა­მო­ი­ცა, გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ 25-ჯერ. გა­მო­ცე­მის­თა­ნა­ვე "დედა ენა“ ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის ბა­და­ლი უწო­დეს, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მალე ხალ­ხი­სათ­ვის ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი და პო­პუ­ლა­რუ­ლი წიგ­ნი გახ­და. ამ ავ­ტო­რის წიგ­ნე­ბი ათი ათა­სო­ბით ვრცელ­დე­ბო­და. ყო­ველ­წლი­უ­რად 20-25 ათა­სი "დედა ენა“ და 5-6 ათა­სი "ბუ­ნე­ბის კარი“ იყი­დე­ბო­და. ხოლო ია­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის 100 წლის­თა­ვის იუ­ბი­ლეს­თვის, მა­სობ­რი­ვი ტი­რა­ჟით გა­მო­ვი­და გო­გე­ბაშ­ვი­ლის "დედა ენი­სა“ და "ბუ­ნე­ბის კა­რის“ აღ­დგე­ნი­ლი გა­მო­ცე­მე­ბი.

გო­რის, თბი­ლი­სის სა­სუ­ლი­ე­რო სას­წავ­ლებ­ლი­სა, აქვე სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ი­სა და კი­ე­ვის სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ა­ში გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ, ია­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლი სა­ეკ­ლე­სიო ცხოვ­რე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბო­და, მაგ­რამ ბო­ლოს­მა­ინც სა­ზო­გა­დებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბა ამ­ჯო­ბი­ნა. სუს­ტი ჯან­მრთე­ლო­ბის ია­კო­ბი კი­ევ­ში ტუ­ბერ­კუ­ლი­ო­ზით და­ა­ვა­და, ექი­მე­ბის და­ჟი­ნე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნით, იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და სწავ­ლა მე­სა­მე კურ­სზე მი­ე­ტო­ვე­ბი­ნა და სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო. რო­გორც ჩანს მისი და­ა­ვა­დე­ბა გე­ნე­ტი­კუ­რი იყო, რად­გან ია­კო­ბის მშობ­ლებ­სა და და-ძმა­საც სუს­ტი ფილ­ტვე­ბი ჰქონ­დათ.

სა­ბედ­ნი­ე­როდ, ქარ­თვე­ლებს ბევ­რი ღვაწლ­მო­სი­ლი ადა­მი­ა­ნი გვყავ­და, რო­მე­ლებ­მაც ბევ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით და­ტო­ვეს სა­სი­კე­თო კვა­ლი ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში. პირ­ვე­ლი ასეთ მოღ­ვა­წედ ალ­ბათ ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე გვახ­სენ­დე­ბა, მაგ­რამ აქვე არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს ია­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლიც. მეც­ნი­ე­რუ­ლი პე­და­გო­გი­კის ფუ­ძემ­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში, პუბ­ლი­ცის­ტი, სა­ბავ­შვო მწე­რა­ლი და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე ია­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლი, აქ­ტი­უ­რად იყო ჩაბ­მუ­ლი ეროვ­ნულ-გან­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბელ მოძ­რა­ო­ბა­ში, რო­მელ­საც ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე და აკა­კი წე­რე­თე­ლი მე­თა­უ­რობ­დნენ. ამა­ვე დროს, ის სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ხალ­ხოს­კო­ლე­ბის შექ­მნა-დამ­კვიდ­რე­ბი­სათ­ვის იბ­რძო­და. გან­სა­კუთ­რე­ბით დი­დია მისი ღვაწ­ლი ქარ­თველ­თა შო­რის წერა-კი­თხვის გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­არ­სე­ბა­სა და მის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. გო­გე­ბაშ­ვი­ლის სას­კო­ლო სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებ­მა: "ქარ­თუ­ლი ენის ან­ბა­ნი და პირ­ვე­ლი სა­კი­თხა­ვი წიგ­ნი მოს­წავ­ლე­თათ­ვის“, "ბუ­ნე­ბის კარი“, "დედა ენა“, "რუს­კოე სლო­ვო“, დიდი როლი ითა­მა­შეს ახა­ლი ქარ­თუ­ლი სა­ლი­ტე­რა­ტუ­რო ენის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და დამ­კვიდ­რე­ბა­ში.

ია­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლი არ იშუ­რებ­და სახ­სრებს სა­ხალ­ხო გა­ნათ­ლე­ბი­სათ­ვის; იგი მა­ტე­რი­ა­ლუ­რად ეხ­მა­რე­ბო­და ღა­რიბ მოს­წავ­ლე­ებს, ცალ­კე­ულ სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­ებს, პო­ე­ტებს, მწერ­ლებს. ბევ­რმა მისი შუ­ამ­დგომ­ლო­ბით სტი­პენ­დია მი­ი­ღო, მათ შო­რის იყ­ვნენ შემ­დგომ­ში გა­მო­ჩე­ნი­ლი ქარ­თვე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რე­ბი ზა­ქა­რია ფა­ლი­აშ­ვი­ლი და დი­მიტ­რი არა­ყიშ­ვი­ლი. სის­ტე­მა­ტუ­რად უგ­ზავ­ნი­და ფულს რუ­სეთ­სა და სა­ზღვარ­გა­რეთ უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში მოს­წავ­ლე ქარ­თველ სტუ­დენ­ტებს, ციმ­ბირ­ში გა­და­სახ­ლე­ბულ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-პო­ლი­ტი­კურ მოღ­ვა­წე­ებს. ასე­ვე მო­ნა­წი­ლე­ობ­და ზე­პირ­სი­ტყვი­ე­რე­ბის შეგ­რო­ვე­ბა­ში, სა­ბავ­შვო ჟურ­ნა­ლე­ბის გა­მო­ცე­მა­ში, ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რე­ბის ნო­ტებ­ზე გა­და­ტა­ნა­ში, ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის და­არ­სე­ბა­ში და ა.შ.

სიკ­ვდი­ლის წინ ია­კობ გო­გე­ბაშ­ვილ­მა მთე­ლი თა­ვი­სი ქო­ნე­ბა "ქარ­თველ­თა შო­რის წერა-კი­თხვის გა­მავ­რცე­ლე­ბელ სა­ზო­გა­დო­ე­ბას“ გა­დას­ცა. ია­კო­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე­თა თქმით, "ქარ­თველ­თა შო­რის წერა-კი­თხვის გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა“ მისი ოჯა­ხი იყო. ია­კობ­მა 300 თუ­მა­ნი თა­ვის და­საფ­ლა­ვე­ბი­სა და ძეგლის და­სად­გმე­ლი ხარ­ჯე­ბის და­სა­ფა­რა­ვად გა­და­დო. და­ნარ­ჩე­ნი ქო­ნე­ბა კი ასე გაყო: გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

ელფოსტაბეჭდვა