ინგლისური და მათემატიკა
ინგლისური და მათემატიკა
08 აგვისტო, 2017 წ.
მშობლების უმრავლესობა წუხს, რომ დაწყებით კლასებში ბავშვებს ყველაზე მეტად მათემატიკისა და უცხო ენის შესწავლა უჭირთ. ჩვენს სახელმძღვანელოებსა და სასწავლო პროგრამებს რომ ბევრი ხარვეზი აქვთ, ამას პედაგოგები არც მალავენ და ალბათ ესეც არის მიზეზი, რომ დაწყებითი კლასის მოსწავლეები ძირითადად უცხო ენისა და მათემატიკის რეპეტიტორებთან დადიან. სანამ სწავლა დაიწყება, დაგვთანხმებით, რომ ამ საგნებში გავარჯიშება ბავშვებს მასწავლებლების გარეშეც არ აწყენთ. მითუმეტეს ზაფხულში, როცა დრო საკმარისზე მეტი აქვთ.

სწორედ ამ მოთხოვნის გათვალისწინებით, გამომცემლობა პალიტრა L-მა ინგლისურისა და მათემატიკის სახალისო სავარჯიშოების კრებულები გამოუშვა. ეს ფერადი და ლამაზად ილუსტრირებული წიგნები მარტივად, თამაშ-თამაშითა და სახალისო სავარჯიშოებით ასწავლის პატარებს ელემენტარულ მათემატიკასა და ინგლისურ ენას - ასოებსა და სიტყვებს.

როგორც გამომცემლობაში აცხადებენ, ეს სახალისო, სასწავლო რესურსია ბავშვებისთვის. თამაშის პარალელურად პატარა კიდეც გაერთობა და სასარგებლო ცოდნასაც აითვისებს. ადვილად გამოიყენებენ სკოლის ან ბაღის მასწავლებლები, მშობლები, არც ბავშვებს გაუჭირდებათ მასალაზე დამოუკიდებლად მუშაობა.

„სერია აერთიანებს 2 წიგნს: „სახალისო ინგლისური“ და „სახალისო მათემატიკა“, განკუთვნილია 4-დან 7წლამდე ბავშვებისთვის. წიგნს აწერია 4-6 წელი, თუმცა მათემატიკისა და ინგლსიურის პირველი საფეხურის სასწავლებლად ყველა ბავშვისთვის მისაღები იქნება.“- განათლების ფსიქოლოგი და პროექტის მენეჯერი ელისო რეხვიაშვილი: „ეს სერია 4-დან 7წლამდე ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. მასში მოცემული მასალა იტალიელი ფსიქოლოგებისა და პედაგოგების მასალებს ეფუძნება, თუმცა ქართველი რედაქტორების მიერ ადაპტირებულია და მორგებულია ჩვენს ბავშვებზე. ამ გამოცემებს სამუშაო წიგნის ფორმატი აქვს, ანუ დავალებებს ბავშვი შიდა გვერდებზევე ასრულებს, დამატებითი რვეულები და ფურცლები არ დასჭირდება. საკმაოდ დიდი ზომის წიგნებია მტკიცე ფურცლებით, რათა მათზე ხატვა, წერა თუ გაფერადება ბავშვს არ გაუჭირდეს.
ელფოსტაბეჭდვა