თინეიჯერული ლიტერატურა
პენი პორტერი და ნოე ფლინი ისევ ერთად არიან – ეს ყველამ იცის. თუმცა, მათ ცხოვრებაში სიახლეც ბევრია: „სამუდამო უარი ონლაინს“ – ეს ბლოგერ პენის გადაწყვეტილებაა! საგასტროლო ტურნე ევროპის გარშემო – ეს კი როკერ ნოეს ოცნების ახდენაა! რაც მთავარია, ნოე სამოგზაუროდ პენისაც ეპატიჟება.
შეყვარებულ წყვილს თავბრუდამხვევი თავგადასავალი და დიდი გამოცდა ელის! ჩემოდნები ჩალაგებულია. გეგმა შედგენილი. წინ ბერლინი, რომი, პარიზია! როგორ გამოიჩენენ თავს ექსტრემალურ სიტუაციაში, ან როგორ გაუმკლავდებიან განსაცდელს, როცა სიუჟეტი დეტექტივივით განვითარდება? ოჯახი და მეგობრები პენის დასახმარებლად მუდამ მზად არიან, თუმცა გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ მან უნდა მიიღოს.