ბლოგი
ინგლისური ენის შესწავლა ჯოისის კლასიკით

ჯეიმზ ჯოისი -  "დუბლინელი გენიოსი" ასე ეძახდა მას ყველა თაობის წარმომადგენელი,რომელსაც რაიმე შეხება ჰქონია მის ნაწარმოებებთან, ჯოისის შინაგანი ინდივიდუალიზმი ყოველთვის იწვევდა დიდ დაინტერესებას  ლიტერატურის მოყვარულთათვის, მისი სამყარო კი იმდენად საინტერესო, მრავალფეროვანი და მიმზიდველია რომ, თუ ერთხელ მაინც შეაღწევ მის ლიტერატურულ-ლაბირინთში სადაც ჩათრეულს უკან გამოღწევა გიჭირს, ეს ჯოისეული ერთგვარი მაგიაა რომელიც აისახება მისი თხრობის მანერაში, წერის სპეციფიკაში.

დუბლინელები რომელიც მისი ერთ-ერთი საინტერესო და გახმაურებული  მოკლე მოთხრობათა კრებულია. ვფიქრობ  ახალგაზრდა თაობისთვის იქნება მსოფლმხედველობისტრანსფორმაციის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, რადგან როდესაც ჯოის კითხულობ, ახლიდან იბადები და ახალი გრძნობები გიყალიბდება, ახალი შეხედულებები, და სამყაროს ჯოისეული თვალით უყურებ. ცდილობს მარტივად მაგრამ ამავდროულად რთულად, ჩახლართულად გადმოსცეს მისი სათქმელი, რათა გამოგიმუშავოს ფიქრის, კვლევის უნარი და საბოლოოდ მიხვიდე დასკვნამდე. ამ კრებულში, მას თითოეულ მოთხრობაში უამრავი თემა აქვს გაერთიანებული, თითქოს ერთი დიდი თავგადასავალია სადაც ყველაფერი ერთმანეთს უკავშირდება და ერთი საერთო ჯაჭვისგან მომდინარეობს, ეს ჯოისის ცხოვრების გზაა, მიუხედავად მისი განსხვავებული წერის მანერისა, მის წიგნში უამრავი განსხვავებული სიტყვაა წარმოდგენილი,  ფრაზა, იდიომა, სტილისტური ხერხებითა და სიმბოლოოებითგაჯერებული ნაწარმოები დიდი შენაძენი გახდება თითოეულისთვის, მითუმეტეს წიგნი ორ ენაზეა, რაც გაუადვილებს მათ შინაარსის სწორად აღქმას, რადგან ჯოისი უნდა შეისისხლხორცო. ინგლისურის შესწავლა მხოლოდ ენის სიღრმისეული ცოდნით არ განისაზღვრება, მხატვრული ლიტერატურა მისი შემადგენელი და ძირითადი ნაწილია, იგი აყალიბებს აზროვნებას, გიჩნდება შენდაუნებურად წერის უნარი, მზატვრული აზროვნება ფორმირდება და ნათლად ამჩნევ თუ როგორ იზრდები, გაქვს მეტი სიტყვების მარაგი, და შეჭრილი ხარ ლიტერატურულ სივრცეში, სადაც ცხოვრებისაზრის მუდმივ ძიებაში არიან, გასცემ უამრავ  კითხვას პასუხს რაც შენშია და გაინტერესებს.  ვფიქრობ ჯოისის გამოჩენა ამ სივრცეში იქნება ყველაზე საინტერსეო და დასამახსოვრებელი მათ ცხოვრებაში.

გვანცა ჩიქობავა - "კემბრიჯ-ცენტრის" მასწავლებელი.

16 თებერვალი, 2017 წ.
სრულად
ლიდერობის ხელოვნება
ლიდერობასთან დაკავშირებით უამრავი წიგნია დაწერილი ათწლეულების განმავლობაში, თუმცა, ვფიქრობ, “ლიდერობის ხელოვნება” რომელიც 2011 წელს Dave Logan-მა და John King-მა შექმნეს, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, პრაქტიკული და სასარგებლო წიგნია.  აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ “ლიდერობის ხელოვნება” არ არის უბრალოდ წიგნი, ვფიქრობ ეს არის სახელმძღვანელო როგორც იმ ადამიანებისთვის ვისაც უნდა რომ გახდეს უკეთესი ლიდერი, ასევე მათთვის, ვინც უკვე ფიქრობს რომ ლიდერია.

წიგნში მოცემულია ორგანიზაციული კულტურის 5 საფეხური, რომელიც  ძალიან კარგად აღწერს თანამედროვე ორგანიზაციების და ლიდერების ურთიერთკავშირს, ლიდერების როლს ორგანიზაციული კულტურის ჩამოყალიბებასა და წარმატებაში. სწორედ “ლიდერობის ხელოვნება” გახდა საწინდარი იმისა, რომ წიგნის ერთ-ერთი თანაავტორი, John King მოგვეწვია საქართველოში “საერთაშორისო ბიზნეს ფორუმ”-ზე (IBF Batumi 2017), სადაც ის კიდევ უფრო დეტალურად გაუზიარებს დამსწრეებს საკუთარ შეხედულებებსა და გამოცილებას ლიდერობასთან დაკავშირებით.

10 იანვარი, 2017 წ.
სრულად
ლურჯი ოკეანის სტრატეგია
განსაკუთრებულ სილამაზეს ვხედავ იმაში, თუ როგორი სიჯიუტით მიისწრაფვის შავი ზღვის ტალღები ნაპირისკენ, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი ჯიუტად უკუაგდებს მათ... აქ ზღვას ლურჯი ოკეანის სერიის გამო ვახსენებ, რომელზე მუშაობაც "გამომცემლობა პალიტრა L-მა" დაიწყო. ახლა, როდესაც პროდუქტებსა და ბაზრებს, ისევე როგორც მწარმოებლებსა და მომხმარებლებს შორის არსებულმა საზღვარებმა ასე გადაიწია, ეს სერია ქართველი ბიზნესპროფესიონალების მაგალითებზე დაყრდნობით ბიზნესის თემას განსაკუთრებული რელევანტურობით ეხება.
ეფექტი, რომელმაც კონკრეტულ პროდუქტებზე კონკურეტული უპირატესობის შენარჩუნება ბევრად გაართულა.
იყო დრო, როდესაც კომპანიას 6 წლამდე შეეძლო კონკურენტული უპირატესობის შენარჩუნება, თანამედროვე მობილურ და ვირტუალურ სამყაროში იგივე კომპანია შესაძლოა, ექვსთვიანი კონკურენტული უპირატესობის მოპოვებითაც კი ბედნიერი იყოს. წიგნში ეს მიზეზებია გაანალიზებული და სწორედ ამით აიხსნება, თუ რატომ არის ჩან კიმისა და რენე მობორნის გამოცემა _ `ლურჯი ოკეანის სტრატეგია~ _ ასე პოპულარული და სასურველი წიგნი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი ჩვენს თაროებზე. ეს ის წიგნია, რომელიც ზუსტად წარმოაჩენს, თუ როგორ იქმნება ახალი მოთხოვნა უკონკურენტო ბაზრებზე. ლურჯი ოკეანის მიდგომა კონკურენტის დამარცხებაზე კონცენტრირების ნაცვლად, გეხმარებათ გააძლიეროთ ის ელემენტები, რასაც ნამდვილად აფასებენ თქვენი მომხმარებლები და შეამციროთ ბიზნესის ის ნაწილი, რაშიც მათ ფულის გადახდა არ (ან ნაკლებად) სურთ. ის უზრუნველგყოფთ სტრატეგიით, რომელიც კარგი ფასის საპირისპიროდ რაღაც ახლის შეთავაზებაში დაგეხმარებათ. ამას ლურჯი ოკეანის ენაზე `ღირებულების ინოვაცია~ ჰქვია (და რადგან ენა ვახსენეთ, რატომ ვეძახით ჩვენს პლანეტას დედამიწას, მით უმეტეს, რომ მისი ზედაპირის მხოლოდ ოცდაცხრა პროცენტია მიწით დაფარული? ბევრად ობიექტური იქნებოდა, თუ `პლანეტა ოკეანეს~ დავუძახებდით...).
კიმისა და მობორნის კვლევაში კიდევ ერთი საინტერესო დეტალი ისაა, რომ ისინი კომპანიებს კი არ ანაალიზებენ, არამედ მხოლოდ კონკრეტულ `სტრატეგიულ სვლებზე~, გაბედულ გადაწყვეტილებებზე არიან ორიენტირებულნი, რამაც კომპანიებს წარმატება მოუტანა. გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ზოგჯერ ძველ წარმატებასთან დამშვიდობებას გულისხმობს, რასაც ეკონომისტების უმრავლესობა გააკრიტიკებდა, მაგრამ რეალურად გრძელვადიან პერიოდში შესაძლოა (რომელიმე კომპანიისთვის) გადარჩენასაც კი ნიშნავდეს. იმიტომ, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ პროდუქტის ბაზარზე ჩაშვებისთვის საჭირო დროს უკვე აღარ ეხება. ხვალ ის კომპანიები იქნებიან ძლიერნი, რომლებიც სწრაფად შეძლებენ რეპოზიციონირებას. ეს შესაძლოა იმას ნიშნავდეს, რომ კომპანიებს ახალი იერარქიული მიქსისა და სტრატეგიული ანატომიის ჩამოყალიბება დასჭიდრებათ.
ყოველთვის მაოცებდა ქართველი ხალხის მოქნილობა. ეს ის უნარია, რომელიც დასავლეთ ევროპაში მცხოვრებთა უმეტესობას აკლია. მოდი, ცოტა ხნით კაშკაშა ვარსკვლავებით სავსე ლურჯი ოკეანე წარმოვიდგინოთ, ეს შიდა ევროპული ბაზარია. შესაძლოა, კიმისა და მობორნის მეთოდმა ხელახლა დაგაფიქროთ თქვენი კომპანიის ბიზნესმოდელზე კომპანიასა და მომხმარებლელს შორის  ღირებულების სწრაფი ცვლილების კონტექსტში.

დაიმახსოვრე: ყველა ბაზარი და ინდუსტრია ოდესღაც ახალი იყო. ამიტომ მსურს ამ აზრით დავასრულო: როგორც მდინარე რიონს სჯერა ოკეანის, ასევე მეც მჯერა, რომ გამჭრიახი ქართველები ევროპის ბაზრის შესაძლებლობებს გამოიყენებენ...

სანდერ შხრუვერსი - პიარისა და მარკეტინგის სპეციალისტი, მწერალი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი

28 დეკემბერი, 2016 წ.
სრულად
მარკეტინგი მარტივად
გაგეცინებათ, მაგრამ ვიხსენებ ჩემი სტუდენტობის პერიოდს, როდესაც ასეთ გამოცემებზე ოცნებაც კი არ შემეძლო. პროფესიულ ლიტერატურას ვეცნობოდი ინგლისურ თუ რუსულ ენებზე, თუმცა მარტივად, მშობლიურ ენაზე მისი მოძიება ფაქტობრივად შეუძლებელი იყო:
•    მარკეტინგული პროგრამის შედგენა;
•    მომხმარებლის და კონკურენტების კვლევა;
•    რეკლამის ფსიქოლოგია;
•    ფასწარმოქმნა;
•    ვებ მარკეტინგი;
•    ბრენდინგი;
•    გაყიდვების გაზრდის სტრატეგიები და ა.შ.
ალბათ ფიქრობთ, რომ ძალიან ,,ბევრი წლის“ ვარ , თუმცა ათამდე წლის წინანდელ რეალობას გიყვებით.
დღეს კი ჰაიამის ეს წიგნი მარტივი და ხელმისაწვდომი ფორმით მოგვითხრობს სხვადასხვა სტრატეგიების, მეთოდებისა  და მარკეტინგული ინსტრუმენტების შესახებ, რომელთა ცოდნა და გამოყენება აუცილებელია ნებისმიერი მარკეტერისთვის.
ინსპირაციისთვის ხშირად ვეცნობი სხვადასხვა ადამიანების წარმატების ისტორიებს და ფაქტობრივად ყველა ეთანხმება აინშტაინს: ,,თეორიულად, თეორია და პრაქტიკა იგივეა. პრაქტიკაში, კი თავად ხედავთ...“.
ამ წიგნში მოცემული რჩევების და რეკომენდაციების სიმრავლე ეფუძნება ავტორის საკმაოდ დიდ გამოცდილებას, რაც ამ წიგნს პრაქტიკულ მხარეზე მეტყველებს.
„მარკეტინგი მარტივად“ პრაქტიკული და გასაგებ ენაზე დაწერილი სახელმძღვანელოა.

"ბიბლუსის" მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი, მარიამ წამალაშვილი
13 დეკემბერი, 2016 წ.
სრულად
საქმესთან გამკლავების ხელოვნება
წარმატების მიღწევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა იმ ადამიანების მოსაზრებებისა და თეორიების გაზიარებაა, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ეხმარებიან სხვადასხვა ინდივიდს, პროფესიონალებს, ტოპმენეჯერებსა და კომპანიებს წარმატების მიღწევაში.
დევიდ ალენის წიგნი და თეორია, რომელიც სტრესის გარეშე პროდუქტიულობის ზრდას, დროში პროცესების სწორად დაგეგმვასა და მათ მართვას გულისხმობს, არის სწორედ ის აუცილებელი საკითხავი, რომელიც დაგეხმარებათ თქვენ მიერ დასახული მიზნების მიღწევაში, პროდუქტიულობის ზრდაში და რაც ყველაზე მთავარია, გაგათავისუფლებთ სტრესისგან. დამეთანხმებით, რომ სტრესისგან თავისუფალი გონება გაცილებით ნაყოფიერია, უკეთესად მუშაობს და შესაბამისად, გვეხმარება სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში.
დევიდ ალენი მორიგი დიდი აღმოჩენა იყო პირადად ჩემს ცხოვრებაში. ასევე აღმოვაჩინე ადამიანები, ვისთვისაც მისი თეორია ისეთივე წარმატებით მუშაობდა, როგორც ჩემთვის. სწორედ ეს გახდა მოტივატორი იმისა, რომ ალენი მომეწვია თბილისში და სხვა ადამიანებისთვისაც გაეზიარებინა გამოცდილება და პრაქტიკული რჩევები, რასაც თქვენ წიგნში აღმოაჩენთ.
"საქმესთან გამკლავების ხელოვნება" არის წიგნი, რომელიც თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის, გაგათავისუფლებთ სტრესისგან და მოგცემთ საშუალებას მუდმივი განვითარებისა და წინსვლისკენ.
გუგა კობახიძე
გაყიდვების საკონსულტაციო კომპანია
"პროსპექტის" დამფუძნებელი


05 დეკემბერი, 2016 წ.
სრულად
ჯერ წაიკითხე და ჰოპლა მერე თქვიო!!!
„კამპანიები, რომლებმაც შეძრეს მსოფლიო“ - აი, ისეთი სათაურია, ზედმეტად მყვირალად და გადაპრანჭული, ე.წ. ძალით სათაური. მე მასეთი სათაურებისა და შინაარსის წიგნებს ყველას „10 ნაბიჯი წარმატებისკენ“ - ასე ვეძახი. საიდან აფიქრდებათ ასეთი სათაურები, წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ მგონი ადამიანის ფანტაზია მართლაც უშრეტია!
ვისაც ჰგონია, რომ რამის გაკრიტიკებისთვის ავიღე კალამი ხელში (სულ მინდოდა ეს ფრაზა რომელიმე ტექსტშიჩამესვა), სცდება. მე მსურს ის შესაძლებლობა დაგანახოთ ამ საინტერესო წიგნის წაკითხვით, რომ უნდა გამოიყენოთ. შესაძლებლობები კი არსებობს, მეტიც მათი რიცხვი რვაზე მეტია:
1.    გაიხსენებთ წიგნის კითხვისთვის საჭირო უნარებს, რომელიც შეიძლება შემდგომშიც გამოგადგეთ
2.    აღმოაჩენთ, რომ ჩვენი ფბ მეგობრების მოკლე პოსტების, ადმე.რუ-ს სტატიების და ქართველი ე.წ. აზრის ლიდერებისა და ყველაფრის მცოდნეების გარდა, კიდევ იწერება საინტერესო რაღაცეები მსოფლიოში
3.    ისწავლით, როგორ იწერება, ზოგადად, ასეთი წიგნები. რა სტრუქტურა არის კარგი ქეისის წარმოსადგენად საჭირო
4.    დაინახავთ, რომ საქმე უბრალოდ ინტერნეტისა და თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებაშიკი არა, მათ სწორ მართვაშია
5.    წესით იგრძნობთ, რომ მხოლოდ გენიალური იდეა არ არის საკმარისი წარმატებისთვის
6.    გასცდებით საზღვრებსა და გეოგრაფიას. ამერიკა და ბრიტანეთი და კიდევ საქართველო, პრინციპში, არაფერმა გაყო
7.    აღმოაჩენთ, რომ ბექჰემსაც და ობამასაც, იმისათვის რომ მათ პოპულარობა მოიპოვონ მიზანმიმართული მუშაობა და კომუნიკაციის პროცესის მუდმივი მართვა სჭირდებათ. არაფერი მოდის ისე ამ ქვეყანაზე
8.    გაგიჩნდებათ უამრავი (ნუ შეიძლება მთლად უამრავი არა) იდეა თქვენს ბრენდებზე, ორგანიზაციებსა და პერსონებზე და მათ კომუნიკაციაზე (ეს ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებულია!!!)
9.    გაგიჩნდებათ ცდუნებაც, რომ იდეები მოიპაროთ ქართული ბაზრისთვის, თუმცა ეს ცდუნება წიგნის კითხვის გარეშეც გიჩნდებათ ხოლმე პერიოდულად.
საბოლოო ჯამში კი, „კამპანიები, რომლებმაც შეძრეს მსოფლიო“, როგორც მსგავსი ჟანრის სხვა წარმატებული წიგნები, გვაძლევს იმაზე ინფორმაციას, რომ ყოველთვის შეიძლება საინტერესო და რეზონანსული პროექტი განახორციელო, ყოველთვის შეიძლება ახალი რაკურსით შეხედო ვითომდა უკვე მკაცრად ჩამოყალიბებულ ტექნოლოგიებს მარკეტინგულ კომუნიკაციასა და პიარში, ყოველთვის შეიძლება გააოცო მიზნობრივი აუდიტორია და რა თქმა უნდა, შეძრა მსოფლიო!
კახა მაღრაძე
პიარკომპანია "ჯეპრას" პიარკონსულტანტი, უფროსი პარტნიორი.
თავისუფალი უნივერსიტეტი - საზოგადოებასთან ურთიერთობის პროფესორი.
22 ნოემბერი, 2016 წ.
სრულად
სწორ დროს სწორად შერჩეული სტრატეგია
წიგნის „კამპანიები რომლებმაც მსოფლიიო შეძრა მსოფლიო“  წაკითხვის შემდეგ ვხვდებით თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს  პიარინდუსტრიას  პოლიტიკურ საარჩევნო კამპანიებში, გასართობ და  სპორტის ბიზნესის ევულუციაში.
წიგნში განხილული თითოეული კამპანიიდან შესაძლებელია დავინახოთ დეტალები, რამაც ეს კონკრეტული  კამპანია გახადა ისეთი წარმატებული , რომ „მსოფლიო შეძრა“.
დენი როჯერსის ნაშრომში, შეგვიძლია გავეცნოთ, თუ როგორ შეიცვალა და განვითარდა   „PR“ (საზოგადოებასთან ურთიერთობა) 1979 წლიდან დღემდე.
წიგნი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ სწორ დროს, სწორად შერჩეული სტრატეგია, სადაც წინასწარ იქნება გათვლილი თითოეული დეტალი და ნაბიჯი , ( სარეკლამო რგოლის შინაარსი, ლოგოს ფერი,  პოსტერის დიზაინი, სლოგანის შინაარსი, ფოტო მასალების  სწორად გამოყენება,  და ა.შ  )  და ძლიერი ადამიანების გუნდი, რომლებიც ახორციელებენ ამ სტრატეგიას, საწინდარია კამპანიის წარმატებისა.

ნინო სიხარულიძე
კინოთეატრი “რუსთაველის”, “ამირანისა” და “კავეას” მარკეტინგის მენეჯერი

18 ნოემბერი, 2016 წ.
სრულად
კამპანიები, რომლებმაც შეძრა მსოფლიო
პროფესიების წარმოშობასა თუ განვითარებას ეპოქის მოთხოვნები და ესთეტიკა განსაზღვრავს. თანამედროვე ღია სამყაროში კი საჭირო გახდა საზოგადოებასთან ურთიერთობის ჩამოყალიბება, რომელიც „სწორად“ შეფუთავდა ნებისმიერი სახის „პროდუქტს“ და მიაწოდებდა მომხმარებელს.
დენი როჯერსის წიგნი მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ მკითხველს საშუალება ეძლევა გაეცნოს ცნობილი ჟურნალისტის აზრით უკანასკნელი  50 წლის საუკეთერსო პიარ კამპანიებს. გამოცემა განსაკუთრებით საინტერესოა ქართველი საზოგადოებისათვის, სადაც პიარი მეტ-ნაკლებად ახალი და მზარდი სფეროა.
ამ მხრივ, განსაკუთრებით ყურადსაღებია პოლიტიკური პიარი, რომელიც ერთ-ერთი ურთულესია და ქართული რეალობის გარკვეულწილად „წარმმართველი“.
დენი როჯერსი დეტალურად საუბრობს  პრეზიდენტ ობამას პიარ კამპანიაზე, რომელიც თავის დროზე აღიარეს, როგორც საუკეთესო და ინოვაციური, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებითა და მკაფიო სტრატეგიით.
ობამას პიარ ტექნოლოგებმა ზუსტად გათვალეს ამომრჩევლის სეგმენტი და ახალი ტექნოლოგიების ჩართვით შეძლეს კოლოსალური თანხებისა და მხარდამჭერების მოზიდვა. ეს იყო მსოფლიოში პირველი ციფრული კომუნიკაციების საარჩევნო კამპანია. სრულიად განსხვავეული და ნოვატორული იყო ფინანსების მოზიდვის მექანიზმიც, ახალი პოლიტიკური ფენომენი: „მოქალაქეების მიერ კომპანიისთვის თანხების გაღება“. სპეციალური სოციალური ქსელის გვერდის მეშვეობით ობამას გუნდმა მილიონობით დოლარი შეაგროვა, რომელიც წარმატებულ პიარ კამპანიაზე დაიხარჯა.
დეტალებს მკითხველი თავად გაეცნობა. მე, კი ვისურვებ ჩვენს ბაზარზე მსგავსი ხასიათის უფრო მეტი ქართულად თარგმნილი ლიტერატურა გამოვიდეს.


თეონა ჯაყელი
საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი





18 ნოემბერი, 2016 წ.
სრულად
ჩარლზ ბუკოვსკი "მაკულატურა"
თეთრი-თეთრი პრინცესა, თეთრ-თეთრ სასახლში,თეთრ-თეთრ ცხენზე ამხედრებულ,თეთრ-თეთრ პრინცს ვერასდროს შეხვდება. მიზეზი მარტივია, ისინი უბრალოდ ვერ ნახავენ ერთმანეთს -ყველაფერი თეთრია.
ლიტერატურაშიც ასეა . თეთრი მკითხველი, თეთრ რომანის თეთრ პერსონაჟების ,თეთრ ამბებს ვერასდროს გაიგებს. ამოტომ, გვამახსოვრდებიან ბუკოვსკის გმირები, მათი მკვეთრი შავი კონტურობით, მათი შემჩნევა ძალიან მარტივია.
მთელი თნამედროვე ტექნოლოგიები ერთებისა და ნულების მონაცვლეობაზეა აწყობილი. ასვე,ორი კომპონენტის: პოეტურობისა და "ბინძური რეალობის" მონაცვლეობა ქმნის ბუკოვსკის ლიტერატურას. პოეტური, ნიჰილისტური მომენტის შემდეგ, ბუკოვსკის წიგნებში შეიძლება წააწყდეთ ასეთ აბზაცს:
"ხანდახან საკუთრ ხელებს რომ დავხედავდი,ვხვდებოდი, შემიძლია დიდი პიანისტი ან რამე ეგეთი გამოვიდე-მეთქი. არადა, რაზე ცდებოდნენ ეს ხელები? ყვერებს მფხანდნენ, ჩეკებს წერდენენ, თასმებს მიკრავდნენ, ტუალეტს რეცხავდნენ და ა.შ. მეც ვიბანდი ხელებს, ტვინსაც ვირეცხავდი."
05 ივლისი, 2016 წ.
სრულად
ვარსკვლავები და მხატვრული ლიტერატურა
წიგნი ძალიან მნიშვნელოვანი რამეა ჩვენს ცხოვრებაში, ადამიანი, რომელიც კითხულობს, მკვეთრად განსხვავდება იმ ადამიანისაგან, რომლისთვისაც წიგნი სულაც არ არის საუკეთესო მეგობარი.
მიუხედავად იმისა, რომ სამყაროში ძალიან ბევრი წიგნი დაწერილა და ადამიანებს გაჩენის დღიდან ამოძრავებდათ სურვილი მათი გრძნობები ყოფილიყო გაზიარებული სხვადასხვა ფორმით, ჩვენ ხშირად უამრავ წიგნს შორის ერთს ამოვირჩევთ და ჩვენად მივიჩნევთ, ვამბობთ, რომ ის ეხება ჩვენს სულს, გვგონია, რომ ჩვენზე წერენ,ჩვენ ვწერთ და ა.შ.
ვარსკვლავებსაც აქვთ საყვარელი წიგნები:
03 თებერვალი, 2016 წ.
სრულად
ომი და მშვიდობა
თუ თქვენ BBC-ის კარგად ცნობილი კლასიკის მრავალსერიან ფილმებად ადაპტაციის გულშემატკივარი ბრძანდებით, ეს სიახლე თქვენთვისაა. ლევ ტოლსტოის ეპიკური რომანის "ომი და მშვიდობის" მიხედვით გადაღებული სერიალი უკვე დაიწყო.
მონაწილეთა სიაა ასე გამოიყურება:
პაულ დანო - პიერ ბეზუხოვი,
ჯეიმს ნორტონი - პრინცი ანდრეი ბოლკონსკი
ლილი ჯეიმსი - ნატაშა როსტოვა.
ორიგინალი ნოველის შინაარსი ფოკუსირებულია 5 არისტოკრატულ ოჯახზე და 1812 წლის რუსეთში ვითარდება. ჩვეულებრივ, BBC-ის კინოადაპტაციები მრავალი ექსტრავაგანტული კოსტუმითა და დრამითაა გაჯერებული.




იხილეთ სერიალის თრეილერი



20 იანვარი, 2016 წ.
სრულად
კლასიკად ქცეული წიგნების წარსული

ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ არ განვსაჯოთ წიგნები ყდებით, მაგრამ ხანდახან რთულია, ასე ცალსახად მხოლოდ შინაარსის დანახვა. ამასთან ერთად, წიგნის გარეკანი გვიქმნის პირველ შთაბეჭდილება მასზე და გვაძლევს გარკვეულ ინფორმაციას. კლასიკად აღიარებული ნაწარმოებების ყდები წლების განმავლობაში იცვლებოდა, ზოგი კარგი გამოდიოდა, ზოგიც -ცუდი. ამ შემთხვევაში პირადად მე წინააღმდეგი ვარ, რაიმეს ცალსახად დადებითად ან უარყოფითად აღიარების, მაგრამ რეალობა ასეთია, ჩვენ ხშირად ვყოფთ კატეგორიებად ბევრ რამეს, წიგნებსაც მათ შორის. ვეცადეთ, შეგვეგროვებინა აღიარებული ნაშრომების პირველი გამოცემების ყდები. თქვენ ნახავთ მათი ნაწილი სრულიად შეცვლილია. მაშ ასე, იხილეთ კლასიკად ქცეული წიგნები და კომენტარებში დაასახელეთ თქვენი ფავორიტი ყდაც და ნაწარმოებიც და თუ ეს ორი ერთმანეთს დაემთხვევა, თქვენ აღიარებული იქნებით, როგორც ყველაზე იღბლიანი მკითხველი.

1.

 

ბეჭდების მბრძანებელი - ყდის დიზაინი თავად ავტორს ეკუთვნის, წიგნი 1955 წელს გამოქვეყნდა.

ბეჭდების მბრძანებელი - ყდის დიზაინი თავად ავტორს ეკუთვნის, წიგნი 1955 წელს გამოქვეყნდა.

12 იანვარი, 2016 წ.
სრულად