თინეიჯერული ლიტერატურა
ეს სასიყვარულო დისტოპია ბევრად მეტს მოიცავს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, მეგობრებო. 15 წლის გოგოს სიმამაცე და მიზანდასახულობა ყოველგვარ საზღვარს სცილდება. ვფიქრობ, წინ მეტად საინტერესო და ამაღელვებელი სცენარი გელოდებათ.
ლუკა, 16 წლის
"ლეგენდა" ტიპური დისტოპია არ გეგონოთ. მერი ლუმ, თხრობის ორიგინალური სტილის გამოყენებით, ეს ემოციური ამბავი ორი მთავარი პერსონაჟის გადმოსახედიდან დაგვანახვა. დიახ, მთხრობელად გვევლინება როგორც მდიდრულ და უზრუნველ გარემოში გაზრდილი ჯუნი, ისე ძებნილი და დამნაშავედ შერაცხილი დეი. ამ ორი თინეიჯერის ისტორია უთუოდ მოგხიბლავთ და პირველი წიგნის დასრულებისთანავე ტრილოგიის მომდევნო წიგნებს მოუთმენლად დაელოდებით.
თაია, 19 წლის
"ლეგენდის" სამყაროში, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ტერიტორია ომის ქარცეცხლშია გახვეული . ორი დაპირისპირებული მხარე ყველაფერს აკეთებს გამარჯვებისთვის - საკუთარი მოსახლეობის გაწირვაზეც არ ამბობს უარს. მოსახლეობა კი მარიონეტებად ქცეულია, მას ელიტური საზოგადოება ომის მოსაგებად იყენებს. რესპუბლიკის საიდუმლოება, მისი ამოხსნის პროცესი, ჩახლართული სიუჟეტი და მთავარი პერსონაჟები წიგნს დაუვიწყარს ხდიან.
ნანუკა, 17წლის
"კიდევ ერთი დისტოპიური სამყაროს ფენტეზი", - გავიფიქრე, როდესაც ეს წიგნი პირველად ვნახე. გადავწყვიტე, წამეკითხა და მეპოვა მიზეზი, თუ რატომ გადარია ამ რომანმა მსოფლიო. კითხვის დასასრულს მივხვდი, რომ წიგნით გამოწვეული ემოცია მთელი ცხოვრება თან გამყვება.ნამდვილი საოცრება იყო.
ავთო, 14 წლის