თინეიჯერული ლიტერატურა
ხშირად მსმენია ომის ისტორიები სამხედრო პირებისგან, მწერლებისგან, ისტორიკოსებისგან, თუმცა იგი არასოდეს მოუყოლია სიკვდილს, სანამ ”წიგნის ქურდი”არ წავიკითხე. მიუხედავად იმისა, რომ ისტორიული წიგნები არ მხიბლავს, ამ წიგნმა დიდი ზეგავლენა მოახდინა ჩემზე და შემაცვლევინა გერმანელებზე აზრი, რომლებიც ზუზაკმა დადებით პერსონაჟებად წარმოგვიდგინა.
თეკლა, 17 წლის
წიგნის ქურდის ერთი სიტყვით დახასიათება რომ მთხოვონ, მე მას კეთილ წიგნს ვუწოდებდი, რადგან მეორე მსოფლიო ომის პერრიოდში  მიმდინარე შემზარავი პროცესების ფონზე მარკუს ზუზაკმა შესანიშნავად შეძლო ადამიანური სითბოს, თანადგომისა და მეგობრობის მკითხველამდე მოტანა.
თაია, 18 წლის
”წიგნის ქურდი” თითქმის ყველაზე საყვარელი წიგნია, რაც წამიკითხავს. მასში რაღაც ძალიან ძველი და თან მისტიკურია. არ ვიცი, კონკრეტულად რომელ ჟანრს მივაკუთვნო, თვითონაა ცალკე ჟანრი და ასეთი წიგნები ძალიან იშვიათია. ”სანთლით საძებარიო”, რომ იტყვიან,-ისეთია.
რეზი, 17 წლის
ეს არის წიგნი მეგობრობაზე, სიყვარულზე, თანადგომაზე და რაც მთავარია სიკეთისა და ბოროტების ბრძოლაზე. იმაზე, თუ როგორ ცვლის ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალები ყველაფერს. რეალიზმითა და სიცოცხლით სავსე წიგნია, რომელსაც ძალიან ბევრჯერ გადაშლით.
ბაია, 17 წლის
ამ წიგნის კითხვას რომ დაიწყებთ, გაჩერება და წიგნის გვერდზე გადადება გაგიჭირდებათ. ბევრი ადგილი ძალიან ემოციურია და ცრემლებიც კი წამოგივათ. თავს პატარა ლიზელის ადგილას იგრძნობთ და მის მწუხარებასა და სიხარულს გაიზიარებთ. მოკლედ, ვისაც წაკითხული არ გაქვთ, გილოცავთ, რადგან თქვენ მისი პირველად წაკითხვის ბედნიერება გელით.
ანი, 13 წლის