თინეიჯერული ლიტერატურა
ქვეყანაში, სადაც მაგია გამქრალია და რომელსაც დამპყრობელი მეფის რკინის ხელი მართავს, სასახლეში იხმობენ ასასინს. ის იქ მიდის არა მეფის მოსაკლავად, არამედ თავისუფლების მოსაპოვებლად. თუ შეჯიბრებაში ოცდასამი დამნაშავის დამარცხებას შეძლებს, მეფის პირად მცველად დანიშნავენ, ოთხი წლის შემდეგ კი ამ სასტიკ
გარემოსა და დაუნდობელ ადამიანებს სამუდამოდ მოშორდება. მას სელენა სარდოტიენი ჰქვია.
ის ტახტის პრეტენდენტია, სამეფო გვარდიის კაპიტანი კი − მისი საიმედო დამცველი.
შუშის სასახლეში ბოროტება ჩაბუდებულა, რომელიც სწორედ სელენამ უნდა დაამარცხოს. თითქმის ყოველდღე თითო მებრძოლი კვდება, საიდუმლოს ამოხსნა კი არავის შეუძლია. თავისუფლებისთვის ბრძოლა გადარჩენისთვის ბრძოლად გადაიქცა!