”გახდი ბესტსელერის ავტორი 2018-ის” გამარჯვებულები ცნობილია
”გახდი ბესტსელერის ავტორი 2018-ის” გამარჯვებულები ცნობილია
09 ივლისი, 2018 წ.

ნი­კო­ლოზ ტო­ტო­ღაშ­ვი­ლი, გვან­ცა გუ­ბე­ლა­ძე, ნა­თია ჯა­გოდ­ნიშ­ვი­ლი, ვახ­ტანგ ვახ­ტან­გა­ძე და იაგო თვა­ლა­ბე­იშ­ვი­ლი - ეს ის ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც დიდი, სა­ხალ­ხო ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სის ”გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2018-ის” გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი გახ­დნენ.

კონ­კურსს გა­მომ­ცემ­ლო­ბა ”პა­ლიტ­რა L” მე­ო­რე წე­ლია ატა­რებს. გა­სუ­ლი წლის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი რო­მა­ნე­ბი უკვე რე­ა­ლუ­რი ბესტსე­ლე­რე­ბი არი­ან და მათ­მა გა­ყიდ­ვებ­მა ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში გა­ყიდ­ვე­ბის რე­კორ­დე­ბიც მოხ­სნა.

კონ­კურ­სის მი­ზა­ნია აღ­მო­ა­ჩი­ნოს ახა­ლი სა­ხე­ე­ბი და და­ეხ­მა­როს ქარ­თველ მწერ­ლებს წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა­ში არამ­ხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ მსოფ­ლიო მას­შტა­ბით.

წელს კონ­კურ­სის ფარ­გლებ­ში 3 რჩე­უ­ლი რო­მა­ნი ხალ­ხმა გა­მო­ავ­ლი­ნა. ესე­ნია: ნი­კო­ლოზ ტო­ტო­ღაშ­ვი­ლის "შვი­დი მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი გრძნო­ბა", გვან­ცა გუ­ბე­ლა­ძის "შუ­ლა­მე­ლი გო­გო­ნე­ბი" და ნა­თია ჯა­გოდ­ნიშ­ვი­ლის "ცდუ­ნე­ბა“. ჟი­უ­რის რჩე­უ­ლე­ბი კი არი­ან ვახ­ტანგ ვახ­ტან­გა­ძის "ალა­ჰი ჩემი მე­გო­ბა­რია" და იაგო თვა­ლა­ბე­იშ­ვი­ლის "ტრან­სმუ­ტა­ცია".

-0:07

”ძა­ლი­ან და­დე­ბი­თი ემო­ცი­ე­ბით ვარ დატ­ვირ­თუ­ლი. წიგ­ნის გა­მო­ცე­მის მო­ლო­დი­ნი საკ­მა­ოდ დი­დია. გარ­შე­მო ყვე­ლა მგულ­შე­მატ­კივ­რობს, რაც პო­ზი­ტი­ვით მავ­სებს. წიგ­ნი კონ­კურ­სის­თვის არ და­მი­წე­რია. რამ­დე­ნი­მე თვით ადრე და­ვას­რუ­ლე მისი წერა, რამ­დენ­ჯერ­მე გა­მო­ცე­მაც ვცა­დე, მაგ­რამ უშე­დე­გოდ. კონ­კურ­სის შე­სა­ხებ რომ გა­ვი­გე, ჩავ­თვა­ლე რომ ჩემ­თვის ძა­ლი­ან კარ­გი შე­საძ­ლებ­ლო­ბა იყო. ამ კონ­კურ­სის ერთ-ერთი დიდი უპი­რა­ტე­სო­ბა ის არის, რომ რჩე­ულს გა­მო­ავ­ლენს სწო­რედ ის, ვინც შემ­დეგ ამ წიგ­ნის რე­ა­ლუ­რი მკი­თხვე­ლი იქ­ნე­ბა. ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და აშ­კა­რად სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო. ამ ტი­პის კონ­კურ­სი კი არის სა­უ­კეთ­სო რამ, რაც შე­იძ­ლე­ბა გა­მომ­ცემ­ლო­ბამ ერთი მხრივ მწერ­ლებს და მე­ო­რე მხრივ, მკი­თხვე­ლებს შეს­თა­ვა­ზოს. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს რო­მანს, ის არის დე­ტექ­ტი­უ­რი. მთა­ვა­რი გმი­რია ეან კლა­ი­ნი, რო­მე­ლიც დე­ტექ­ტი­ვე­ბის­თვის დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის ფო­ტო­რო­ბო­ტებს ხა­ტავს. მათ ქა­ლაქ­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლად 3 მკვლე­ლო­ბა ხდე­ბა. ია­ნის მიერ და­ხა­ტუ­ლი პორ­ტრე­ტე­ბის მiხედ­ვით კი დამ­ნა­შა­ვე თა­ვად არის, ამას­ვე მი­უ­თი­თებს სხვა ნიშ­ნე­ბიც. რო­მან­ში შე­მო­დის 7 მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი გრძნო­ბა: მო­ნატ­რე­ბა, მო­ლო­დი­ნი, შიში, ტკი­ვი­ლი, ბრა­ზი, მარ­ტო­ო­ბა და იმედ­გაც­რუ­ე­ბა. 7-ივეს გან­ცდის შემ­დეგ კი ჩნდე­ბა 7 ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი, რომ­ლე­ბიც თი­თო­ე­ულ ამ გრძნო­ბას გა­მო­ხა­ტა­ვენ. მკი­თხვე­ლიც ხვდე­ბა რო­მელ გრძნო­ბას შე­უძ­ლია მოკ­ლას ადა­მი­ა­ნი ჯერ სუ­ლი­ე­რად და მერე - ხორ­ცი­ე­ლად,” - გან­მარ­ტავს კონ­კურ­სის ერთ-ერთი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ნი­კო­ლოზ ტო­ტო­ღაშ­ვი­ლი.

palitraL

”სა­ოც­რად და­დე­ბი­თი ემო­ცი­ე­ბით მავ­სებს ის ფაქ­ტი, რომ სრუ­ლი­ად უცხო ადა­მი­ა­ნე­ბი მეხ­მი­ა­ნე­ბი­ან და გა­მოთ­ქვა­მენ ინ­ტე­რესს ჩემი რო­მა­ნის მი­მართ, გა­მო­ხა­ტა­ვენ და­დე­ბით შე­ფა­სე­ბას, კი­თხუ­ლო­ბენ, რო­დის იქ­ნე­ბა გაგ­რძე­ლე­ბა, რო­დის და­ი­ბეჭ­დე­ბა წიგ­ნი, სად შეძ­ლე­ბენ მის შე­ძე­ნას. ვფიქ­რობ, მწერ­ლის უმ­თავ­რე­სი მო­ლო­დი­ნი ის არის, გა­ი­ზარ­დოს ასე­თი მკი­თხვე­ლე­ბის რი­ცხვი. ეს გავ­სებს და გაგ­რძნო­ბი­ნებს, რომ წერ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ადა­მი­ა­ნებ­ზე. კონ­კურ­სი „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი“ ძა­ლი­ან კარ­გი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა დამ­წყე­ბი მწერ­ლე­ბის­თვის, გა­მო­ი­ჩი­ნონ გამ­ბე­და­ო­ბა და გა­დად­გან უდი­დე­სი ნა­ბი­ჯი წინ. რაც შე­ე­ხე­ბა მის მნიშ­ვნე­ლო­ბას ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი წრე­ე­ბის­თვის, არის ის, რომ აქამ­დე სრუ­ლი­ად უც­ნო­ბი, ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბის აღ­მო­ჩე­ნა ხდე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, ჩვე­ნი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სამ­ყა­როც უფრო ფარ­თოვ­დე­ბა. ბევრ დამ­წყებ მწე­რალს არ აქვს იმის ფუ­ფუ­ნე­ბა, თა­ვი­სი ნა­წარ­მო­ე­ბი ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­აც­ნოს, არც იმის სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს, სა­კუ­თა­რი სახ­სრე­ბით გა­მოს­ცეს წიგ­ნი. სხვა სა­კი­თხია კი­დევ, ამ და­ბეჭ­დილ წიგნს რამ­დე­ნად მი­ი­ტანს მკი­თხვე­ლამ­დე. “პა­ლიტ­რა L-ის” კონ­კურ­სი კი ეხ­მა­რე­ბა მათ ამ ყვე­ლა­ფერ­ში. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ხელს უწყობს დამ­წყებ მწერ­ლებს ოც­ნე­ბა აის­რუ­ლონ. ჩემი რო­მა­ნის სა­ხე­ლია „შუ­ლა­მე­ლი გო­გო­ნე­ბი“. ეს არის ნა­წარ­მო­ე­ბი ორ სხვა­დას­ხვა პე­რი­ოდ­ში მცხოვ­რებ გო­გო­ნა­ზე, ქალ­ზე. ჩვენ ვხე­დავთ მათი ცხოვ­რე­ბის სხვა­დას­ხვა პე­რი­ოდს. გა­მოწ­ვე­ვებს, რო­მელ­თა წი­ნა­შეც მათ ეპო­ქა აყე­ნებს. თუმ­ცა, რად­გან ტექ­სტე­ბი, იგი­ვე ამ­ბე­ბი, ძა­ლი­ან ჰგავს ერ­თმა­ნეთს, მათი ის­ტო­რი­ე­ბიც სა­ერ­თო შტრი­ხებს ავ­ლენს. მკი­თხვე­ლი ხე­დავს, რომ პრობ­ლე­მე­ბი, რო­მელ­თა წი­ნა­შეც XVI სა­უ­კუ­ნის სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი ქალი დგას, ნაც­ნო­ბია XXI სა­უ­კუ­ნე­ში მცხოვ­რე­ბის­თვი­საც. სა­ბო­ლო­ოდ, ნა­წარ­მო­ებ­ში ცხა­დად და ნათ­ლა­დაა ნაჩ­ვე­ნე­ბი ადა­მი­ა­ნის ში­ნა­გა­ნი ბრძო­ლა მო­ვა­ლე­ო­ბა­სა და სიყ­ვა­რულს შო­რის, რო­მელ­საც ფო­ნად გა­მო­უ­ვა­ლი გა­რე­მო­ე­ბა და რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცია ახ­ლავს,” - გან­მარ­ტავს კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გვან­ცა გუ­ბე­ლა­ძე.

კონ­კურ­სის ჟი­უ­რის წევ­რე­ბის ვი­ნა­ო­ბა მის დას­რუ­ლე­ბამ­დე ანო­ნი­მუ­რი იყო. ახლა კი უკვე ცნო­ბი­ლია, რომ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი რო­მა­ნე­ბის შერ­ჩე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს: მწე­რალ­მა თე­ო­ნა დო­ლენ­ჯაშ­ვილ­მა, ლი­ტე­რა­ტუ­რის თე­ო­რე­ტი­კოს­მა რა­მაზ ჭი­ლა­ი­ამ, ლი­ტე­რა­ტორ­მა ივა­ნე ამირ­ხა­ნაშ­ვილ­მა, მწე­რალ­მა დი­ა­ნა ან­ფი­მი­ად­მა და ლი­ტე­რა­ტორ­მა ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა.

palitraL

”ყვე­ლა კონ­კურსს ახ­ლავს სპე­ცი­ფი­კუ­რი სიძ­ნე­ლე და, კაც­მა რომ თქვას, ეს სრუ­ლი­ად ბუ­ნებ­რი­ვია, რად­გან საქ­მე გვაქვს სხვა­დას­ხვა ხა­სი­ა­თის, ზოგ­ჯერ რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ტი­პის შე­მოქ­მე­დე­ბას­თან, სი­ტყვას­თან, მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბას­თან, გე­მოვ­ნე­ბას­თან, ბო­ლოს და ბო­ლოს, ადა­მი­ა­ნებ­თან, ავ­ტო­რებ­თან, პი­როვ­ნე­ბებ­თან და მათ ფიქ­რებ­თან, მიზ­ნებ­თან, ამ­ბი­ცი­ებ­თან. წლე­ვან­დე­ლი კონ­კურ­სი, შარ­შან­დელ­თან შე­და­რე­ბით, მხო­ლოდ ტექ­ნი­კუ­რად იყო იოლი: შარ­შან თუ 300 ტექ­სტი გვქონ­და წა­სა­კი­თხი, წელს მხო­ლოდ 100-ის წა­კი­თხვამ მოგ­ვი­წია, რად­გან გა­მომ­ცემ­ლო­ბის რე­დაქ­ტო­რებ­მა გა­ცხრი­ლეს, ჩვე­ნამ­დე აღარ გა­მო­უშ­ვეს აშ­კა­რად სუს­ტი ტექ­სტე­ბი. სა­ერ­თო­დაც, არ­ჩე­ვა­ნი ყო­ველ­თვის ძნე­ლი იქ­ნე­ბა, რად­გან, რო­გორც ვაკ­ვირ­დე­ბი, დღე­ვან­დელ ქარ­თულ პრო­ზა­ში ძა­ლე­ბი მე­ტად თა­ნა­ბა­რია, მკვეთ­რად გა­მორ­ჩე­უ­ლი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლის­ტე­ბი არ ჩა­ნან, ამი­ტომ თა­ნა­ბა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე 10-15 ავ­ტო­რი­დან გვი­წევს ხოლ­მე 2-3 ფა­ვო­რი­ტის გა­მორ­ჩე­ვა. ვინც უნდა გა­ი­მარ­ჯვოს, უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა და კა­მა­თი ყო­ველ­თვის იქ­ნე­ბა. მაგ­რამ, დაე, იყოს კა­მა­თი. კა­მათ­ში იბა­დე­ბა ჭეშ­მა­რი­ტე­ბაც და სხვა, ახა­ლი კონ­კურ­სე­ბის ჩა­ტა­რე­ბის იდე­აც. მთა­ვა­რია, კონ­კურ­სი წარ­მა­ტე­ბით ჩა­ტარ­და და კი­დევ ერთხელ და­ვი­ნა­ხეთ, რომ „პა­ლიტ­რა-L-ის” ამ პრო­ექ­ტმაც სავ­სე­ბით გა­ა­მარ­თლა,” - აცხა­დებს ლი­ტე­რა­ტო­რი ივა­ნე ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი.

”წელს არ­ჩე­ვა საკ­მა­ოდ რთუ­ლი იყო. ბევ­რი ისე­თი ნა­წე­რი იყო, რო­მელ­საც ეტყო­ბო­და, რომ წერა მა­ნამ­დე და­ი­წყეს, ვიდ­რე კი­თხვას და­ი­წყებ­დნენ. ჟი­უ­რიმ გან­სხვა­ვე­ბულ ტექ­სტებს მი­ვე­ცით შე­საძ­ლებ­ლო­ბა. ისეთ ავ­ტო­რებს, რომ­ლებ­საც თა­ვი­სი ენა ჰქონ­დათ. ეს საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხია. ასე­ვე ყუ­რა­დღე­ბას ვაქ­ცევ­დით იმას, თუ ნა­წე­რე­ბი რამ­დე­ნად იყო მორ­გე­ბუ­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რულ მო­თხოვ­ნებს. შერ­ჩე­ულ ნა­წარ­მო­ე­ბებ­ში ნამ­დვი­ლად იგ­რძნო­ბა ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა. ვით­ვა­ლის­წი­ნებ­დით ავ­ტო­რე­ბის პერ­სპექ­ტი­ვა­საც. მათ ამ ტექ­სტებ­ზე კი­დევ უნდა იმუ­შა­ონ და მე ვფიქ­რობ, რომ ავ­ტო­რებს ამ პრო­ცეს­ში დიდი პო­ტენ­ცი­ა­ლი და პერ­სპექ­ტი­ვა აქვთ. ზო­გა­დად, ამ კონ­კურ­სის გან­ვი­თა­რე­ბად კი ის წარ­მო­მიდ­გე­ნია, რომ მო­ნა­წი­ლე­ებს ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სე­მი­ნა­რე­ბი ჩა­უ­ტარ­დეთ,” - გან­მარ­ტავს მწე­რა­ლი დი­ა­ნა ან­ფი­მი­ა­დი.

გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი რამ­დე­ნი­მე თვე­ში და­ი­ბეჭ­დე­ბა.

ელფოსტაბეჭდვა