ერეკლე II - საქართველოს რეფორმატორი მეფე
ერეკლე II - საქართველოს რეფორმატორი მეფე
10 სექტემბერი, 2018 წ.

მან შე­ზღუ­და თავ­ნე­ბა თა­ვა­დე­ბი და გა­ა­უქ­მა ზო­გი­ერ­თი სა­თა­ვა­დო, და­ა­სახ­ლა უცხო­ელ დამ­პყრობ­თა შე­მო­სე­ვე­ბის შე­დე­გად მო­ოხ­რე­ბუ­ლი რა­ი­ო­ნე­ბი, იღ­ვწო­და უცხო­ელ მო­ა­ხალ­შე­ნე­თა მო­ზიდ­ვი­სა და სა­მე­ფო სა­კუთ­რე­ბის გაზ­რდი­სათ­ვის, გა­მოს­ცა კა­ნო­ნი, რომ­ლის ძა­ლი­თაც ტყვე­ო­ბი­დან თა­ვი­სი სახ­სრე­ბი­თა და ინი­ცი­ა­ტი­ვით დაბ­რუ­ნე­ბულ გლეხს თა­ვი­სუფ­ლე­ბა ენი­ჭე­ბო­და, შექ­მნა და გა­ამ­რავ­ლა თა­ვი­სუ­ფალ მი­წათ­მფლო­ბელ-მო­ლაშ­ქრე­თა ფენა, შექ­მნა მო­რი­გე­ო­ბის პრინ­ციპ­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი მუდ­მი­ვი ჯარი, აკ­რძა­ლა ოს­მა­ლო­ბა-ყი­ზილ­ბა­შო­ბის დროს გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ყმა­თა უმა­მუ­ლოდ გა­ყიდ­ვა და ტყვე­ე­ბით ვაჭ­რო­ბა, და­რაზ­მა ხალ­ხი ტყვე­თა გა­ტა­ცე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ საბ­რძოლ­ვე­ლად, რუ­სე­თის მი­ბაძ­ვით შე­მო­ი­ღო სამ­ხედ­რო სის­ტე­მა, სცა­და მმარ­თვე­ლო­ბა ცალ­კე­უ­ლი უწყე­ბე­ბის მი­ხედ­ვით და­ე­ნა­წი­ლე­ბი­ნა: „სა­გა­რეო საქ­მე­თა“, „სა­ხელ­მწი­ფო შე­მო­სავ­ლი­სა“ და „სამ­ხედ­რო საქ­მე­თა“ დარ­გე­ბად.

-0:10

ეს ერეკ­ლე მე­ო­რის მიერ გა­ტა­რე­ბუ­ლი იმ რე­ფორ­მე­ბის ნა­წი­ლია, რომ­ლე­ბიც ხე­ლის­ფუ­ლე­ბის ცენ­ტრა­ლი­ზა­ცი­ას ეძღვნე­ბო­და. თუმ­ცა ერეკ­ლეს დიდი საქ­მე­ე­ბი მხო­ლოდ ამ რე­ფორ­მე­ბით არ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა.

ერეკ­ლე II ენერ­გი­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს მი­მარ­თავ­და მრეწ­ვე­ლო­ბის და კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის, რის შე­დე­გა­დაც გაჩ­ნდა ფაბ­რი­კე­ბი და ქარ­ხნე­ბი: შაქ­რის, მი­ნის, სარ­კის, ბრო­ლის, შა­ლის, სან­თლის, ია­რა­ღის,საპ­ნის, აგუ­რის, თი­ხის ჭურ­ჭლის და­მამ­ზა­დე­ბე­ლი სა­წარ­მო­ე­ბი. ზეთ­სახ­დე­ლი, მა­რილ­სახ­დე­ლი, თამ­ბა­ქოს და­მამ­ზა­დე­ბე­ლი,შაქ­რისმწარ­მო­ე­ბე­ლი ქარ­ხნე­ბი, სამ­ღებ­რო­ე­ბი; გან­ვი­თარ­და სამ­თა­მად­ნო წარ­მო­ე­ბა, დიდი შე­მო­სა­ვა­ლი შე­მო­დი­ო­და ახ­ტა­ლის ლი­თო­ნის მად­ნე­ბი­დან, გა­ნახ­ლდა ზა­რა­ფხა­ნა, იჭ­რე­ბო­და ვერ­ცხლი­სა და სპი­ლენ­ძის ფული, ამუ­შავ­და ია­რა­ღის, დენ­თის, ზარ­ბაზ­ნის და­მამ­ზა­დე­ბე­ლი ქარ­ხნე­ბი. თბი­ლის­ში დუქ­ნე­ბის რი­ცხვი ხუ­თა­სამ­დე აღ­წევ­და. თბი­ლის­ში ყო­ველ­დღე სხვა­დას­ხვა სა­ხის სა­ქონ­ლით დატ­ვირ­თუ­ლი ქა­რავ­ნე­ბი შე­მო­დი­ო­და და აქე­და­ნაც გაჰ­ქონ­დათ ტვირ­თი ვაჭ­რებს. შენ­დე­ბო­და ახა­ლი შე­ნო­ბე­ბი და­ცი­ხე­ე­ბი, თუმ­ცა თბი­ლი­სის შიდა ციხე და­ან­გრი­ეს, რად­გან მტრის შე­მო­სე­ვის სა­შიშ­რო­ე­ბა აღარ იყო.

ქვე­ყა­ნა­ში დიდი ყუ­რა­დღე­ბა ეთ­მო­ბო­და გა­ნათ­ლე­ბას, იხ­სნე­ბო­და სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ე­ბი და სკო­ლე­ბი. აღად­გი­ნეს სტამ­ბა, სა­დაც დიდი რა­ო­დე­ნო­ბით იბეჭ­დე­ბო­და წიგ­ნე­ბი.

palitraL

თბი­ლი­სი ამი­ერ­კავ­კა­სი­ის პო­ლი­ტი­კურ, კულ­ტუ­რულ და სა­ვაჭ­რო ცენ­ტრად იქცა. სა­ქარ­თვე­ლო­თი ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბიც და­ინ­ტე­რეს­დნენ. მრა­ვა­ლი წე­რი­ლი იბეჭ­დე­ბო­და იმ­დრო­ინ­დელ რუ­სულ და ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის გა­ზე­თებ­სა თუ ჟურ­ნა­ლებ­ში „პრინც ერეკ­ლე­ზე“, რო­მელ­საც „აშ­ვე­ბუ­ლი ლო­მის“ სა­ხე­ლი ჰქონ­და.

სწო­რედ ასე­თი მოღ­ვა­წე­ო­ბა ჰქონ­და ერეკ­ლე მე­ო­რეს, რომ­ლის სა­ხე­ლიც ის­ტო­რი­ას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად შე­მორ­ჩა. მან სხვა მრა­ვალ სა­სი­კე­თო საქ­მეს­თან ერ­თად, ქარ­თლ-კა­ხე­თის გა­ერ­თი­ა­ნე­ბაც შეძ­ლო.

ერეკ­ლე მე­ო­რის მოღ­ვა­წე­ო­ბას ეძღვნე­ბა სე­რი­ის „ქარ­თვე­ლი მე­ფე­ე­ბის“ ახა­ლი ტომი, რო­მე­ლიც 10 სექ­ტემ­ბერს გა­მო­ვა. წიგ­ნი გა­ი­ყი­დე­ბა გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად - 5,50 ლა­რად, გა­ზეთ­თან ერ­თად - 7,00 ლა­რად. ხოლო ერთი კვი­რის შემ­დეგ კი წიგ­ნის მა­ღა­ზი­ებ­ში მისი შე­ძე­ნა 10 ლა­რად იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

ელფოსტაბეჭდვა