"ქართველი მეფეების" ტომი დავით აღმაშენებელი 13 ივლისიდან გამოიცემა
"ქართველი მეფეების" ტომი დავით აღმაშენებელი 13 ივლისიდან გამოიცემა
11 ივლისი, 2018 წ.

გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L"-ის მო­რი­გი უპ­რე­ცე­დენ­ტო პრო­ექ­ტის - "ქარ­თვე­ლი მე­ფე­ე­ბის" ფარ­გლებ­ში და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის მე­ფო­ბის შე­სა­ხებ მო­რი­გი ტომი გა­მო­ი­ცე­მა. შე­გახ­სე­ბეთ, პრო­ექ­ტი "ქარ­თვე­ლი მე­ფე­ე­ბის" 24 ტო­მე­ულ­ში 28 მე­ფის ის­ტო­რია გა­ცო­ცხლდე­ბა და მკი­თხველს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბა ამა თუ იმ ეპო­ქის სა­ქარ­თვე­ლოს სა­ში­ნაო და სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კურ ვი­თა­რე­ბას, მე­ფე­ე­ბის პი­როვ­ნულ თვი­სე­ბებ­სა და მნიშ­ვნე­ლო­ვან ფაქ­ტებს გა­ეც­ნოს, რომ­ლებ­მაც სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში გარ­დამ­ტე­ხი როლი შე­ას­რუ­ლეს. წიგ­ნე­ბი, რო­მელ­ზეც ცნო­ბილ­მა მეც­ნი­ერ­თა ჯგუფ­მა იმუ­შა­ვეს, გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად თვე­ში ერთხელ იყი­დე­ბა, ამ­ჯე­რად კი, რო­გორც უკვე გი­თხა­რით, და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის პო­ლი­ტი­კურ თუ სამ­ხედ­რო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ზე, მის ტაქ­ტი­კა­სა და მმარ­თვე­ლო­ბის სა­ო­ცარ უნარ­ზე მი­ი­ღებთ წიგ­ნი­დან ინ­ფორ­მა­ცი­ას, რო­მელ­საც სხვა­გან ვერ­სად ამო­ი­კი­თხავთ. დე­ტა­ლებ­ზე პრო­ექ­ტის ხელ­ძღვა­ნე­ლი ჯაბა სა­მუ­შია გვე­სა­უბ­რა:

-0:15

- "პა­ლიტ­რა L"-ის მო­რი­გი პრო­ექ­ტის - "ქარ­თვე­ლი მე­ფე­ე­ბის" მსგავ­სი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა - ეს არის მარ­თლაც პირ­ვე­ლი მცდე­ლო­ბა, რომ მკი­თხველს ყვე­ლა ცნო­ბილ ქარ­თველ მე­ფე­ზე წარ­მოდ­გე­ნა შე­ექ­მნას და გა­ა­ა­ნა­ლი­ზოს მათი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, მმარ­თვე­ლობს ტაქ­ტი­კა და ის­ტო­რი­უ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი, რომ­ლებ­მაც, რა თქმა უდნა, ქვეყ­ნის გან­ვთა­რე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნეს. ამ­ჯე­რად, წიგ­ნი სა­ქარ­თვე­ლოს გა­მა­ერ­თი­ა­ნე­ბელ მე­ფეს- და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბელს მი­ე­ძღვნე­ბა. და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი 16 წლის ასაკ­ში ისეთ პე­რი­ოდ­ში ავი­და მე­ფის ტახ­ტზე, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლაც უმ­ძი­მე­სი ჟამი ედგა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სულ მალე ქვეყ­ნის ღირ­სე­ულ მე­ფეს „აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი“ უწო­დეს. მა­შინ, რო­დე­საც და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი გა­მეფ­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე­თი ვი­თა­რე­ბა იყო: ქვე­ყა­ნა თურქ-სელ­ჩუ­კე­ბის მიერ აოხ­რე­ბუ­ლი იყო, არა­ვის ჰქონ­და იმე­დი, რომ ვინ­მე მათ ქვეყ­ნი­დან გან­დევ­ნას მო­ა­ხერ­ხებ­და. მეფე და­ვით­მა ეს შეძ­ლო და 1121 წელს დიდ­გო­რის ბრძო­ლა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მარ­ჯვე­ბით თურქ-სელ­ჩუ­კე­ბი გან­დევ­ნა. მის მიერ არ­მი­ა­ში და მმარ­თვე­ლო­ბის სის­ტე­მა­ში გა­ტა­რე­ბულ­მა რე­ფორ­მებ­მა შე­საძ­ლებ­ლო­ბა მის­ცა ქვე­ყა­ნა გა­ე­ერ­თი­ა­ნე­ბი­ნა და მთე­ლი კავ­კა­სი­ის მი­წე­ბის სა­ქარ­თვე­ლოს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში შე­მო­ეყ­ვა­ნა.

- აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბელს გან­სა­კუთ­რე­ბით უყ­ვარ­და კი­თხვა...

- დიახ, მეფე და­ვი­თი სა­დაც უნდა წა­სუ­ლი­ყო, ომში, სა­ნა­დი­როდ თუ სა­მოგ­ზა­უ­როდ, რჩე­უ­ლი წიგ­ნე­ბი ყო­ველ­თვის თან დაჰ­ქონ­და. რო­გორც კი და­სას­ვე­ნებ­ლად მუხლს ჩახ­რი­და, მა­შინ­ვე წიგნს მო­არ­თმევ­დნენ. თვა­ლი რომ და­ეღ­ლე­ბო­და, სხვას აკი­თხებ­და ხმა­მაღ­ლა. და­ვი­თი კი­თხუ­ლობ­და ღვთის­მე­ტყველ­თა ნაშ­რო­მებს. ასე­ვე ეც­ნო­ბო­და ან­ტი­კურ ავ­ტორ­თა ნა­წარ­მო­ე­ბებს, რო­გორც სა­ეკ­ლე­სიო და სამ­ხედ­რო, ისე ეკო­ნო­მი­კურ, არ­ქი­ტექ­ტუ­რულ, სა­მარ­თლებ­რივ სფე­რო­ში. მი­სი­ვე ის­ტო­რი­კო­სის ცნო­ბით, ერთხელ ისე გა­ერ­თო კი­თხვით, რომ ვერ გა­ი­გო, მტე­რი თავს რო­გორ წა­მო­ად­გა. ალ­ბათ, წიგ­ნი­ე­რე­ბის გა­ნუ­ზო­მელ­მა სიყ­ვა­რულ­მაც, რა თქმა უნდა, სხვა ფაქ­ტო­რებ­თან ერ­თად, გა­ნა­პი­რო­ბა მის მიერ იყალ­თოს, გე­ლა­თის, გრე­მის აკა­დე­მი­ე­ბის და­არ­სე­ბა, სა­დაც ის­წავ­ლე­ბო­და ფი­ლო­სო­ფია, რი­ტო­რი­კა, არით­მე­ტი­კა, გე­ო­მეტ­რია, გრა­მა­ტი­კა, მუ­სი­კა, ას­ტრო­ნო­მია. ამ მო­ნას­ტრებ­ში სა­მოღ­ვა­წე­ოდ მან სა­ზღვარ­გა­რე­თი­დან ჩა­მო­იყ­ვა­ნა ქარ­თვე­ლი მწერ­ლე­ბი, მეც­ნი­ე­რე­ბი, ფი­ლო­სო­ფო­სე­ბი, მათ შო­რის, იო­ა­ნე პეტ­რი­წი და არ­სენ იყალ­თო­ე­ლი. აქ­ტი­უ­რად ეხ­მა­რე­ბო­და სა­ზღვარ­გა­რეთ არ­სე­ბულ ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რი­სა და გა­ნათ­ლე­ბის ცენ­ტრებს. და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი ხელს უწყობ­და ვაჭ­რო­ბი­სა და ხე­ლოს­ნო­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. მან შე­ღა­ვა­თი­ა­ნი პი­რო­ბე­ბი შე­უქ­მნა ვაჭ­რებს, ააგო ხი­დე­ბი, გზე­ბი, აა­შე­ნა ფუნ­დუ­კე­ბი, სა­დაც სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის ვაჭ­რებს უფა­სოდ შე­ეძ­ლოთ ღა­მის­თე­ვა. ამის შე­დე­გად XII სა­უ­კუ­ნის I მე­ო­თხედ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ქა­ლა­ქო ცხოვ­რე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით და­წი­ნა­ურ­და. და­ვით არ­მა­შე­ნებ­ლის სა­ხელ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გე­ლა­თის ტაძ­რის მშე­ნებ­ლო­ბა. მან­ვე და­ა­არ­სა ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კერა - გე­ლა­თის აკა­დე­მია. და­ვით IV-ის გან­კარ­გუ­ლე­ბით აა­გეს ღვთის­მშობ­ლის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სია ში­ომ­ღვი­მე­ში. დიახ, და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბელ­მა თა­ვი­სი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა ქარ­თუ­ლი ჰიმ­ნოგ­რა­ფი­ის გან­ვი­თა­რე­ბა­შიც. მას ეკუთ­ვნის ორი­გი­ნა­ლუ­რი პო­ე­ტუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბი "გა­ლო­ბა­ნი სი­ნა­ნუ­ლი­სა­ნი", რო­მე­ლიც შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის იდე­ო­ლო­გი­უ­რი და ეს­თე­ტი­კუ­რი მრწამ­სის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ წიგ­ნის შე­ძე­ნა 16 ივ­ლი­სი­დან გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ერ­თად შე­გეძ­ლე­ბათ. სპე­ცი­ა­ლუ­რი ფასი 5.5 ლარი, გა­ზეთ­თან ერ­თად 7 ლარი. მო­ი­კი­თხეთ წიგ­ნის მა­ღა­ზი­ებ­სა და პრე­სის გავ­რცე­ლე­ბის წერ­ტი­ლებ­ში.

ელფოსტაბეჭდვა