თინეიჯერული ლიტერატურა
შეგიძლიათ წარმოიდგინოთ საზოგადოება, სადაც სიყვარული დაავადებაა?! სწორედ ასეთი სამყარო შექმნა ლორენ ოლივერმა, რომელიც გულის სირრმეში ჩაგწვდება და დიდი ხანი არ მოგასვენებს. შეიძლება წიგნის კითხვისას ამორ დელირია ნევროზათი დაინფიცირდეთ, რომლის გვერდითი ეფექტებია: დელირიუმის კითხვისას გათენებული ღამეები, ალექსისა და ლენას ბედნისწერაზე ნერვიულობა და შემდეგი ნაწილისათვის სულმოუთქმენელი მოლოდინი.
გოგა, 15 წლის
ალტერნატიულ სამყაროში, სიყვარულს უყურებენ, როგორც დაავადებას, რომელიც გარკვეულ ასაკში უნდა განიკურნოს. ადამიანს გრძნობებს ართმევენ და ამსგავსებენ მექანიზმს, რომელსაც არანაირი შეგრძნება არ გააჩნია, ინსტინქტების გარდა. ეს წიგნი გრძნობებით აგავსებთ.
ლევანი, 16 წლის
ყველა წიგნს აქვს თავისი განსაკუთრებული მხარე, რომელიც მას უნიკალურს ხდის. ”დელირიუმის” უნიკალურობა კი მისი სტილია. ეს არ არის ისეთი წიგნი, რომელსაც უბრალოდ გადაშლი და წამში დაამთავრებ.. ის უნდა შეიგრძნო.. ყველა დეტალი უნდა წარმოიდგინო და უნდა ჩაუღრმავდე. მხოლოდ ამის შემდეგ მიხვდები, თუ რისი თქმა სურს ავტორს.
ნანუკა, 14 წლის
სანამ ამ წიგნის წაკითხვას დააპირებთ, გაფრთხილებთ, რომ შემდგომი 24 საათის განმავლობაში არაფერი დაგეგმოთ, რადგანაც ეს წიგნი ისე ჩაგითრევთ, ყველაფერი გადაგავიწყდებათ.  ეს არის განსხვავებული და ახალი ჟანრი ”დისპოტური რომანტიკა”. ზოგიერთ წიგნს შეუძლია გულში ძლიერად ჩაგწვდეს. ”დელირიუმმა” ეს მოახერხა და იმედი მაქვს, ამ წიგნის წაკითხვით ისეთივე სიამოვნებას მიიღებთ, როგორიც მე მივიღე.
ავთო, 14 წლის