თინეიჯერული ლიტერატურა

ამ წიგნის კითხვისას ვერ დაიძინებთ და ვერც ვერაფერს შეჭამთ, უბრალოდ მოიმარჯვეთ წიგნი, კომფორტულად დასხედით, წინ ძალიან საინტერესო ისტორია გელოდებათ. მიას მშობლებზე მეტად მთელს წიგნში არავინ მომწონებია,  თუმცა ფურცლებზე მათ გარდა სხვა ბევრ საინტერესო პერსონაჟს შეხვდებით. წყვეტებიანი წიგნია, რომლის შინაარსი მოგონებებს მისდევს და ნელ-ნელა ავსებს მიასა და ადამის ისტორიას.  ბოლოს ბოლომდე ივსება, მაგრამ რაღაც მაინც რჩება, რაც მოსვენებას არ გაძლევს და დასურულებელ ფიქრს გიტოვებს. მაგრამ არ შეგეშინდეთ, ეს იტორია გაგრძლედება მეორე წიგნში: “Where She Went”, რისთვისაც რამდენიმე თვე ლოდინი ნამდვილად ღირს.

რეზი, 17 წლის

„თუ დავრჩები“- ზედგამოჭრილი წიგნია თინეიჯერებისთვის, რომელთაც მგრძანობიარე ხასიათი აქვთ. მეც ერთიერთი მათგანი ვარ. წიგნის კითხვის დროს თავი მთავარი გმირის ადგილზე დავაყენე და გრძნობა დამეუფლა, თითქოს ყველა გზას გავდიოდი, ისე როგორც მთავარი გმირი. ეს ავტორის პროფესიონალიზმზე მეტყველებს. ჩემი აზრით, ნაწარმოები გულგრილს არცერთ თინეიჯერს არ დატოვებს, რადგან მკაფიოდ ჩანს ამ ასაკისთვის დამახასიათებელი რეალური განცდები. მოკლედ, მოიმარაგეთ ხელსახოცები, რადგან წინ ემოციური ამბავი გელოდებათ.

თათა, 16 წლის

ვინაიდან დიდად არ მხიბლავს მსგავსი ჟანრის ლიტერატურა, თავდაპირველად ცოტა არ იყოს და შევყოყმანდი წამეკითხა ერთი რიგითი 18 წლის გოგონას ისტორია, რომელსაც ყველაფერი გააჩნია მოსიყვარულე ოჯახის, შესანიშნავი მეგობარი ბიჭის და კიდევ უკეთესი მომავლის ჩათვლი.  მაგრამ როგორც კი კითხვას შევუდექი, მაშინვე გავაცნობიერე, რომ ეს წიგნი არაფრით ჰგავდა აქამდე წაკითხულებს. ‘’თუ დავრჩები,’’ ეს არ არის წიგნი მხოლოდ მიასა და ადამის სასიყვარულო ამბავის შესახებ, ეს არის წიგნი იმ ორ შესაძლებლობას შორის არჩევანის გაკეთებაზე, რომელთაგანაც არც ერთი არ არის მარტივი და მგონია, რომ ერთ დღეს ამ არჩევნის გაკეთება ყველა ჩვენგანს მოუწევს.

თაკო, 16 წლის