თუ ცნობილ თანამედროვე მწერალს, ელიფ შაფაქს დავესესხებით, "თითოეულ ჩვენგანში, შესაძლოა, ჩვენთვისვე გაუცნობიერებლად ცხოვრობს შემოქმედი ადამიანი, უბრალოდ, ზოგჯერ ცხოვრება ისე გადის, რომ, შესაძლოა, ჩვენი ნიჭის გამოვლენის შესაძლებლობა გარემოებამ არ მოგვცეს." "პალიტრა L"-ის ლიტერატურული კონკურსის - "გახდი ბესტსელერის ავტორი" გამარჯვებულებმა ამ უნიკალური შანსის გამოყენება ნამდვილად შეძლეს და უახლოეს მომავალში, გამომცემლობის დახმარებით, ბესტსელერების ავტორებადაც მოგვევლინებიან. ია კარგარეთელი, თამუნა შენგელია (დოდჯსონი), თათული ღვინიანიძე, თორნიკე ზვიადაური და შორენა ხუხუა სწორედ ის ადამიანები არიან, რომელთა წიგნებიც მალე უამრავი ოჯახის ბიბლიოთეკას დაამშვენებს. ხუთივე გამარჯვებულმა საამისოდ საინტერესო გზა გაიარა.

კონკურსი 20 მარტს დაიწყო და სამი თვე გაგრძელდა. ამ ხნის განმავლობაში საზოგადოებას ჰქონდა შესაძლებლობა, შეეფასებინა მათი შემოქმედება და საკუთარი პოზიცია გამომცემლობის ვებგვერდზე ხმის მიცემით გამოეხატა. ხალხთან ერთად, ნამუშევრები ობიექტურმა და კვალიფიციურმა ჟიურიმაც შეაფასა. ჟიურის წევრები იყვნენ: ლევან ბერძენიშვილი - ლიტერატურათმცოდნე, ზაალ ჩხეიძე - ლიტერატურათმცოდნე, მარიკა დარჩია - საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი, ივანე ამირხანაშვილი - კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, რამაზ ჭილაია - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

წესების მიხედვით, 300-მდე შემოსული ნამუშევრიდან 10 საუკეთესო მკითხველმა შეარჩია, 5 - ჟიურიმ, გამარჯვებული კი მათგან მხოლოდ ხუთი კონკურსანტია: თათული ღვინიანიძე, შორენა ხუხუა და თორნიკე ზვიადაური ხალხის რჩეულები გახდნენ, ია კარგარეთელი და თამუნა შენგელია კი ჟიურის ფავორიტებად დასახელდნენ.

ია კარგარეთელი, დიზაინერი, მომავალი მწერალი: - ბავშვობიდან ვწერ და სულ ვოცნებობდი, საქართველოში ისეთი ლიტერატურული კონკურსი ჩატარებულიყო, რომელიც ჩემნაირ ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ შესაძლებლობა, წიგნი დაბეჭდონ და საკუთარი ნიჭი ხალხს გააცნონ, შანსს მისცემდა. სწორედ ასეთი აღმოჩნდა "პალიტრა L"-ის კონკურსი, რომლისთვისაც სპეციალურად დავწერე რომანი. ამ კონკურსმა ყველას დაგვანახა, რომ ნიჭი მართლაც ფასდება.

თათული ღვინიანიძე, სტუდენტი, მომავალი მწერალი: - ისეთი კონკურენცია იყო, ნამდვილად არ ვიყავი დარწმუნებული, რომ გამარჯვებას შევძლებდი. მადლობას ვუხდი თითოეულ ადამიანს, ვინც ჩემი ნაწარმოები წაიკითხა, მოეწონა და მხარი დამიჭირა. მადლობა "პალიტრა L"-ს იმისთვის, რომ ადამიანებს, ვისაც ფინანსური შესაძლებლობა არ გვაქვს, წიგნი დავბეჭდოთ, ამის შაანსი მოგვცა.


თორნიკე ზვიადაური, სტუდენტი, მომავალი მწერალი: - კონკურსში გამარჯვებამ საკუთარ შესაძლებლობებში დამარწმუნა, რადგან აქამდე სულ მეშინოდა, რომ ჩემი ნაწარმოებები ხალხს არ მოეწონებოდა. კონკურსმა ყველას მოგვცა იმედი, რომ ცხოვრებაში ერთი შეხედვით აუხდენელი ოცნებებიც სრულდება.

თამუნა შენგელია, ფსიქოლოგი, მომავალი მწერალი: - მთელი კონკურსის განმავლობაში უცნობი ადამიანები, მათ შორის, კონკურენტებიც მწერდნენ, რომ ჩემი შემოქმედება მოსწონდათ. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იყო ჩემს ცხოვრებაში. კონკურსმა თავდაჯერებულობა შემმატა. ეს პირველი წარმატებული ნაბიჯია იმისთვის, რომ ბრძოლა გავაგრძელო.

შორენა ხუხუა, ფილოლოგი, მომავალი მწერალი: - მცირე მასშტაბის კონკურსებში ადრეც ვმონაწილეობდი, თუმცა რომანის დაწერაზე არასოდეს მიფიქრია, უფრო ჩანახატებს ვწერდი. ბოლომდე ვერ ვიჯერებ, რომ ბესტსელერის ავტორი ვხდები. ეს სტატუსი დიდ პასუხისმგებლობას მაკისრებს...

კონკურსი საინტერესო შესაძლებლობა აღმოჩნდა მკითხველებისთვისაც. როგორც ლიტერატურის მოყვარული მაია შარაშენიძე ამბობს, მკითხველს იშვიათად ეძლევა შესაძლებლობა, დასაბეჭდი ლიტერატურის შერჩევაში მონაწილეობა მიიღოს: - "პალიტრა L-"ის კონკურსმა ჩვენ, მკითხველებს, უნიკალური შესაძლებლობა მოგვცა, შეგვერჩია ჩვენთვის საინტერესო ნაწარმოებები. დარწმუნებული ვარ, კონკურსში გამარჯვებულების შემოქმედება მსოფლიო ბესტსელერებსაც გაუწევს კონკურენციას.

კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორის“ მეორე ტურის განმავლობაში მკითხველებს სასურველი კონკურსანტისთვის ხმის მიცემა შეეძლებათ მხოლოდ ფეისბუქის საშუალებით. 1 ფეისბუქის ანგარიშიდან მხოლოდ ერთხელ. ამგვარი ცვლილება განპირობებულია შემდეგი მიზეზებით:

  1. ფეისბუქით ხმის მიცემის გაყალბება გულისხმობს სხვა პიროვნების ანგარიშის გამოყენებას ფარულად ან ახალი, ყალბი ანგარიშის შექმნას. ორივე შემთხვევა კი კონტროლდება თავად ფეისბუქის ოფიციალური ადმინისტრაციის მიერ.
  2. ყალბი ანგარიშების უმრავლესობა უქმდება თავად ფეისბუქის მონიტორინგის სამსხურის მიერ და, შესაბამისად, ამგვარი ხმები ანულირდება.
  3. სხვა პიროვნების ანგარიშის გამოყენება ფეისბუქის წესდების მიხედვით ისჯება კანონით, რასაც უზრუნველყოფს თავად ფეისბუქის ადმინისტრაცია. შესაბამისად, ყველას, ვინც მიმართავს ამ ხერხს, მოუწევს პასუხისგება კანონით გათვალისწინებული წესების დარღვევის გამო.
  4. ამგავრი ცვლილება გვაძლევს საშუალებას უცხოეთში მცხოვრებ ემიგრანტებსაც კვლავ მივცეთ ხმის მიცემის უფლება, რათა აქტიურად ჩაერთონ ბესტსელერის ავტორის გამოვლენის პროცესში, რაც აქამდე უცხოური აიპი მისამართების დაბლოკვის გამო შეზღუდული ჰქონდათ.

კონკურსანტები, რომელებიც შეეცდებიან ხმების გაყალბებას, კონკურსს გამოეთიშებიან.

 

 

 

პირველი ტურის გამარჯვებულები:

1. თორნიკე ზვიადაური 
2. ია კარგარეთელი 
3. ანა მაწკეპლაძე 
4. შორენა ხუხუა 
5. ანუკი შატაკიშვილი 
6. თათული ღვინიანიძე 
7. ნათია სააკაშვილი 
8. გიორგი ჩაჩაჩხიანი 
9. ბექა შამათავა 
10. ანა კალანდაძე

ჟიურის რჩეული:

1. ივანე ჯაფარიძე 
2. ალისა დოდჯსონ 
3. ნოდარ მამაცაშვილი 
4. ნუგზარ ღვალაძე 
5. გიორგი მანელი

კონკურსში გამარჯვებულები
შორენა ხუხუა
შემოვალ ეტლით (ნაწილი II)
თორნიკე ზვიადაური
არსება (ნაწილი II)
ალისა დოდჯსონ
რაფლეზია (ნაწილი II)
თათული ღვინიანიძე
აღიარება ხელისგულზე (ნაწილიII)
ია კარგარეთელი
უზირული ღაზალი (ნაწილი II)
„ნუ დაელოდებით მუზას, დაჯექით, იმუშავეთ და ის თქვენთან თავად მოვა“ - სტივენ კინგის 12 რჩევა, თუ როგორ დავწეროთ წიგნი

როგორც უკვე იცით, გამომცემლობა ”პალიტრა L”-ის ლიტერატურული კონკურსი - ”გახდი ბესტსელერის ავტორი” უკვე დაიწყო. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც დამწყებ, ასევე უკვე კარგად ცნობილ მწერლებს (იხილეთ პირობები). - როგორ დავწეროთ ბესტსელერი? - ამ კითხვის პასუხად, ჯოან როულინგის რჩევები უკვე შემოგთავაზეთ, ამჯერად ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ამერიკელი მწერლის, სტივენ კინგის რეკომენდაციებს შემოგთავაზებთ. კინგი, რომელიც მრავალი ბესტსელერის ავტორია და რომლის წიგნების მიხედვით უამრავი ფილმია გადაღებული, საიდუმლოებებს გვიმხელს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შევქმნათ საინტერესო ნაწარმოები.
1. ბევრი იკითხე და ბევრი წერე თუ გინდა იყო მწერალი, პირველ რიგში ეს ორი რამ უნდა გააკეთო: ბევრი იკითხო და წერო.
2. ცუდი წიგნი უფრო მეტს გასწავლის, ვიდრე კარგი ყველაზე კარგად ისწავლი, რა არ უნდა გააკეთო, როცა ცუდ პროზას კითხულობ.
3. კარგი წიგნი, მკითხველ მწერალს - სტილს ასწავლის კარგი წიგნები მწერალს ასწავლის სტილს, გადმოცემის ფორმას, სიუჟეტის განვითარებას, რეალისტური პერსონაჟების შექმნას და სიმართლის თქმის უნარს. 
4. აკეთე ის, რაც მოგწონს თუ იპოვი იმას, რის ნიჭიც გაქვს, იქამდე უნდა აკეთო ის, ვიდრე თითებიდან სისხლი არ წამოგივა და თვალები ბუდიდან გადმოცვენას არ დააპირებს. მაშინაც კი, როცა არავინ გისმენს, არავინ კითხულობს, ან გიყურებს, ყოველი ასეთი ქმედება - ოსტატური სპექტაკლია, რომელშიც შენ, როგორც შემოქმედი - ბედნიერი ხარ.
5. მუშაობა მშვიდ გარემოში შენ გჭირდება კაბინეტი, რომელსაც აქვს კარი. დახურული კარი - ეს არის საშუალება, უთხრა მთელს მსოფლიოს და საკუთარ თავს, რომ სრული სერიოზულობით იწყებ საქმის კეთებას და იწყებ წერას.
6. დაისახე მიზანი შენ უნდა დაისახო კონკურეტული მიზანი სამუშაო დღისთვის. მე გთავაზობ დღეში 1000 სიტყვას! დასაწყისისთვის, შეარჩიე ერთი დღე კვირაში, განმარტოვდი კაბინეტში, დახურე კარი და დაიწყე 1000 სიტყვის ფურცელზე გადატანა.
7. თავიდან მოიშორე ყველაფერი, რაც ყურადღებას გიფანტავს კაბინეტიდან გაიტანე ტელეფონი, ტელევიზორი და სხვა სულელური ხელისშემშლელი ვიდეო თამაშები. ფანჯარას კი ფარდა ჩამოაფარე.
8. ხმაური თუ სიწყნარე? მოცემული პუნქტი თქვენს ინდივიდუალიზმზეა დამოკიდებული. მაგალითად მე, ხმამაღალი მუსიკის ქვეშ ვწერ. როდესაც წერ, ხომ გინდა, ამ სამყაროდან წახვიდე? რა თქმა უნდა! როდესაც წერ, შენ საკუთარ სამყაროს ქმნი.
9. ნუ დაელოდები მუზას, დაიწყე მუშაობა და ის თავად მოგძებნის
10. რაზე უნდა წერო? შეხვედი კაბინეტში, დახურე კარი, ჩამოუშვი ფარდა, ტელეფონი გამორთე. განეწყვე, რომ 1000 სიტყვა უნდა დაწერო და მაშინვე ჩნდება კითხვა: რაზე უნდა დავწერო? სერიოზული პასუხი: რაზეც გინდა! მთავარია, სიმართლეს ამბობდე. თუ დეტექტივი მოგწონს, დეტექტივი დაწერე. დაწერე რაც გინდა, შემდეგ მას სიცოცხლე შთაბერე და უნიკალური გახადე, დაუმატე ის, რაც იცი: მეგობრობა, სიყვარული, სექსი, ცხოვრების შენეული ხედვა. მე ღრმად მწამს: წიგნებს არ წერენ, წიგნი თავად იწერება.
11. კარგი აღწერა + ისტორიის მოყოლა = საინტერესო წიგნს აღწერა - აი, რა ხდის მკითხველს შენი ისტორიის მონაწილედ. აღწერე ისე, რომ მას კანზე უხილავმა ჭიანჭველებმა გადაურბინონ. ზედმეტად გაწელილი ახსნა მკითხველს სწრაფად ბეზრდება, მას არც „ძუნწური“ თხრობა მოსწონს. საიდუმლო -ოქროს შუალედის დაცვაშია.
12. დიალოგები გეხმარება გმირების ხასიათის განსაზღვრაში დიალოგი არის კარგი საშუალება, მოუსმინო საკუთარ პერსონაჟებს და მათი ხასიათი უკეთ გაიგო. დაიმახსოვრე: არასოდეს მოყვე ის, რისი ჩვენებაც შეგიძლია! ჩემი აზრით, საუკეთესო ნაწარმოები ყოველთვის ადამიანებზეა და არა მოვლენებზე. სტივენ კინგი აქტიურად თანამშრომლობს რედაქციებთან. მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა, როდესაც რედაქცია გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს მწერალს. მაგალითად, ეუბნება ჟანრს და რომანის მოცულობას. მწერალი კი თავის მხრივ, ამას ითვალისწინებს და იწყებს წერას. ასე, რომ თუ წერა კარგად გამოგდით და გაქვთ ამბიცია, დაწეროთ ბესტსელერი, ნუ დაელოდებით მუზას, როგორც თავად კინგი იტყოდა, დაიწყეთ მუშაობა და ის თვითონ მოგძებნით. გისურვებთ წარმატებებს!
ჩემი აზრით ეს არის არაჩვეულებრივი კონკურსი, შეიძლება ამ კონკურსმა მართლა საოცარი ავტორი აღმოაჩინოს. სულ მცირე ეს იქნება ახალი ემოციების და სიახლეების შემომტანი ჩვენს გულებში ქართველი ავტორებისგან. დღეს ქართული რეალობა უკვე ისეთია, რომ მჯერა ქართველი ავტორები ამას შეძლებენ, ისინი არიან ღრმად მოაზროვნ ადამიანები, რომლებიც სხვანაირად ხედავენ ჩვენს ყოფას, არა ისე როგორც რამოდენიმე წლის წინ.

ბავშვებოაში მეგონა, რომ კარგი წიგნი არის ის რომელიც ღამეებს გამათენებინებდა, შემდეგ როცა წამოვიზარდე ვფიქრობდი რომ კარგი წიგნი იყო ის რომელიც მაფორიაქებდა, განცდებს მიტოვებდა, შემდგომ უკვე ვფიქრობდი რომ კარგმა წიგნმა რაღაც უნდა დამიტოვოს, გამიჩინოს სურვილი რომ სხვასაც გავუზიარო. დღეს მიმაჩნია რომ კარგი წიგნი არის ის, რომელიც ზუსტად ასახავს შენს სათქმელს, წიგნი რომელიც გათქმევინებს "ამაზე ხომ მეც მიფიქრია?!" თუმცა არა ასე სიღრმისეულად როგორც მოცემული წიგნი გვაფიქრებს. 
I ტური
  1. როდემდე გაგრძელდება საკონკურსო ნაწარმოებების მიღება ?
    საკონკურსონაწარმოებებისშემოტანისბოლოვადაა 30 აპრილი,  მანამდე ნებისმიერ დროს შეგიძლიათ რომ გამოგზავნოთ შემდეგ მისამართზე ნაწარმოებები:  konkursi@palitra.ge, რის შემდეგაც კონკურსის კურატორი დაგიდსტურებთ ფაილის მიღებას. თუ ასე არ მოხდა გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე: 551622643
  2. რა სიდიდის უნდა იყოს ნაწარმოები და რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს?
    ნაწარმოები უნდა იყოს აუცილებლად რომანი - ხოლო I ტურში უნდა გამოაგზავნოთრომანისდასაწყისი 20-დან 50 Word-ისგვერდამდე 12-იანი sylfaen-ით. თუ გამოზაგვნილი ტექსტი გადააჭარბებს Word-ის 50 გვერდს, არ მიიღება, და შესაბამისად ხელმეორედ უნდა მოგვაწოდოთ შემოკლებული ნაწარმოები.
  3. რომელი ჟანრისა და თემატიკის ნაწარმოებები განიხილება ?
    ლიტერატურული ჟანრი -რომანი
    თემატიკა - თავისუფალი.
  4. როდის დაიწყება და რამდენ ხანს გასტანს ხმის მიცემის პროცედურა?
    ხმისმიცემადაიწყება 2 მაისიდანდაგაგრძელდება 20 მაისისჩათვლით. გამოგზავნილი ნაწარმოებები აიტვირთება 2 მაისს ჩვენს ვებგვერდზე: http://www.palitral.ge/literaturuli-konkursi, რის შემდეგაც ყველას შეეძლება 24 საათში ერთხელ მისცეს ხმა მისთვის სასურველ ნაწარმოებს (ან ნაწარმოებებს).  ამის პარალელურად ჟიურიც შეაფასებს ნაწარმოებებს და შეარჩევს 5 ნაწარმოებს.
  5. როდის გახდება ცნობილი I ტურის შედეგები და რამდენი კონკურსანტი გადავა მეორე ტურში?
    22 მაისსგამოვლინდებიან  I ტურისგამარჯვებულები  (მაქსიმუმ 15 კონკურსანტი: 10 ხალხისმიერშერჩეული, 5 კი  - კონკურსისჟიურის).
  6. როდის  დაიწყება II ტური?
    23 მაისიდანდაიწყება II ტური.
  7. რა ევალებათ II ტურში გადასულ კონკურსანტებს?

II ტურში გადასულმა კონკურსანტებმაუნდაგამოგზავნონუკვემოწოდებული საკონკურსონაწარმოებისგაგრძელება 30-დან 60 Word-ისგვერდამდედა ასევე ნაწარმოების სრული ფაბულა.

8. საბოლოოდგაიმარჯვებს 5 კონკურსანტი, რომელთაგან 3-სხალხიაარჩევს, ხოლო 2 ჟიურისრჩეულიიქნება.
ბევრი დამწყები მწერალი ოცნებობს დაწეროს წიგნი, რომელიც ბესტსელერი გახდება. წიგნი, რომელმაც შესაძლოა ცნობილ მწერლადაც გაქციოთ. თუ ჯერ არ დაგიწერიათ ბესტსელერი, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ნიჭი არ გაქვთ. თუ წერა კარგად გამოგდით და საკმარისი ნებისყოფა გაგაჩნიათ, რატომ არ უნდა სცადოთ?

ამ შანსს “გამომცემლობა პალიტრა L” გაძლევთ, რომელსაც ქართველი მწერლების პოპულარიზაცია, ახალი მწერლების აღმოჩენა და მათი ბესტსელერის ავტორებად ქცევა აქვს გადაწყვეტილი. თუ ლიტერატურულ კონკურსში მონაწილეობა გადაწყვიტეთ და არ იცით, საიდან ან როგორ დაიწყოთ ბესტსელერის წერა, ეს რჩევები ძალიან დაგეხმარებათ.

ჯოან როულინგი მსოფლიო ბესტსელერის ავტორია! „ჰარი პოტერმა“ მწერალს მსოფლიო პოპულარობა და მილიონები მოუტანა.
ჯოან როულინგი:

- ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც „ჰარი პოტერის“ პირველი წიგნი გამოიცა, ყველა მხრიდან დამაყარეს კითხვები: „როგორ დავწეროთ ბესტსელერი?“ თავიდან, მე გულახდილად ვპასუხობდი ყველას, რომ არ ვიცი. რომ უბრალოდ, დავწერე წიგნი ბიჭზე, რომელიც შინაგანი სამყაროთი და შესაძლოა ბედითაც - მე მგავდა... მაგრამ ჩემი არავის სჯეროდა.

ყველა თვლიდა, რომ მე ლიტერატურული წარმატების ჯადოსნურ ფორმულას ვფლობდი, რომელიც ჰარიზე მუშაობის დროს გამოვიყენე. გადიოდა წლები. მიუხედავად ჩემი დიდი მცდელობისა, გულახდილად მომეყოლა, თუ როგორ ვმუშაობდი წიგნზე, ისევ და ისევ ერთსა და იმავე შეკითხვას მისვამდნენ: - „როგორ დავწეროთ ბესტსელერი?“

ერთ მშვენიერ დღესაც, ამან იმდენად გამაღიზიანა, რომ საკუთარ თავს ვუთხარი: „ თუ ადამიანები ასე ჯიუტად გეკითხებიან ერთსა და იმავეს, იქნებ გეცადა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა?“ და გავიფიქრე: იქნებ მართლაც არსებობს რაღაც ფორმულა, რომელიც ჩემს წიგნებშია ჩადებული და მე ის ვერ შევამჩნიე?

დავიწყე ამ მიმართულებით მუშაობა. გადავიკითხე საკუთარი წიგნები არა როგორც ავტორმა, არამედ როგორც მკითხველმა. წავიკითხე სხვა მწერლების აღიარებებიც და ახლა უკვე მგონია, რომ ასეთი ფორმულა ვიცი.

მაშ, ასე! როგორ დავწეროთ ბესტსელერი

1. დავიწყებ იქიდან, რომ არ არსებობს შეზღუდვა ჟანრის არჩევისას. ბესტსელერი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ჟანრის წიგნი. რომანიდან დაწყებული - დოკუმენტური ნაწარმოებით დამთავრებული. მთავარია, მკითხველმა თავი კომფორტულად იგრძნოს კითხვის დროს. მკითხველი ძალიან მალე შეწყვეტს რთული და გაურკვეველი ტექსტის კითხვას.

ადგილს და დროს მნიშვნელობა არ აქვს. რაც უფრო დიდი მოცულობისაა წიგნი, მით მეტი შანსი აქვს ბესტსელერად იქცეს. მთავარია, მკითხველის გული მოიგოთ.

2. განსაზღვრეთ მკითხველთა აუდიტორია

პირველ რიგში, თქვენ უნდა წარმოიდგინოთ, ვინ წაიკითხავს თქვენს წიგნს. ეცადეთ თქვენი პოტენციური მკითხველების (თუ გყავთ ასეთი) ჯგუფში რაც შეიძლება მეტი ადამიანი დააგროვოთ.

3. დასაწყისშივე მიეცით მათ გამოცანა (საიდუმლო, თავსატეხი), რომელსაც მხოლოდ ბოლოს გახსნით.
თქვენ მკითხველთა ყურადღება უნდა დაიპყროთ. პირველ სამ თავში მათ რაიმე საინტერესო საიდუმლო წარუდგინეთ. გახსოვთ, როდის შეხვდა პირველად ჰარი პოტერი დაუძინებელ მტერს? - პირველ რომანში. და როდის იყო მათი უკანასკნელი შეხვედრა? მართალია, - სულ ბოლოში. ამასთან, არავინ იცოდა (არც მე) რით დამთავრდებოდა ეს შეხვედრა.
ამიტომ გახსოვდეთ, რაც უფრო საინტერესო საიდუმლო-თავსატეხს შესთავაზებთ დასაწყისში მკითხველს, მით უფრო დიდი ინტერესით წაიკითხავენ თქვენს წიგნს.

4. ოცნებების ასრულება

გაიხსენეთ მდგომარეობა, რომელიც ყველას განგიცდიათ. ღამით, ძილის წინ, თქვენ წვებით საწოლში და ოცნებობთ თქვენთვის ყველაზე სანუკვარ რამეზე. აქციეთ თქვენი წიგნი „ადგილად“, სადაც თქვენი მკითხველების ოცნებები ახდება.

5. აჩუქეთ მკითხველს ახალი სამყარო

ამისთვის უნდა შექმნათ ახალი სამყარო. დიახ, უნდა შექმნათ და არა შეცვალოთ არსებული. რეალური სამყაროს კარგად ცოდნა არ მისცემს მკითხველს საშუალებას, დაგიჯეროთ. ისინი იტყვიან: მე აქ ვცხოვრობ და ვიცი, რომ მსგავსი რამ არ მოხდება.
მე ძალიან გამიმართლა, არარსებული სადგური რომ მოვიფიქრე არსებულში. ან კედლები, რომლებიც უხილავ, მაგრამ არსებულ სამყაროს მალავენ...

6. აგრძნობინეთ თავი დაუცველად

ამის გარეშე არც ერთი დიდი რომანი არ არსებობს. მკითხველს აქვს სამყარო, სადაც თავს კარგად გრძნობს, იცის, რომ ამ სამყაროში მისი ოცნებები ასრულდება. უცბად, მას თავს უსიამოვნებები ატყდება. სასურველია, უსიამოვნებები მკითხველს კი არა, გმირს შეემთხვეს. სწორედ წიგნის გმირია მკითხველის გიდი მწერლის სამყაროში.

შექმენით გმირისთვის დაბრკოლება, რომლის გადასალახად ის მკითხველთან ერთად იბრძოლებს, იტირებს, გაიცინებს და გაიმარჯვებს.

მაშ, ასე! დიდი ლიტერატურული კონკური იწყება! კონკურსზე უნდა წარადგინოთ თქვენი დაწერილი, გამოუქვეყნებელი მხატვრული ნაწარმოების (რომანი) პირველი რამდენიმე თავი (გამოგზავნილი ტექსტი უნდა შეადგენდეს 20-დან 50-მდე Word-ის გვერდს). ჟანრში თავისუფალი ხართ. ასე რომ, დაელოდეთ! დაწვრილებით ინფორმაციას და კონკურსში მონაწილეობის პირობებს სულ მალე ჩვენი ვებგვერდის: www.palitral.ge და ასევე ჩვენი სოციალური ქსელის - Palitra L Publishing -ის მეშვეობით გაიგებთ.

გაუზიარეთ სტატია მათ, ვისაც წერა ეხერხება.

გისურვებთ წარმატებებს!
ლევან ბერძენიშვილი
ივანე ამირხანაშვილი
ია კარგარეთელი
რამაზ ჭილაია
შორენა ხუხუა
ზაალ ჩხეიძე
ლევან ბერძენიშვილი საუბრობს კონკურსის შესახებ
თათული ღვინიანიძე
მარიკა დარჩია
კონკურსი "გახდი ბესტსელერის ავტორი"