თინეიჯერული ლიტერატურა
თავიდან, ამ წიგნის კითხვა იმიტომ დავიწყე, რომ მაინტერესებდა, რას წერდა ცნობილი და ყველასთვის საყვარელი ბლოგერი. თუმცა, შემდეგ მივხვდი, რამდენად ძლიერ შემიყვარდა  „ონლაინგოგო“. არა იმიტომ, რომ ზოის ნამუშევარია, არამედ იმიტომ, რომ არაჩვეულებრივია. კითხვისას ხშირად განვიცდიდი იმას, რასაც მთავარი პერსონაჟი განიცდის და მეგონა, მეც იმ ისტორიის მონაწილე ვიყავი. რა თქმა უნდა, წიგნისგან ბევრ მოულოდნელობასაც უნდა ელოდოთ. სწორედ ეს სძენს საკითავს ელფერს. გირჩევთ, ყველამ წაიკითხოთ და გაატაროთ თქვენი ცხოვრების რამდენიმე საათი ამ უსაყვარლეს წიგნთან, პერსონაჟებსა და ზოისთან ერთად.

ხატია, 17 წლის
„ონლაინგოგო“ არის წიგნი, რომელშიც დღევანდელი დღის პრობლემები კარგად არის წარმოჩენილი. პირადად კი ეს წიგნი მომეწონა იმიტომ, რომ ერთ-ერთი თემა, კიბერბულინგი, საქართველოშიც საკმაოდ აქტუალურია. ბევრი თინეიჯერი მთავარ გმირში საკუთარ თავს ამოიცნობს და მსგავსი პრობლემებისგან თავის დახსნასაც ისწავლის. „ონლაინგოგო“ აუცილებლად უნდა წაიკითხოთ.

ნანუკა, 17 წლის
თავდაპირველად წიგნის ბესტსელერობამ მიმიზიდა. კითხვა რომ დავიწყე, ვიფიქრე,მორიგი ბანალური ისტორია იქნებოდა. თუმცა, ძალიან შევცდი. ეს არის ორიგინალური და საყვარელი რომანი გოგონაზე, რომელის ინტერნეტსივრცეში ისეთი არ არის, როგორიც სინამდვილეში. თუმცა, როცა მას მშობლები ნიუ-იორკში წაიყვანენ, მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება.

თორნიკე, 14 წლის