საქართველოს ინტერაქციული რუკა-გააერთიანე საქართველო !
საქართველოს ინტერაქციული რუკა-გააერთიანე საქართველო !
12 ივლისი, 2018 წ.
გაერთიანებული საქართველო თითოეულ ოჯახში - სწორედ ეს არის გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ ახალი პროექტის „საქართველოს ინტერაქციული რუკის“ მთავარი იდეა. ეს არ იქნება რუკა მისი სტანდარტული გაგებით, რომელიც წიგნის თაროზე დაიკავებს ადგილს. მას სრულიად განსხვავებული სტრუქტურა და კონცეფცია აქვს.
"საქართველოს ინტერაქციული რუკა“ არის სამგანზომილებინი რუკა, რომელიც თავად უნდა ააწყოთ და მერე კედელზე  მიამაგროთ ან მაგიდაზე მოათავსოთ. ის არის ჩვეულებრივი ადმინისტრაციული რუკის ანალოგი, თუმცა მისი თითოეული კუთხე პაზლია. პაზლებზე კი დატანილია ადმინისტრაციული ერთეულები, სოფლები, დაბები და კულტურული ძეგლები. ასევე, პაზლს თან ახლავს ფიგურების ნაკრები, რომლებიც შეგიძლიათ განათავსოთ ან დაამაგროთ. რუკა 12 ადმინისტრაციულ რეგიონად, შესაბამისად, 12 პაზლადაა დაყოფილი, თითოეული მათგანი ეტაპობრივად გაიყიდება.<
პროექტი საქართველოს, მისი კუთხეების, ტრადიციებისა და კუტურული ძეგლების მეტად დაფასებას და შეყვარებას ისახავს მიზანად. საქართველოს თემატიკის გარშემო ოჯახის წევრები თან იმსჯელებენ და თან ერთად ააწყობენ, გააერთიანებენ ქვეყანას.
საერთო ჯამში, რუკა 12 პაზლისა და 192 ტრადიციულ-კულტურული შინაარსის რუკაზე დასამაგრებელი ფიგურისგან შედგება. ერთ პაზლს 16 სიმბოლო მოჰყვება. მაგალითად, შიდა ქართლის რეგიონის პაზლს ატენის სიონის, უფლისციხის, ყინწვისის ანგელოზისა თუ გორის ციხის მინიატიურული ფიგურებით  გააცოცხლებთ. ...და იქვე ნახავთ 5 ზოგად ფიგურას, მაგ: „დედა ენას“, რომელიც შეგიძლიათ განათავსოთ როგორც შიდა ქართლის პაზლზე, ასევე მიუჩინოთ ადგილი, საქართველოს ნებისმიერ კუთხეში, რადგან ეს წიგნი ზოგადქართული ფასეულობაა.
პაზლს თან ახლავს ბროშურაც, სადაც წაიკითხავთ კონკრეტული მხარის მოკლე მიმოხილვას და იმ ძეგლების ისტორიას, რომლებიც რუკაზე უნდა განალაგოთ. საერთო ჯამში, თქვენ ააწყობთ საქართველოს სამგანზომილებიან რუკას და, ამავდროულად, მიიღებთ საჭირო და საინტერესო ინფორმაციას ქვეყნის ისტორიისა და კულტურის შესახებ.
"საქართველოს ინტერაქციული რუკის“ პირველი ნაწილის - „იმერეთის“ შეძენას 23 ივლისიდან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად შეძლებთ. რუკის სპეციალური ფასი 8.5 ლარია. გაზეთთან ერთად კი მას 10 ლარად შეიძენთ. თვეში 2 ნაწილის შეძენა იქნება შესაძლებელი და, საბოლოოდ, ნახევარ წელიწადში თქვენ მთლიანი რუკის მფლობელი გახდებით.
რუკის ნაწილების გამოსვლის თანმიმდევრობა ასეთია :
  1. იმერეთი
  2. რაჭა-ლეჩხუმი
  3. შიდა ქართლი
  4. სამცხე-ჯავახეთი
  5. სამეგრელო
  6. სვანეთი
  7. გურია
  8. ქვემო ქართლი
  9. მცხეთა-მთიანეთი
  10. კახეთი
  11. აჭარა
  12. აფხაზეთი
ელფოსტაბეჭდვა