თინეიჯერული ლიტერატურა
ლუის ლოური რევოლუციას ახდენს სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში. "ლურჯის ძიება" ისევე როგორც, "გამღები" არ არის ბანალური თემებით გაფორმებული რომანი. წიგნის მთავარი პერსონაჟი თინეიერი კირაა, რომელიც უნიკალურ ნიჭს ფლობს. ეს წიგნი ბევრ რამეზე დაგაფიქრებთ და ბევრ თემას კი ახალი კუთხით დაგანახვებთ. შემიძლია თამამა ვთქვა, რომ ეს Liberteens-ის გამორჩეული წიგნია.

გიორგი, 15 წლის
რომანში -"ლურჯის ძიებაში" - ყველას საყვარელიმწერალი, ლუის ლოური, გვიჩვენებს დისტოპიურ სამყაროს,სადაც ლურჯი ფერი არ არსებობს. წიგნის მთავარი გმირი თინეიჯერი გოგონა კირა,მიუხედავად თავისი ფიზიკური და სულიერი განსაცდელისა. თავის გადარჩენას ცდილობს. სიუჟეტი მძაფრად და უეცრად იცვლება, რაც გაიძულებთ წიგნი ბოლო გვერდამდე სულმოუთქმელად წაიკითხოთ. ეს "გამღების" გაგრძელება არ არის, თუმცა მათ შორის კავშირს მაინც იპოვით.
ზურა, 19 წლის
ეს წიგნი ჩენსფანტაზიას "კარს უღებს" და უამრავ გრძნობას ათავისუფლებს. საშუალებას გვაძლევს უკეთ წარმოვიდგინოთ "გამღების" დასასრული. მოდი, თავს ნება მივცეთ ამ საინტერესო ამბების დინებას გავყვეთ. ჩემი აზრით, "ლურჯის ძიების" წაკითხვა უფრო ღრმად დაგვაფიქრებს იმაზე, თუ რა არის მნიშვნელოვანი ამქვეყნად და ღირს თუ არა ამისთვის ბრძოლა მაშინაც კი, როდესაც ყველა შენი მოწინააღმდეგეა.
მარიამი, 18 წლის