საგნების ავტორები არიან მარინა ბერაძე და თამარ თევდორაშვილი.
გამომცემლობა პალიტრა L-ის მომზადებული მუსიკის სახელმძღვანელოები სრულად ითვალისწიონებს და პასუხობს იმ ღირებულებებსა და ამოცანებს, რომლებიც წარმოდგენილია ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებში. ეს წიგნები მოსწავლეს, ერთი მხრივ, უღვივებს ინტერესს საზოგადოდ ხელოვნებისა და კონკრეტულად მუსიკისადმი და, მეორე მხრივ, ხელს უწყობს მის ტოლერანტულ, მოტივირებულ და მრავალმხრივი შესაძლებლობების მქონე პიროვნებად ჩამოყალიბებას.საგანი მოსწავლეს უქმნის პირობებს, გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობები, უვითარებს საგნის შესასწავლად საჭირო გონებრივ და ფიზიკურ უნარ-ჩვევებს. მიუხედავად საგნის სპეციფიკისა, სახელმძღვანელოს შინაარსი ხელს უწყობს მოსწავლის სამოქალაქო ცნობიერების განვითარებას, სასკოლო გარემოსა და სწავლისადმი დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას. აღსანიშნავია, რომ სახელმძღვანელოები მოსწავლეს შესაძლებლობებს აძლევს, შეისწავლოს თანამედროვე მუსიკალურ-კომპიუტერულ პროგრამა LMMS და მერე ამ პროგრამაში მოამზადოს სხვადასხვა მუსიკალური კოლაჟი ან თავად შექმნას „სემპლები“ (აუდიოფრაზები), რომელთაც შესაბამისად გამოიყენებს. სერიაში მოცემული სახელმძღვანელოები ერთი ფორმატითაა შედგენილი. მოცემული მასალა, ძირითადად, გაფორმებულია გრაფიკული ნახატებით. განსხვავებულია სხვადასხვა აქტივობისთვის განკუთვნილი ლოგოები და სიმბოლოები.
სახელმძღვანელოს ავტორები არიან: თამარ კიკნაძე, ლია გორგაძე, მედეა ჩუბინიშვილი და ქეთევან დავლიანიძე, ჯგუფის ხელმძღვანელი დარეჯან (ჯანა) კახიანი.
საგნის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ეს სახელმძღვანელო-კომპლექტი ხელს უწყობს, ერთი მხრივ, მხატვრულ ნაწარმოებში მშვენიერების დანახვისა და აღქმის უნარის განვითარებას და, მეორე მხრივ, ისეთი ზოგადი უნარების გამომუშავებას, როგორიცაა: დაკვირვება, ყურადღება, მსჯელობა, ანალიზი, ლექსიკური მარაგის გამდიდრება და ზოგადი განათლება. სახელმძღვანელო-კომპლექტი უვითარებს ბავშვებს ფანტაზიას, თვალსაწიერს, მხატვრულ გემოვნებასა და ესთეტიკური ტკბობის უნარს. ამასთან, მათში ნაჩვენებია ის გრძელი და საინტერესო გზა, რომელიც განვლო ხელოვნებამ დასაბამიდან დღემდე. სახელმძღვანელოს მიზანი არ არის პროფესიონალი მხატვრის, მოქანდაკის ან არქიტექტორის აღზრდა, მაგრამ მისი კონცეფცია ეფუძნება ერთ მეტად მნიშვნელოვან ჭეშმარიტებას: ყველას აქვს უნარი განივითაროს მშვენიერების დანახვისა და აღქმის უნარი! ამისთვის აუცილებელია გარკვეული ცოდნის მიღება, უნარ-ჩვევების გამომუშავება და გემოვნების ჩამოყალიბება. სწორედ ამას შეუწყობს ხელს ჩვენი სახელმძღვანელო-კომპლექტი „ხელოვნება და შემოქმედება“ (I-VI კლასებისთვის).