თინეიჯერული ლიტერატურა
„არ ილაპარაკოს“ მეორე ნაწილში პერსონაჟების ცხოვრება, უფრო რთული და ამაღელვებელია. მათი ფანტასტიკური და დაუჯერებელი თავგადასავალი ახალ ელფერს იძენს. არც შეეცადოდ გამოიცნოთ დასასრული, ეს შეუძლებელია!
მარიამ ნადირაშვილი, 16 წლის
ნორა მამაცი გოგონაა, რომელსაც ცხოვრება უამრავ მოულოდნელ საჩუქარს უმზადებს. მას ბევრი კითხვა აწუხებს და ბოლომდე იბრძვის, რათა ამ კითხ- ვებს პასუხები გასცეს. თუმცა, დიდი იმედგაცრუება მოელის, რადგან სიმართლე შეიძლება არც ისე სასურველი აღმოჩნდეს მისთვის.
მარიამ ნუცუბიძე, 17 წლის
ამ წიგნში ისტორია ბევრად უფრო საინტერესო და ჩამთრევი ხდება. ბევრ რა- მეს ვიგებთ ნორას წარსულის შესახებ. რომანტიკული ხაზი ამ ნაწილში უფრო წინ არის წამოწეული. ვითარდება საინტერესო და მოულოდნელი სიუჟეტი.
ლუკა ხვარეშია, 15 წლის
„გაიქეცი!“ _ ეს არის წიგნის მეორე ნაწილი, რომელმაც ჩემს წიგნებში ერთ-ერთი პირველი ადგილი დაიკავა! პირადად ჩემთვის „არ ილაპარაკო“ „ლიბერთინ- სის“ საუკეთესო წიგნია, რაც კი წამიკითხავს! პირველი ნაწილი იყო უზომოდ საინტერესო, ისეთი, პირველი წინადადების წაკითხვიდან ბოლო წინადადე- ბამდე თავს რომ ვერ ასწევ და საშინლად შეგიყვარდება! ნორასა და პაჩის დაუვიწყარი, არარეალური სიყვარული ბნელ ანგელოზს მფარველად აქცევს! ანგელოზი და ადამიანი! ეს ხომ წარმოუდგენელია, თუმცა ბეკა ფიცპატრიკი შე- სანიშნავად ამსხვრევს ამ მოსაზრებას.
თათა გოგალაძე, 14 წლის