გაცვალე მაკულატურა წიგნებში
გაცვალე მაკულატურა წიგნებში
09 მარტი, 2018 წ.
წიგნის წარმოებისთვის უამრავი ხე იჭრება, ყოველი მოჭრილი ხე კი ბუნებისთვის დიდი დანაკარგია. თუმცა, ქაღალდის წარმოება მეორეული ქაღალდითაც არის შესაძლებელი, ამიტომ ”პალიტრა მედიამ” ამ პროექტის წამოწყებით რამდენიმე მიზანი დაისახა:

• შევინარჩუნოთ გარემო - უამრავი ქაღალდი , ჟურნალი, გაზეთი, წიგნი და ა.შ. გროვდება სახლში, ბიბლიოთეკებში, რომელიც აღარ გვჭირდება. მეორეული ქაღალდი გადამუშავდება, იქცევა ისევ ქაღალდად და უბრუნდება იმ ბაზარს, რომლისთვისაც ხე უნდა მოიჭრას.
• წიგნის მოყვარულებს მიეცეთ საშუალება გაცვალონ უსარგებლო მაკულატურა მათთვის სასურველ და საინტერესო წიგნებში.

პროექტის ფარგლებში ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჩააბაროს მაკულატურა(ძველი წიგნები, თაბახის ფურცლები, ჟურნალ-გაზეთები) და სანაცვლოდ ახალი წიგნები მიიღოს. არ ბარდება ( მუყაო,  ცელოფნის ფაილი, ბაინდერი).


გეოგრაფია - მოსწავლის დიდი ენციკლოპედია   50კგ
Liber Kids - საძაგელი მამიდა   12 კგ
ლიბერთინს - ნაპერწკალი ფერფლში   15 კგ
თოვლის გუნდა ცას წერილს უგზავნის  5 კგ
100 ფაქტი - 2ტ - დედამიწა   5 კგ
ეს სამყაროა - სტიქიური მოვლენები  30 კგ
"სამაგიდო წიგნების ათეული" - 3ტ ყველაფერი ყველაფერზე  40 კგ
ლიდერობის ხელოვნება  15 კგ
ბიზნესი ცრურწმენების გარეშე  15 კგ
ახალ მიზანს ახალი ფორმულა სჭირდება  15 კგ
ბიზნეს გენია -მარკ ცუკერბერგი   5 კგ
50 წიგნი - 46ტ - მისის დოლოვეი   15 კგ
რწყილების სასახლე   15 კგ
აბრეშუმის ჭია   15 კგ
კოლექციონერი   15კგ
მოსწავლის არჩევანი- შარლ პეროს ზღაპრები II-III კლასიდან   10 კგ
ერთი მოთხრობა - ჩამოქვეითებული   2კგ
საფრთხე ენდჰაუსში    15 კგ
განძის კუნძული   15 კგ

სხვა წიგნების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ makuliteratura.ge-ზე
ელფოსტაბეჭდვა