დიდი ენციკლოპედია ღვინო

შემოუარეთ მსოფლიოს: საფრანგეთის სხვადასხვა რეგიონისა და ევროპის, შეერთებული შტატების, კანადის, ლათინური ამერიკის ვენახებს. არც სამხრეთ აფრიკა და ავსტრალია დაივიწყოთ, არც აზიის კონტინეტი და არც საქართველო!

წიგნში აღმოაჩენთ:
  • - მეღვინეობის ქვეყნებისა და რეგიონების 38 რუკას
  • - მსოფლიოს რეგიონებისა და ღვინოების 246 მონაცემთა სქემას
  • - 600-ზე მეტ უნიკალურ ფოტომასალასა და ღვინის მოსავლის წლების ცხრილებს
ისწავლეთ ღვინის არჩევა, შენახვა და დეგუსტაცია
  • - როგორ წავიკითხოთ ეტიკეტი
  • - როგორ შევიძინოთ ღვინო რეალურ ფასად
  • - როგორ მოვაწყოთ მარანი
  • - სწორად შევუხამოთ ერთმანეთს ღვინო და კერძი
  • - დავეუფლოთ დეგუსტაციის ხელოვნებას...
მევენახეობა
  • აღმოაჩინეთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ვენახები და ღვინოები:
  • - განსხვავებული ჯიშები
  • - ტერუარები და მათი თავისებურებები
  • - ღვინის დაყენების ეტაპები და დავარგების ტექნიკა...
ამოიცანით, შეარჩიეთ, შეინახეთ, დააგემოვნეთ მსოფლიოს ღვინოები
როდესაც ღვინო გატაცება ხდება, ის სამოგზაუროდ გეპატიჟებათ, მისი დაგემოვნება ხომ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილშია შესაძლებელი?! თუმცა გამორჩეული ღვინის მოძიება არც ისე ადვილი საქმეა. ეს წიგნი დაგეხმარებათ უკეთ გაეცნოთ ღვინოებს, გახდეთ ღვინის კომპეტენტური მოყვარული და მისი დახასიათებისას არ დაგაბნიოთ ისეთმა ტერმინებმა, როგორიცაა კამკამა, კრამიტისფერი, სხეულიანი, აბრეშუმივით რბილი...