თინეიჯერული ლიტერატურა
ლაია მონაა.
ელიასი ჯარისკაცი.
არც ერთი არ არის თავისუფალი.
მეომართა იმპერია დაუმორჩილებლობას არავის აპატიებს. ვინც იმპერატორს არ უერთგულებს, მას სიკვდილი ელის. სამხეცეთში, რომელიც ძველი რომის ანარეკლია, ლაია ბებიასთან, პაპასა და უფროს ძმასთან ერთად ცხოვრობს. მის ძმას სახელმწიფო ღალატისთვის აპატიმრებენ, ბებია-პაპას კი თვალწინ უკლავენ. ძმის გადარჩენის სურვილი დიდი საფრთხის ქვეშ აყენებს ლაიას, მაგრამ სხვა გზა არ არის, გადაწყვეტილება მიღებულია – დახმარების სანაცვლოდ ის იმპერიის უდიდეს სამხედრო აკადემიაში ჯაშუშობას იწყებს!
ელიასი აკადემიის ყველაზე წარჩინებული მებრძოლი და უსასტიკესი კომენდანტის შვილია. მაგრამ იმავე დროს, ის მეამბოხეა და წარმატებების მიუხედავად, სურს, თავი დააღწიოს ტირანიას.
ელიასისა და ლაიას შეხვედრა ნამდვილი ბედისწერაა. რა ელოდება მათ კავშირს, რა წინააღმდეგობები შეხვდებათ და დააღწევენ თუ არა თავს იმპერიას? იოლი არ არის გადაურჩე ტირანიას მაშინ, როცა თვით იმპერატორიც კი მისი მსხვერპლია.
მთარგმნელი: არჩილ კიკვაძე