დაშიფრული ტექსტები და ახალი დეტექტიური თავსატეხები - ეს ნამდვილი დეტექტივია
დაშიფრული ტექსტები და ახალი დეტექტიური თავსატეხები - ეს ნამდვილი დეტექტივია
09 ოქტომბერი, 2018 წ.

და­შიფ­რუ­ლი ტექ­სტე­ბის წერა ალ­ბათ ყვე­ლა მო­ზარ­დის საყ­ვა­რე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბაა. და­შიფვ­რის სხვა­დას­ხვა სა­შუ­ა­ლე­ბაც არ­სე­ბობს. მათ­გან ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი კე­ის­რის შიფ­რის სა­ხე­ლით ცნო­ბი­ლი სის­ტე­მაა, რო­მე­ლიც თა­ვის და­სა­ხე­ლე­ბას იღებს იუ­ლი­უს კე­ის­რის­გან. მან პირ­ველ­მა გა­მო­ი­ყე­ნა და­შიფვ­რა ბი­ჯით 3 მარ­ცხნივ, სამ­ხედ­რო სა­ხის მი­მო­წე­რა­ში.

კე­ის­რის შიფ­რი და­შიფრ­ვის ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვი გზაა. მის­გან კი უფრო რთუ­ლი არა­ერ­თი სხვა სის­ტე­მა ჩა­მო­ყა­ლიბ­და.

ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში და­შიფ­რუ­ლი კოდი პირ­ველ­მა არ­თურ კო­ნან დო­ილ­მა „მო­ცეკ­ვა­ვე კა­ცუ­ნებ­ში“ გა­მო­ი­ყე­ნა. და­შიფ­რუ­ლი კოდი ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა­შიც გვხვდე­ბა, ასე­თი ნა­წარ­მო­ე­ბია თეა ინა­სა­რი­ძის "მე­ცხრე ფლი­გე­ლი", სა­დაც ფა­რუ­ლი გზავ­ნი­ლის წა­კი­თხვა ჩა­ნაც­ვლე­ბა­დი შიფ­რის დახ­მა­რე­ბით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი.

ამ­ჯე­რად მკი­თხველს და­შიფ­რუ­ლი კო­დის გა­მო­ყე­ნე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო თავ­სა­ტეხს გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L” სთა­ვა­ზობს. მზად­დე­ბა ახა­ლი სე­რია „ნამ­დვი­ლი დე­ტექ­ტი­ვი“, რო­მე­ლიც დე­ტექ­ტი­ურ, ყვე­ლა­ზე იდუ­მა­ლე­ბით მო­ცულ და სა­ინ­ტე­რე­სო ნა­წარ­მო­ე­ბებს გა­ა­ერ­თი­ა­ნებს. წიგ­ნებს კი მოჰ­ყვე­ბა და­შიფ­რუ­ლი წე­რი­ლე­ბის სე­რია, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც მკი­თხვე­ლი დე­ტექ­ტი­უ­რი თავ­სა­ტე­ხის მო­ნა­წი­ლე გახ­დე­ბა.

„პა­ლიტ­რა L-ის” მარ­კე­ტინ­გის მე­ნე­ჯე­რის თაკო ახვლე­დი­ა­ნის გან­მარ­ტე­ბით, მკი­თხვე­ლებს, რომ­ლე­ბიც და­შიფ­რუ­ლი წე­რი­ლე­ბის სე­რი­ას გა­შიფ­რა­ვენ, გა­მომ­ცემ­ლო­ბა სა­ჩუქ­რებს გა­დას­ცემს.

„დე­ტექ­ტი­ურ რო­მა­ნებს მოჰ­ყვე­ბა წე­რი­ლე­ბის სე­რია, რო­მე­ლიც შედ­გე­ბა 5 ნა­წი­ლის­გან. მკი­თხველ­მა უნდა შე­აგ­რო­ვოს ისი­ნი და წე­რი­ლებ­ში და­მა­ლუ­ლი თავ­სა­ტე­ხი გა­მო­იც­ნოს. დე­ტექ­ტი­ვე­ბის მოყ­ვა­რულ­თათ­ვის ეს ნამ­დვი­ლად სა­ინ­ტე­რე­სო და სა­ხა­ლი­სო გა­მოწ­ვე­ვაა. ისი­ნი, ვინც წე­რი­ლის ყვე­ლა ნა­წილს შე­აგ­რო­ვე­ბენ და მას სწორ პა­სუხ­თან ერ­თად წა­რად­გე­ნენ, და­ჯილ­დოვ­დე­ბი­ან „პა­ლიტ­რა L-ის“ მიერ. ასე რომ, თავ­სა­ტე­ხე­ბის მოყ­ვა­რუ­ლე­ბო, სე­რია შე­იქ­მნა თქვენ­თვის. არ გა­მო­ტო­ვოთ და იმოგ­ზა­უ­რეთ ნამ­დვილ დე­ტექ­ტი­ურ სამ­ყა­რო­ში! აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ წე­რი­ლე­ბის შე­ძე­ნას მხო­ლოდ ჟურ­ნალ "გზას­თან" ერ­თან შეძ­ლებთ, ამი­ტომ არ გა­მოგრჩეთ და შე­ი­ძი­ნეთ წიგ­ნი სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად ჟურ­ნალთნ ერ­თად“ - გან­მარ­ტავს თაკო ახვლე­დი­ა­ნი.

სე­რია „ნამ­დვი­ლი დე­ტექ­ტი­ვის“ ფარ­გლებ­ში გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნე­ბი ჟურ­ნალ „გზას­თან“ ერ­თად გა­ი­ყი­დე­ბა. სპე­ცი­ა­ლუ­რად შე­ირ­ჩა ცნო­ბი­ლი მწერ­ლე­ბის წიგ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მა­ღალ­რე­ი­ტინ­გუ­ლია. ამ სე­რი­ის წიგ­ნე­ბი გა­მო­ირ­ჩე­ვა ლა­მა­ზი და სა­ინ­ტე­რე­სო ყდის დი­ზა­ი­ნი­თაც.

თვე­ში 2 ახა­ლი წიგ­ნი გა­მო­ვა. პირ­ვე­ლი კი, რომ­ლის გა­ყიდ­ვაც 13 სექ­ტემ­ბერს და­ი­წყე­ბა, იქ­ნე­ბა რე­ი­მონდ ჩენდლე­რის „ღრმა ძილი“. წიგ­ნის სპე­ცი­ა­ლუ­რი ფასი 5.50 ლა­რია, ჟურ­ნალ­თან ერ­თად კი - 7 ლარი.

palitraL

ელფოსტაბეჭდვა