სასკოლო სახელმძღვანელოები პალიტრა L-ისგან
სასკოლო სახელმძღვანელოები პალიტრა L-ისგან
06 ივლისი, 2018 წ.

სკო­ლებ­ში 2018 წლი­დან პირ­ვე­ლი­დან მე­ექ­ვსე კლა­სის ჩათ­ვლით ყვე­ლა სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო შე­იც­ვლე­ბა. გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრომ წიგ­ნე­ბის შეც­ვლის სა­ჭი­რო­ე­ბა ახ­ლან­დე­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის სირ­თუ­ლით ახ­სნა. შე­სა­ბა­მი­სად, გა­ნახ­ლდა სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის გრი­ფი­რე­ბის პრო­ცე­სიც, რო­მელ­შიც ქვეყ­ნის მას­შტა­ბით სხვა­დას­ხვა გა­მომ­ცემ­ლო­ბა ჩა­ერ­თო. გრი­ფი­რე­ბის­თვის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის მიერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი წიგ­ნე­ბი წა­რად­გი­ნა გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L"-მაც და და­დე­ბი­თი შე­ფა­სე­ბე­ბიც უკვე მი­ი­ღო. "მუ­სი­კა", "მედა სა­ზო­გა­დო­ე­ბა", "ჩვე­ნი სა­ქარ­თვე­ლო", "სახ­ვი­თი და გა­მო­ყე­ნე­ბი­თი ხე­ლოვ­ნე­ბა" - ეს იმ წიგ­ნე­ბის არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რო­მე­ლიც "პა­ლიტ­რა L"-მა გა­მოც­დილ ავ­ტო­რებ­თან ერ­თად მო­ამ­ზა­და.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია,რომ "პა­ლიტ­რა L"-ი უკვე სამი წე­ლია ახა­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის შექ­მნა­ზე მუ­შა­ობს, რო­მე­ლიც თა­ნა­მედ­რო­ვე სწავ­ლე­ბის მო­თხოვ­ნებ­ზეა მორ­გე­ბუ­ლი და მა­გა­ლი­თად, სა­ზე­პი­რო­ე­ბის გა­რე­შე აძ­ლევს მოს­წავ­ლეს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, მის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცია გა­ი­აზ­როს და მი­ი­ღოს. სწავ­ლე­ბის რა მე­თო­დი­კით შე­იქ­მნა წიგ­ნე­ბი და რამ­დე­ნად მი­სა­ღე­ბი იქ­ნე­ბა ისი­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თვის წიგნის ავტორებს ვესაუბრეთ:

-0:14

მა­რი­ნა ბე­რა­ძე, მუ­სი­კის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს ავ­ტო­რი:

- მუ­სი­კის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებ­ზე დიდ­ხანს ვმუ­შა­ობ­დით. შევ­ქმე­ნით I-VI კლა­სე­ბის მას­წავ­ლებ­ლი­სა და III-VI კლა­სე­ბის მოს­წავ­ლის წიგ­ნე­ბი თან­დარ­თუ­ლი აუ­დიო-ვი­დე­ო­რე­სურ­სით. სა­ერ­თოდ, მუ­სი­კის ახა­ლი სტან­დარ­ტი მუ­სი­კის სწავ­ლე­ბი­სად­მი ახ­ლე­ბურ და თა­ნა­მედ­რო­ვე მიდ­გო­მას ით­ვა­ლის­წი­ნებს - მუ­სი­კის სწავ­ლე­ბა ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს. ჩვე­ნი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბიც სწო­რედ ამ სტან­დარ­ტი­თაა შედ­გე­ნი­ლი, სა­დაც მი­ნი­მუ­მამ­დეა დაყ­ვა­ნი­ლი მა­სა­ლა, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლე­თა­გან და­ზე­პი­რე­ბას ან ტექ­სტე­ბის სის­ტე­მა­ტურ სწავ­ლას მო­ი­თხოვს. გაკ­ვე­თი­ლე­ბი, ძი­რი­თა­დად, შედ­გე­ბა პრაქ­ტი­კუ­ლი და სა­ხა­ლი­სო აქ­ტი­ვო­ბე­ბის­გან, რაც აა­მაღ­ლებს მოს­წავ­ლე­თა მო­ტი­ვა­ცი­ას. ტექ­სტე­ბი ისეა შედ­გე­ნი­ლი, რომ მოს­წავ­ლეს არ გა­უ­ჭირ­დე­ბა მათი გაც­ნო­ბა - მო­ცე­მუ­ლია ლა­კო­ნი­უ­რად და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

დას­მუ­ლია კი­თხვე­ბი, რომ­ლე­ბიც მოს­წავ­ლეს მსჯე­ლო­ბის სწორ გზას უჩ­ვე­ნებს, გა­უ­ად­ვი­ლებს მა­სა­ლის აღ­ქმა­სა და შეს­წავ­ლას. მას­წავ­ლებ­ლის წიგნ­ში მრავ­ლა­დაა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი ბავ­შვის ასა­კობ­რი­ვი და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბის, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­მოვ­ლე­ნის, გაკ­ვე­თი­ლის მსვლე­ლო­ბის, მოს­წავ­ლე­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბის შე­სა­ხებ. მი­თი­თე­ბუ­ლია მოს­წავ­ლის­თვის მი­სა­ცე­მი და­ვა­ლე­ბე­ბი და მათი შეს­რუ­ლე­ბის გზე­ბი. სა­ჭი­რო სა­კი­თხებ­ზე მო­ცე­მუ­ლია და­მა­ტე­ბი­თი ცნო­ბე­ბი და დაწ­ვრი­ლე­ბი­თაა გა­წე­რი­ლი სა­მო­დე­ლო გაკ­ვე­თი­ლე­ბის სცე­ნა­რე­ბი. დიდი ყუ­რა­დღე­ბა ეთ­მო­ბა სხვა­დას­ხვა ხერ­ხით ცოდ­ნის გან­მტკი­ცე­ბას. მო­ცე­მუ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბი და აქ­ტი­ვო­ბე­ბი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია. ხში­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სწავ­ლე­ბა თა­მა­შით, დაკ­ვირ­ვე­ბა, კვლე­ვა, თა­ნამ­შრომ­ლო­ბა. გაკ­ვე­თი­ლის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას თა­ნა­მიმ­დევ­რუ­ლა­დაა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი მოს­მე­ნა, დაკ­ვირ­ვე­ბა, აღ­მო­ჩე­ნა, მუ­სი­კის ფონ­ზე ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა, პრო­ექ­ტით სწავ­ლე­ბა, სე­ზო­ნუ­რი სპექ­ტაკ­ლე­ბის დად­გმა და სხვა. სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებ­ში სის­ტე­მა­ტუ­რად არის მო­ცე­მუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მოს­წავ­ლე­თა ბუ­კე­ბი­სა და მუ­სი­კა­ლურ-კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი პროგ­რა­მა LMMS-ის სა­შუ­ა­ლე­ბით უნდა შეს­რულ­დეს. ასე­ვე მო­ცე­მუ­ლია პროგ­რა­მებ­ში მუ­შა­ო­ბის ინ­სტრუქ­ცი­ე­ბი.

მუ­სი­კის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი ხელს უწყობს ტო­ლე­რან­ტუ­ლი პი­როვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას. უქ­მნის რა პი­რო­ბებს გა­მო­ავ­ლი­ნონ სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, მოს­წავ­ლე­ებს უვი­თა­რებს საგ­ნის შე­სას­წავ­ლად სა­ჭი­რო გო­ნებ­რივ და ფი­ზი­კურ უნარ-ჩვე­ვებს. მიზ­ნად ისა­ხავს იმ ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და უნარ-ჩვე­ვე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას, რომ­ლე­ბიც ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნულ მიზ­ნებ­შია წარ­მოდ­გე­ნი­ლი. წი­ნას­წარ მად­ლო­ბას ვუხ­დით მუ­სი­კის მას­წავ­ლებ­ლებს, რომ­ლე­ბიც მო­ი­წო­ნე­ბენ და აირ­ჩე­ვენ ჩვენს სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებს. ავ­ტორ­თა ჯგუ­ფის სის­ტე­მა­ტუ­რი თა­ნად­გო­მით, ისი­ნი სრულ­ყო­ფი­ლად გა­ი­თა­ვი­სე­ბენ მუ­სი­კის ახა­ლი სტან­დარ­ტით შექ­მნილ წიგ­ნებს. ამ მიზ­ნით ჩა­ვუ­ტა­რებთ ტრე­ნინ­გებს, სა­დაც შე­ვას­წავ­ლით მუ­სი­კა­ლურ-კომ­პი­უ­ტე­რულ პროგ­რა­მას LMMS. და­ვეხ­მა­რე­ბით მუ­სი­კის გაკ­ვე­თი­ლებ­ზე ამ პროგ­რა­მის გა­მო­ყე­ნე­ბა­ში და მი­ვა­წო­დებთ LMMS-ის სას­წავ­ლო ვი­დე­ო­ტუ­ტო­რი­ალს.

ლია შა­ლვაშ­ვი­ლი, გამომცემლობა "შემეცნების" დირექტორი:

- სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო-კომ­პლექ­ტის I, II, III და IV კლა­სებ­ში მოს­წავ­ლე­ე­ბი ეც­ნო­ბი­ან სახ­ვი­თი და გა­მო­ყე­ნე­ბი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის სა­ფუძ­ვლებს. სწავ­ლო­ბენ სახ­ვი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის სხვა­დას­ხვა დარ­გს, ეც­ნო­ბი­ან ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შებს, წარ­მოდ­გე­ნა ექ­მნე­ბათ ფერ­ზე, ფორ­მა­ზე, კომ­პო­ზი­ცი­ის და სივ­რცის ელე­მენ­ტებ­ზე. სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო ხელს უწყობს მოს­წავ­ლე­ებ­ში ხე­ლოვ­ნე­ბი­სად­მი ინ­ტე­რე­სის გაღ­ვი­ძე­ბას და გარ­კვე­უ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას. სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო-კომ­პლექ­ტი "ხე­ლოვ­ნე­ბა და შე­მოქ­მე­დე­ბა" უვი­თა­რებს ბავ­შვებს ფან­ტა­ზი­ას, თვალ­სა­წი­ერს, მხატ­ვრულ გე­მოვ­ნე­ბა­სა და ეს­თე­ტი­კუ­რი ტკბო­ბის უნარს. აგ­რეთ­ვე ზო­გად უნა­რებს, რო­გო­რი­ცაა: დაკ­ვირ­ვე­ბა, მეხ­სი­ე­რე­ბა, წარ­მო­სახ­ვა, ყუ­რა­დღე­ბა, ნე­ბის­ყო­ფა, სა­მე­ტყვე­ლო ლექ­სი­კის გამ­დიდ­რე­ბა, თა­ნამ­შრომ­ლო­ბის უნა­რი. სას­წავ­ლო კურ­სი მიზ­ნად არ უნდა ისა­ხავ­დეს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მხატ­ვრის მომ­ზა­დე­ბას. უპირ­ვე­ლეს ამო­ცა­ნად მიგ­ვაჩ­ნია, გან­ვა­ვი­თა­როთ ბავ­შვის შე­მეც­ნე­ბის, შე­მოქ­მე­დე­ბი­სა და მოვ­ლე­ნის არ­სის გა­გე­ბის უნა­რი. ყო­ვე­ლი გაკ­ვე­თი­ლი ბავ­შვის­თვის არის სა­ხა­ლი­სო და სა­სი­ა­მოვ­ნო. იგი ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ აღიქ­ვამს, ეც­ნო­ბა, სწავ­ლობს მშვე­ნი­ე­რე­ბის აღ­ქმას რო­გორც ხე­ლოვ­ნე­ბა­ში, ასე­ვე ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში. V და VI კლა­სე­ბის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო ეყ­რდნო­ბა და აგ­რძე­ლებს წინა წლე­ბის (I-IVკლ) სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს პრინ­ცი­პებს, მიზ­ნებ­სა და ამო­ცა­ნებს. სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო მთლი­ა­ნად ეყ­რდნო­ბა ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის პრინ­ცი­პებ­სა და მო­თხოვ­ნებს, ით­ვა­ლის­წი­ნებს ამ ასა­კის მოს­წავ­ლე­თა უნა­რებს, შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­სა და ინ­ტე­რე­სებს. მოს­წავ­ლე­ებს უმუ­შავ­დე­ბათ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი მუ­შა­ო­ბის, თა­ნამ­შრომ­ლო­ბის, სწავ­ლის მი­მართ და­დე­ბი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის, ინ­ტე­რე­სის, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი და ჯგუ­ფუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის, სა­კუ­თა­რი და სხვა ნა­მუ­შევ­რის შე­ფა­სე­ბის უნა­რე­ბი.

სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებ­ში ნაჩ­ვე­ნე­ბია ის გრძე­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო გზა, რო­მე­ლიც გან­ვლო ხე­ლოვ­ნე­ბამ პირ­ველ­ყო­ფი­ლი ადა­მი­ა­ნის კედ­ლის (მღვი­მე­ე­ბის) მხატ­ვრო­ბი­დან თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბამ­დე. ყო­ვე­ლი ეპო­ქის ხე­ლოვ­ნე­ბის შეს­წავ­ლი­სას მოს­წავ­ლე­ე­ბი ეც­ნო­ბი­ან ამ პე­რი­ო­დის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებს - მეც­ნი­ე­რე­ბის მიღ­წე­ვებს, მუ­სი­კა­ლურ და ლი­ტე­რა­ტუ­რულ ნი­მუ­შებს, ვარ­ცხნი­ლო­ბას, ჩაც­მუ­ლო­ბას. აგ­რეთ­ვე, ქვეყ­ნე­ბის შე­სა­ხებ მოკ­ლე ის­ტო­რი­ულ და გე­ოგ­რა­ფი­ულ ცნო­ბებს. ავ­ტო­რე­ბის მი­ზა­ნი არ არის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მხატ­ვრის, მო­ქან­და­კის ან არ­ქი­ტექ­ტო­რის აღ­ზრდა, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ, რომ ყვე­ლას შე­უძ­ლია გა­ნი­ვი­თა­როს მშვე­ნი­ე­რე­ბის და­ნახ­ვის და აღ­ქმის უნა­რი. ამის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია გარ­კვე­უ­ლი ცოდ­ნის მი­ღე­ბა, უნარ-ჩვე­ვე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა და გე­მოვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა. სწო­რედ ამას შე­უ­წყობს ხელს ჩვე­ნი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო-კომ­პლექ­ტი "ხე­ლოვ­ნე­ბა და შე­მოქ­მე­დე­ბა". აქვე, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია გა­მომ­ცემ­ლო­ბის მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი, ახა­ლი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის მი­ხედ­ვით შექ­მნი­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო-კომ­პლექ­ტე­ბი ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლე­ბა­ში (I-IV და V-VI კლა­სე­ბი) "ჩვე­ნი გა­რე­მო". წარ­მოდ­გე­ნი­ლი სა­გაკ­ვე­თი­ლო თე­მა­ტი­კა, სას­წავ­ლო მიზ­ნე­ბი, აქ­ტი­ვო­ბე­ბი, პრაქ­ტი­კუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი, ინო­ვა­ცი­უ­რი ელექტრო­ნუ­ლი სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბი, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბა, დი­დაქ­ტი­კუ­რი ბა­რა­თე­ბი თუ აუ­დი­ო­მა­სა­ლა პა­სუ­ხობს თა­ნა­მედ­რო­ვე პე­და­გო­გი­კი­სა და ფსი­ქო­ლო­გი­ის მო­თხოვ­ნებს, სწავ­ლე­ბა-სწავ­ლის უახ­ლეს მე­თო­დი­კას. სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო-კომ­პლექ­ტე­ბის კონ­ცეფ­ცია ეფუძ­ნე­ბა ავ­ტო­რე­ბის 18-წლი­ან გა­მოც­დი­ლე­ბას. იგი ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია "აღ­მო­ჩე­ნე­ბის გზით სწავ­ლე­ბა­ზე", მოს­წავ­ლე სწავ­ლობს დაკ­ვირ­ვე­ბის, ცდე­ბის, ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, ვი­თარ­დე­ბა ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ, რად­გან თა­ნა­მიმ­დევ­რუ­ლად ნაც­ნო­ბი­დან უც­ნობ­ზე, მარ­ტი­ვი­დან რთულ­ზე გა­დას­ვლის პრინ­ცი­პით მი­ე­წო­დე­ბა სა­გაკ­ვე­თი­ლო მა­სა­ლა; სა­კი­თხე­ბი მუ­შავ­დე­ბა მრა­ვალ­მხრი­ვად და სა­ფუძ­ვლი­ა­ნად, რაც ხელს უწყობს მოს­წავ­ლის ეტა­პობ­რივ მის­ვლას სა­კი­თხის და­უფ­ლე­ბამ­დე. მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და სხვა­დას­ხვა სირ­თუ­ლის სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით მოს­წავ­ლე ამოწ­მებს სა­კუ­თარ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, უჩ­ნდე­ბა სა­კუ­თა­რი თა­ვის რწმე­ნა, სტი­მუ­ლი ეძ­ლე­ვა მის შე­მოქ­მე­დე­ბით ინი­ცი­ა­ტი­ვას, რაც უბიძ­გებს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი კვლე­ვა-ძი­ე­ბი­სა­კენ.

გი­ორ­გი გე­თი­აშ­ვი­ლი, "ჩვე­ნი სა­ქარ­თვე­ლოს" სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს ავ­ტო­რი:

- "ჩვე­ნი სა­ქარ­თვე­ლოს" მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, მოს­წავ­ლე­ებს გა­ნუ­ვი­თა­როს ის უნა­რე­ბი და მის­ცეს ის ცოდ­ნა, რაც ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მი­თაა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. წიგ­ნის შექ­მნის დროს ავ­ტო­რე­ბი ვცდი­ლობ­დით, სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო ყო­ფი­ლი­ყო მარ­ტი­ვად გა­სა­გე­ბი და მისი გაც­ნო­ბის შემ­დეგ მოს­წავ­ლეს ჰქო­ნო­და წარ­მოდ­გე­ნა იმა­ზე, თუ რო­გო­რია სამ­შობ­ლო - სა­ქარ­თვე­ლო. გვეჩ­ვე­ნე­ბი­ნა ის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა, რომ­ლი­თაც გა­მორ­ჩე­უ­ლია ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა. ამ წიგ­ნით სწავ­ლა მოს­წავ­ლე­ებს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს გა­იც­ნონ ის გა­რე­მო, რო­მელ­შიც ცხოვ­რო­ბენ. რა უნდა მო­ი­მოქ­მე­დონ გა­რე­მოს და­სა­ცა­ვად, რო­გორ უნდა და­იც­ვან თა­ვი­ან­თი უფ­ლე­ბე­ბი, რითი გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან სა­ქარ­თვე­ლოს კუ­თხე­ე­ბი. ვფიქ­რობთ, ეს ინ­ფორ­მა­ცია და უნა­რე­ბი აუ­ცი­ლე­ბე­ლია ყვე­ლა მოს­წავ­ლი­სა და ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის. ხა­თუ­ნა ხა­ჟო­მია, სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო "მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბის" ავ­ტო­რი:

- სხვა სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, წიგ­ნი "მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბა" ბავ­შვებს კონ­კრე­ტუ­ლი მა­გა­ლი­თე­ბის გან­ხილ­ვით უმუ­შა­ვებს უნა­რებს, რა­ტომ არ უნდა და­ყა­როს ნა­გა­ვი, რო­გორ მო­უფრ­თხილ­დეს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგ­ლებს, რო­გორ მარ­თოს ემო­ცი­ე­ბი და ა.შ. წიგნ­ზე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ფსი­ქო­ლო­გე­ბი, და­წყე­ბი­თი კლა­სე­ბის პე­და­გო­გე­ბი და ის­ტო­რი­კო­სე­ბი მუ­შა­ობ­დნენ, ერ­თობ­ლი­ვად ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დით სწავ­ლე­ბის იმ მე­თოდ­ზე, რომ­ლის მი­ზა­ნიც მა­ღა­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის, აქ­ტი­უ­რი მო­ქა­ლა­ქის აღ­ზრდაა. გვინ­დო­და ეს რთუ­ლი სა­კი­თხე­ბი ბავ­შვე­ბის­თვის ნაც­ნო­ბი მო­თხრო­ბე­ბის გან­ხილ­ვით მიგ­ვე­წო­დე­ბი­ნა, ანუ, მა­გა­ლი­თად, რო­დე­საც ვსა­უბ­რობთ კონ­ფლიქტზე, მხო­ლოდ იმის თქმა, რომ არ შე­იძ­ლე­ბა გაბ­რა­ზე­ბის დროს ძა­ლა­დობ­რი­ვი ფორ­მით პა­სუ­ხის გა­ცე­მა, არ არის საკ­მა­რი­სი, ბავ­შვი კონ­კრე­ტულ მა­გა­ლით­ზე მსჯე­ლო­ბით თა­ვად უნდა მი­ვი­დეს დას­კვნამ­დე, რო­გორ მო­იქ­ცეს რთულ ვი­თა­რე­ბა­ში. რაც მთა­ვა­რია, სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო არ ით­ვა­ლის­წი­ნებს რთულ და­ვა­ლე­ბებს, დატ­ვირ­თვაა სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ზე, სა­დაც მას­წავ­ლე­ბე­ლი მსჯე­ლო­ბი­თა და კონ­კრე­ტუ­ლი სი­უ­ჟე­ტე­ბის მი­წო­დე­ბით ბავ­შვებს ძი­რი­თად მი­ზან­ზე აქ­ცენ­ტებს სთა­ვა­ზობს.


სახელმძღვანელოების ელ. ვერსიები ხელმისაწვდომია მოცემულ ბმულებზე:

ხელოვნება
https://drive.google.com/drive/folders/1hADktA6Pd2fvW2tIO-qhvc40JbW7vtKh?usp=sharing

ჩვენი საქართველო
https://drive.google.com/drive/folders/1dKt88uczajhgDCbJh67efCVb197Hd7BS?usp=sharing

მუსიკა
https://drive.google.com/open?id=1AV9IxGXXaSEqwq5B3ktrUz3M-Qte6xkl

მე და საზოგადოება
https://drive.google.com/open?id=1_XAQh0Tcm3z9FGcH7CL3fLA6W8XBP6yE



ელფოსტაბეჭდვა