თინეიჯერული ლიტერატურა

ვფიქრობ, ეს ზუსტად ის წიგნია, რომელიც მოდის მოყვარულ თინეიჯერებს, რომელთა რაოდენობაც საკმაოდ დიდია და, რომლებიც ხშირად გაუაზრებლად აიდეალებენ მოდელობის იდეას, ერთი მხრივ, დააინტერესებთ და ამავდროულად, დააფიქრებთ კიდეც, როდესაც მოდის ‘’შიდასამზარეულოს’’ პირისპირ, ფაქტობრივად, მარტონი აღმოჩნდებიან.

თაკო, 17 წლის

მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ მომეწონა ”გიკი გოგოს” მეორე ნაწილი - იაპონიაა. წიგნის ავტორი ჰოლი სმეილი ერთ დროს იაპონიაში ცხოვრობდა, ამიტომ ყველაფერი დეტალურად აქვს აღწერილი და ის დრო, როცა ჰარიეტი იაპონიის ქუჩებში დადის, ძალაუნებურად გაგრძნობინებს, თითქოს შენც მასთან ერთად მოგზაურობ, რაც ავტორის გამორჩეული წერის სტილის დამსახურებაა. კარგი იუმორი, საყვარელი პერსონაჟები და ერთგვარი twist დასასრული, მართლაც წიგნზე მიჯაჭვულს გხდის.

ზურა, 19 წლის

გსმენიათ ჰარიეტ მანერსზე? ის გიკია, მაგრამ, როგორც უნდა გაგიკვირდეთ, თავი მოდურ ინდუსტრიაში გამოიჩინა. თუმცა გიკიდან წარმატებულ მოდელამდე გზა, არც თუ ისე მარტივია. მისი ცხოვრება კარდინალურად იცვლება, მან ბევრი ახალი მეგობარი, მეტოქე და უბრალოდ, მოსიყვარულე ადამიანი გაიჩინა. გაინტერესებთ, როგორ შეძლო ეს? აუცილებლად წაიკითხეთ ჰარიეტის მორიგი საინტერესო ამბავი, რომელიც ყველა ჩვენგანის რეალობასთან ძალიან ახლოს დგას.

მარიამი, 14 წლის