გამომცემლობა პალიტრა L
გამომცემლობა პალიტრა L
გამომცემლობა პალიტრა L

გამომცემლობა პალიტრა L  „პალიტრა ჯგუფის” შვილობილი კომპანიაა, დაარსდა 2005 წელს, დღეს კი ქართულ საგამომცემლო სივრცეში ყველაზე დიდ და წარმატებულ გამომცემლობას წარმოადგენს.

ჩვენ გამოვცემთ წიგნებს ყველა ასაკისა და გემოვნების მკითხველისთვის. აქტიურად ვმონაწილეობთ საერთაშორისო გამოფენებსა და ფესტივალებში. ვთანამშრომლობთ მსოფლიოს წამყვან გამომცემლობებსა და სააგენტოებთან, როგორებიცაა: Desney, HarperCollins, Penguin Random House და სხვა.

წიგნების საშუალებით ყოველდღიურად ვურთიერთობთ ათასობით განსხვავებულ ადამიანთან, და მათთან ერთად ვქმნით იმ უდიდეს ფასეულობას, რასაც წიგნი, მისგან მიღებული ემოცია და განათლება ჰქვია.

გამომცემლობა ორიენტირებულია ხარისხსა და სიახლეებზე.  ჩვენ მკითხველს ჟანრობრივად მრავალფეროვან ლიტერატურას, საკითხავის უდიდეს პალიტრას ვთავაზობთ. კლასიკურ ლიტერატურასთან ერთად, აქტიურად გამოვცემთ თანამედროვე უცხოური პროზის თარგმანებს, საბავშო ლიტერატურას, ვცდილობთ, მაქსიმალურად ახლოს ვიყოთ ქართველ მკითხველთან, მივცეთ საშუალება, თავად ჩაერთოს წიგნის შერჩევასა და საგამომცემლო  პროცესში,  იკითხოს მხოლოდ საუკეთესო.

არსებობის მანძილზე ჩვენ არაერთი მნიშვნელოვანი, ინოვაციური და მასშტაბური პროექტი განვახორციელეთ. მათ შორისაა: „50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“, „საქართველოს ილუსტრირებული ისტორია“, „ლიბერთინსი“, „ლურჯი ოკეანე“ და სხვა.

„პალიტრა L “ წლის განმავლობაში 400-ზე მეტი დასახელების სხვადასხვა ჟანრის, ქართველი და უცხოელი ავტორის წიგნს გამოსცემს.

ჩვენ ვამაყობთ საკუთარი ისტორიითა და მიღწევებით, რაც სახელმწიფოში ქართული წიგნისა და ლიტერატურის განვითარებაში, საოჯახო ბიბლიოთეკების შექმნაში, ქვეყნის ისტორიისა და კულტურის მიმართ საზოგადოების ინტერესის გაღვივებასა და ახალი თაობის წიგნით დაინტერესებაში გამოიხატება.

 

 

 

 

ელფოსტაბეჭდვა