თინეიჯერული ლიტერატურა
"ლაბირინთში მორბენლის" ტრილოგიის პირველი და მეორე ნაწილის კითხვისას ყველა მოვლენის თანამონაწილე ვიყავი - ვბრაზობდი, ვიბრძოდი, გავრბოდი, ვტიროდი, მიხაროდა წიგნის გმირებთან ერთად. "სიკვდილით განკურნება" ტრილოგიის სტანდარტული ფინალი არ არის. ყველა საიდუმლო ბოლომდე არ გაიხსნება, ყველა კითხვასაც არ გაეცემა ზუსტი პასუხი. თუმცა პერსონაჟები და მოვლენები თავგადასავლის დასრულების შემდეგაც აგრძელებენ მკითხველთან ურთიერთობას.
ბაია ,17 წლის
"სიკვდილით განკურნებას", ალბათ, ყველაზე ამაღელვებელი, ემოციურად დატვირთული და საიდუმლოებებით სავსე სიუჟეტი აქვს ტრილოგიის წიგნებს შორის. ბევრ სიახლეს გაიგებთ თქვენთვის კარგად ნაცნობი პერსონაჟების შესახებ, რომელთაგან ზოგი გულს გატკენთ,  ზოგიც გაგაოცებთ, მაგრამ მაინც ბოლომდე მიყვებით დაშნერის თხრობას და ამოხსნით "უკეთურის" საიდუმლოს.
თაია, 19 წლის
კორდელები ლაბირინთსა და ცეცხლით გამოცდას გადაურჩნენ, ახლა კი ელვარებისგან უნდა იპოვონ გადარჩენის გზა. ჯეიმზ დაშნერს არც თავისებური ინტრიგები დავიწყნია. ამიტომ, კარგად მოკალათდით და მეომზადეთ დაძაბული, მრავალფეროვანი და სიყვარულით აღსავსე სიუჟეტის წასაკითხად, რომელიც მეგობრებისა და სიძულვილის ბეწვის ხიდზე გადის.
გოგა, 15 წლის
გილოცავთ, თქვენ ხელთ გაქვთერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიო ბესტსელერი! წიგნი, რომელიც წამითაც არ მოგადუნებთ, გაგრძნობინებთ თავს უშიშარ შენქად, გაჩენებთ, რას ნიშნავს ნამდვილი მეგობრობა და გამოიწვევს თქვენში ემოციურ აფეთქებას. "სიკვდილით განკურნება" სავსეა მოულოდნელი მომენტებით და ამით ტრილოგიის სხვა წიგნებისგნა განსხვავდება. უბრალოდ, წაიკითხეთ და ისიამოვნეთ.
სერგი, 16 წლის