თინეიჯერული ლიტერატურა
ჩელენჯერის ღრმული დედამიწის ყველაზე ღრმა წერტილია, ზღვის დონის დაბლა
10 994 კმ-ზე, წყნარ ოკეანეში მდებარეობს და საიდუმლოებებით არის მოცული. ასეთივე იდუმალია შიზოფრენიით დაავადებული ადამიანის გონება ‒ ღრმა და მიუწვდომელი სურათების, სახეების, ამბების საუფლო. მისი ხილვა მაშინ არის შესაძლებელი, თუკი კეიდენ
ბოსხის თხრობას მიჰყვებით, მასთან ერთად ახვალთ საზღვაო ხომალდზე, საოცარი ეკიპაჟის წევრობას გაბედავთ და ფსიქიატრიულ კლინიკასა და ოკეანის სივრცეებს შორის  ჩაიკარგებით; თუკი არაფრის შეგეშინდებათ, ღრმულისკენ ცურვას არ შეწყვეტთ და უფსკრულის უღრმეს წერტილამდე ჩაჰყვებით კეიდენს. ოღონდ უნდა გახსოვდეთ, იმ ამოუხსნელ გონებაში მოხვედრის შემდეგ, რეალურობის გადამოწმება შეუძლებელი იქნება!
რაც მთავარია, ენდეთ ავტორს, ნილ შუსტერმანმა ჩელენჯერის უფსკრულში შვილთან ერთად იმოგზაურა.
მთარგმნელი: ანა აბულაშვილი