ზიგმუნდ ფროიდი - ადამიანი, რომლის ისტორია საინტერესო და გამოსადეგია
ზიგმუნდ ფროიდი - ადამიანი, რომლის ისტორია საინტერესო და გამოსადეგია
30 აგვისტო, 2018 წ.

„ბი­ოგ­რაფს ყო­ველ­თვის უწევს ტყუ­ი­ლის თქმა, რა­ღა­ცის და­მავლვა, შე­ლა­მა­ზე­ბა, თვალ­თმაქ­ცო­ბა, სა­კუ­თა­რი უცო­დინ­რო­ბის შე­ნიღბვა, რად­გან სხვი­სი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ სი­მარ­თლის გა­გე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია და შე­საძ­ლე­ბე­ლიც რომ გახ­დეს, გა­მო­უ­სა­დე­გა­რია, რად­გან უკვე წარ­სუ­ლია. თა­ნაც ხალ­ხი სი­მარ­თლის ცოდ­ნას არ იმ­სა­ხუ­რებს,“ - წერ­და ზიგმუნდ ფრო­ი­დი.

„ბი­ოგ­რაფს ყო­ველ­თვის არ უწევს ტყუ­ი­ლის თქმა, რა­ღა­ცის და­მალ­ვა, შე­ლა­მა­ზე­ბა, თვალ­თმაქ­ცო­ბა, სა­კუ­თა­რი უცო­დინ­რო­ბის შე­ნიღბვა, რად­გან სხვი­სი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ სი­მარ­თლის გა­გე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია, მე­ტიც - სა­ინ­ტე­რე­სო და გა­მო­სა­დე­გია, თა­ნაც ადა­მი­ა­ნე­ბი, თუ ყვე­ლა არა, ნა­წი­ლი მა­ინც - იმ­სა­ხუ­რებს სი­მარ­თლის ცოდ­ნას,“ - აი, ასე, ფრო­ი­დის­გან სრუ­ლი­ად სა­პი­რის­პი­როდ კი წერ­და მისი ბი­ოგ­რა­ფი ჯორჯ თომფსო­ნი.

ზიგმუნ ფრო­ი­დიც იმ ადა­მი­ა­ნე­ბის კა­ტე­გო­რი­ას ეკუთ­ვნის, რო­მელ­თა ის­ტო­რი­აც ხალ­ხის­თვის გა­მო­სა­დე­გი და სა­ინ­ტე­რე­სოა. ებ­რა­უ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის ფრო­ი­დი გერ­მა­ნი­ა­ში და­ი­ბა­და და გერ­მა­ნულ გვარ­საც ატა­რებ­და, რო­მე­ლიც მის­მა ბა­ბუ­ამ მი­ი­ღო.

ფრო­ი­დი არის სიღ­რმის ფსი­ქო­ლო­გი­ის, რო­გორც ადა­მი­ა­ნის ახა­ლი ხედ­ვი­სა და პი­როვ­ნე­ბის პირ­ვე­ლი თე­ო­რი­ის-ფსი­ქო­ა­ნა­ლი­ზის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი. მან ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა და გა­ნა­ვი­თა­რა ფსი­ქო­დი­ნა­მი­კა, რო­გორც ახა­ლი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სი, რო­მელ­შიც ცენ­ტრა­ლუ­რია: არაც­ნო­ბი­ე­რი, ლტოლ­ვა, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის პრინ­ცი­პი და გა­და­ტა­ნა.

ფრო­ი­დი 83 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა ლონ­დონ­ში 1939 წლის 23 სექ­ტემ­ბერს პი­რის ღრუს კი­ბო­თი. მან და­ა­ვა­დე­ბის შე­სა­ჩე­რებ­ლად 1923 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი 33 ოპე­რა­ცია გა­და­ი­ტა­ნა. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი მის­თვის ძა­ლი­ან დიდი ფი­ზი­კუ­რი ტან­ჯვა იყო. ბოლო წლე­ბი იგი ატა­რებ­და ხა­ხის პრო­ტეზს, მაგ­რამ მა­ინც არ წყვეტ­და სი­გა­რის წე­ვას. მისი მეც­ნი­ე­რუ­ლი შე­მოქ­მე­დე­ბა ცხოვ­რე­ბის ბო­ლომ­დე გრძელ­დე­ბო­და, თუმ­ცა ბოლო 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იგი ლექ­ცი­ებს ვე­ღარ კი­თხუ­ლობ­და და ვე­ღარც ფსი­ქო­თე­რა­პი­ას ეწე­ო­და კლი­ენ­ტებ­თან, რად­გან პი­რის ღრუს­თან და­კავ­ში­რე­ბულ­მა სიმ­სივ­ნურ­მა პრობ­ლე­მებ­მა მისი ხმა ძა­ლი­ან და­ა­სუს­ტა. მისი სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლი გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტი ასე­თია: ფრო­იდ­მა თა­ვად სთხო­ვა ექიმს მორ­ფი­ნის ზედ­მე­ტი დოზა მი­ე­წო­დე­ბი­ნა მის­თვის, რად­გან ძა­ლი­ან იტან­ჯე­ბო­და და აღარც არაფ­რის იმე­დი ჰქონ­და. ფრო­ი­დი სიკ­ვდი­ლის დრო­საც შეგ­ნე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

ფრო­ი­დის შე­სა­ხებ უამ­რა­ვი სა­ინ­ტე­რე­სო წიგ­ნი არ­სე­ბობს. მისი ბი­ოგ­რა­ფია არა­ერთ ენა­ზეა თარ­გმნი­ლი და ფსი­ქო­ლო­გე­ბი დღემ­დე ფრო­ი­დის აღ­მო­ჩე­ნებს იყე­ნე­ბენ. ფრო­ი­დის შე­სა­ხებ ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი გა­მო­ცე­მა „პა­ლიტ­რა L-მა“ სე­რი­ის „50 პერ­სო­ნის“ ფარ­გლებ­ში გა­მოს­ცა. მისი შე­ძე­ნა 27 აგ­ვის­ტო­დან მკი­თხველს, ჟურ­ნალ ის­ტო­რი­ან­თან ერ­თად შე­უძ­ლია.

palitraL

რაც შე­ე­ხე­ბა თა­ვად სე­რი­ას, ის გთა­ვა­ზობთ სა­ინ­ტე­რე­სო ცნო­ბებს ადა­მი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლებ­მაც ის­ტო­რია შექ­მნეს და შეც­ვა­ლეს. ამ ადა­მი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ ბევ­რი ფაქ­ტია ცნო­ბი­ლი, მაგ­რამ, ალ­ბათ, იშ­ვი­ა­თად გაც­ნო­ბი­ხართ მა­სა­ლას, სა­დაც პერ­სო­ნა­ზე სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ფაქ­ტე­ბი­თა და ამ­ბე­ბით მო­გი­თხრო­ბენ. ბუ­ნებ­რი­ვია, ის­ტო­რი­ულ ფაქტს, დო­კუ­მენ­ტურ მა­სა­ლას ამ ნაშ­რო­მებ­ში უდი­დე­სი ად­გი­ლი უკა­ვია, მაგ­რამ სულ სხვაა ამ­ბა­ვი, რო­მე­ლიც ემო­ცი­ის, პი­რო­ბი­თო­ბის, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის, ადა­მი­ა­ნუ­რი სი­სუს­ტე­ე­ბის, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბი­სა და, უბ­რა­ლოდ, ცხოვ­რე­ბის ფონ­ზე ვი­თარ­დე­ბა. ამ­ბო­ბენ, რომ დიდი ადა­მი­ა­ნე­ბი ქმნი­ან ეპო­ქას, თუმ­ცა, პი­რი­ქი­თაც ხდე­ბა - ეპო­ქა, გა­რე­მო, კონ­კრე­ტუ­ლი სო­ცი­ალ‐ეკო­ნო­მი­კუ­რი თუ პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბა ქმნის პრო­ვო­კა­ცი­ულ ფონს, რაც გამ­ჭრი­ა­ხი, გა­ბე­დუ­ლი და ამ­ბი­ცი­უ­რი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის გა­მოწ­ვე­ვად იქ­ცე­ვა და... ის­ტო­რია უდი­დე­სი მოვ­ლე­ნის ქრო­ნი­კას ჩა­ი­ნიშ­ნავს ხოლ­მე! ამ მოვ­ლე­ნებს უმე­ტეს­წი­ლად სა­კუ­თა­რი ავ­ტო­რე­ბი ჰყავთ - პერ­სო­ნე­ბი, ვინც ხელ­საყ­რელ მო­მენტს ჩა­ე­ჭიდ­ნენ და... რო­მელ­თაც შეც­ვა­ლეს სამ­ყა­რო! ერთ-ერთი მათ­გა­ნი კი სწო­რედ ზიგმუნდ ფრო­ი­დია.

ელფოსტაბეჭდვა